10 მაისს მარიამ ჩოგოვაძისა და იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩვენი სკოლის V/4 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ გასვლითი გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში თემაზე “ნამარხები”.
მოსწავლეები მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად ესტუმრნენ სათაფლიის ნაკრძალს, მონაწილეობა მიიღეს ეკო ტურში და დაათვალიერეს ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებული სანახაობები.
გაკვეთილი დატვირთული იყო საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით:
- თემატური კროსვორდი;
- დინოზავრის აღდგენა ნახატით;
- ლაბირინთი;
- სიმულაციური თამაში- არქეოლოგიური გათხრა;
- არტეფაქტის აღდგენა და ესკიზიების შექმნა;
- დინოზავრის ჩონჩხის აწყობა.
მოსწავლეებმა ხალისითა და ინტერესით შეასრულეს დავალებები.
აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავდა თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას.
გაკვეთილის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და კლასს გადაეცა სიმბოლური საჩუქარი.
მადლობას ვუხდით ბატონ ლაშა ერბელიძეს ჩვენი პროექტით დაინტერესებისა და მხარდაჭერისათვის!
კლასის ხელმძღვანელი- თამარ ასათიანი
no images were found
13 მაისს სსიპ ქუთაისი 30-ე საჯარო სკოლაში თამარ ასათიანისა და მარიამ ჭეიშვილის ორგანიზებით გაიმართა წარდგენა პროექტისა „რესურსები ქართულის, როგორც უცხო ენის, შესწავლისათვის“.
პროექტში მონაწილეობენ ნიკოლოზ ჩიქოვანი, რიტა რატიანი, IX-X კლასის მოსწავლეები და საქართველოში მცხოვრები უცხოელები.პროექტის მიზანია ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაცია და გამოცდილების დაგროვება როგორც კვლევის, ისე რესურსებზე მუშაობის თვალსაზრისით.
შეხვედრის სტუმრები და მონაწილეები: თურქი ქართველოლოგი-ჰარუნ ჩიმქე, რომელმაც ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, მთარგმნელობით საქმიანობასა და საქართველოში მოღვაწეობაზე; მარკო შნაიცერი შვეიცარიიდან, რომელმაც მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება ქართული ენის შესწავლასა და სწავლებასთან დაკავშირებით.
პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა წაიკითხეს მოხსენებები თემებზე: „ქართველოლოგია და მისი ისტორია“, კვლევის შედეგები და „მუსიკის როლი ენების შესწავლაში“.მოსწავლეებმა და მასწავლებლება შეაჯამეს და წარადგინეს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც პროექტის დასაწყისიდან დღემდე გადაიდგა და დააანონსეს შემდგომი ღონისძებებიც.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, როელმაც გამოავლინა საქართველოში მცხოვრები უცხოელების საჭიროებები და ქართულის, როგორც უცხო ენის, გამოწვევები.
მადლობას ვუხდით იაპონელ რიოსეი სუგინაკას, რომელმაც მუშაობის პროცესში ვიდეოს სახით გაგვიზიარა თავისი გამოცდილება და პროექტის სამუშაოსთან დაკავშირებული რჩევები.
რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად მოსწავლეებმა შექმნეს სხვადასხვა ტიპის საინტერესო და სახალისო რესურსები: ელექტრონული წიგნები ადაპტირებული ტექსტებითა და აუდიო მასალით, ლექსიკური ბარათები- ე.წ. „ფლეშქარდები“, ვიდეორესურსები, კომიქსები, ფილმები ქართულ-ინგლისური სუბტირებითა და ტრანსკრიპციიით და სამაგიდო თამაშები.
https://read.bookcreator.com/library/-OLE1-bVsUIevfv3OjqQ
ყველა რესურსი და აქტივობა განთავსდება პროექტის facebook და Instagram გვერდებზე:
https://www.facebook.com/profile.php?id=61576092026782
წარდგენის შემდეგ მოსწავლეებმა უცხოელ სტუმრებს შესთავაზეს ძალიან სახალისო სამაგიდო თამაში „Quick Kartuli”.
შეხვედრა დახურა ფრანგმა სტუმარმა, ვინსენტ ბილარდმა, რომელმაც შემოგვთავაზა ცნობილი ქართული და ფრანგული სიმღერები.
მადლობას ვუხდით პროექტის ყველა მონაწილესა და დღევანდელ სტუმრებს დაინტერესებისა და აქტიური მხარდაჭერისათვის!
ჩვენ სკოლას, ძიუდოში ჩემპიონი ჰყავს!
მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ ცოტნე იჩქიტიძემ, ჯერ 12 აპრილს თბილისის ევროპის თასი მოიგო, ხოლო 26 აპრილს, ბერლინში, ძიუდოში ჭაბუკთა შორის პირველი ადგილის და ოქროს მედლის მფლობელი გახდა !
გილოცავთ, ჩემპიონო, გვეამაყები!
დღეს, 7 მაისს, სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მე-91 და მე-94 კლასებს შორის გაიმართა საჯარო დებატები თემაზე: „ნაადრევი ქორწინება გაუმართლებელია“. დებატების ორგანიზება და ჩატარება უზრუნველყო, ამავე სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელმა, ბიოლოგიის პედაგოგმა, ეთერ კვახაძემ. ზემოაღნიშნულ დებატებს ესწრებოდნენ და მსაჯების როლში მონაწილეობდნენ მშობლები და პედაგოგები;
დებატების ეფექტურად ჩატარების მიზნით, პედაგოგმა ეთერ კვახაძემ შეიმუშავა დებატების ფორმატი, რომელიც საშუალებას იძლევა დებატების პროცესში ჩაერთონ მოსწავლეები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. ეს ფორმატი საშუალებას აძლევს ნებისმიერი საგნის მასწავლებელს ჩართოს დებატების პროცესში მთელი კლასი.
აღნიშნული დებატები მიზნად ისახავდა შერჩეული თემის ირგვლივ მოსწავლეებში ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, ბიოლოგიისა და სამოქალაქო განათლების საგნების ინტეგრაციას. ამ ტიპის აქტივობები მოსწავლეებში ავითარებს კრიტიკული აზროვნების, არგუმენტაციისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს.