კლუბი 30-ე საჯარო სკოლაში შეიქმნა  STEM დისციპლინების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. სკოლის დირექციამ და საბუნებისმეტყველო კათედრამ, გაიაზრა რა სკოლის  რესურსები,  პოტენციალი და საგნების სწავლების თანამედროვე გამოწვევები, გადაწყვიტეს მონაწილეობა მიეღოთ გამოცხადებულ კონკურსში, რაც წარმატებით გავიარეთ. კონკურსში გამარჯვებული სკოლების პედაგოგები გადამზადნენ, ხოლო  სკოლები აღიჭურვა საჭირო მასალით. კლუბში დიდი ხალისით გაწევრიანდა სკოლის 30-მდე მოსწავლე.  რომლებიც სწავლობენ სხვადასხვა მართვადი მოწყობილობის შექმნასა და დაპროგრამებას. ზემოაღნიშნული მისიის შესასრულებლად, კლუბის მიზანია : ა) STE(a)M მიმართულებებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება. ბ)ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია. გ) STEM უნარების კარგი მაგალითების გამოვლენა და გაზიარება. დ)კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული მდგრადი პროექტების მხარდაჭერა და ამ მიზნით სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ერთმანეთთან დაკავშირება. ე) წევრების მხარდაჭერა მათ მიერ განხორციელებული პროექტების მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებაში; ვ) მართვადი მოწყობილობის შექმნასა და დაპროგრამებას.