წარმატებული ინტელექტუალური თამაში: “მე ვირჩევ თანასწორობას”
გვინდა გაგიზიაროთ სასიხარულო ამბავი! ქუთაისში, 2025 წლის 22 ნოემბერს, წარმატებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში თანასწორობის შესახებ, რომელიც გაიმართა ევროპის საბჭოს კამპანია “მე ვირჩევ თანასწორობას” ფარგლებში, მანდატურის სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით.
თამაში ჩატარდა ცნობილი “რა? სად? როდის?” ფორმატით.
შეკითხვები შეეხებოდა საქართველოსა და მსოფლიოს კულტურულ მრავალფეროვნებას, თანასწორობისა და ინკლუზიის ისტორიას.
ღონისძიებამ ხელი შეუწყო ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას თანასწორობის ფასეულობების შესახებ.
მადლობა მონაწილეებს!
თამაშში მონაწილეობდა 6 გუნდი ქუთაისის სკოლებიდან.
დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისთვის, მაღალი ინტელექტისა და თანასწორობის იდეებისადმი გამოჩენილი ინტერესისთვის! ეს იყო ცოდნისა და მეგობრობის დღე!
განსაკუთრებული სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ ჩვენი გუნდის მიერ მიღწეული შესანიშნავი შედეგი- დაძაბულ ბრძოლაში მოვიპოვეთ მეორე საპრიზო ადგილი!
ჩვენი გუნდი დამარცხდა მხოლოდ მესამე დამატებით ტურში, სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლასთან სულ 1 ქულიანი სხვაობით! ეს არის ნამდვილი ბრძოლისუნარიანობის მაგალითი!
ვულოცავთ ჩვენს გუნდს და გისურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მომავალში!
პირველი და მეორე ადგილის მფლობელ გუნდებს გადაეცათ ევროპის საბჭოს მიერ დაწესებული საჩუქრები და სამახსოვრო სიგელები.
no images were found
მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩვენს სკოლაში!
სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლა ესტუმრნენ:
ქალბატონი ნათია მსხალაძე – „კამპუს ფრანსის“ ხელმძღვანელი;
ქალბატონი ლიზა ბარიე – საფრანგეთის საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე;
ქალბატონი სარა გამბარდელა – ფრანგული ინსტიტუტისა და საფრანგეთის საელჩოს სტაჟიორი.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრის მთავარი თემა იყო საფრანგეთში სწავლის შესაძლებლობები. საუბარი შეეხო გაცვლით პროგრამებს და, რაც მთავარია, სწავლის გასაგრძელებლად დაფინანსების მოპოვების გზებსა და რესურსებს.
no images were found

ქართულად