მერვეკლასელთა სამოქალაქო კლუბი „მომავლის შვიდი ფერი“  მუდმივად ორიენტირებულია   ხელი შეუწყოს   აქტიური  მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული თვითშეგნების მქონე  მოქალაქეების აღზრდას , ჩამოყალიბებას , ასევე , ჯანსაღ,ტოლერანტულ და სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას კლუბის წევრ მოსწავლეებსა და  ზოგადად სასკოლო თემში. 

 კლუბისთვის პრიორიტეტულია  მოსწავლეებში   წიგნიერების დონის ამაღლება , კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის ,პიროვნული ,შემოქმედებითი და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება .  აღნიშნული სამოქალაქო კლუბი პერიოდულად  ცდილობს  თანატოლგანმანათლებლობის პრინციპით მუშაობას და  კლუბის წევრი მოსწავლეები ხშირად ახორციელებენ სხვა საფეხურის მოსწავლეებთან  მნიშვნელოვან საკითხებზე მიღებული ცოდნის გაზიარებას, დისკუსია /დებატების ფორმატში შეხვედრას.

 კლუბი ორგანიზებულად უძღვება ყოველ კვირაში შეხვედრას და მას ხელმძღვანელობს სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი თამარი კვარაკვახიძე. 

კლუბის მიზანია ინკლუზიური განათლების  შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, ასევე  ინკლუზიური , მრავალფეროვანი , თანასწორუფლებიანი  გარემოს აუცილებლობის გაცნობიერება , სხვადასხვა სახის  შემეცნებით , მოხალისეობრივ , საქველმოქმედო და ა.შ. აქტივობებში აქტიური მონაწილეობა, რათა  მოსწავლეებში ხელი შეუწყოს სხვადასხვა კომპეტენციის განვითარებას.