მეცხრე კლასელთა გეომეტრიის კლუბი „გეომეტრიის საათი“  ხელი შეუწყოს მოსწავლეებს გეომეტრიის საკითხების უკეთ გააზრებაში და პრობლემების გადაჭრაში.

 კლუბისთვის პრიორიტეტულია  მოსწავლეებში, რომელთაც გეომეტრია უყვართ გაუღრმაოს ცოდნა ამ ნაწილში. კლუბის ბავშვები ამუშავებენ არასასკოლო წიგნიდან სხვა საინტერესო ამოცანებს ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. ამის შემდგომ თავად ქმნიან მსგავსი სტილის საინტერესო ამოცანებს. ასევე კლუბის წევრები ეცნობიან მათემატიკოს მეცნიერებს და მიღებულ ინფორმაციას უზიარებენ სკოლის მოსწავლეებს.

 კლუბი ორგანიზებულად უძღვება ყოველ კვირაში შეხვედრას და მას ხელმძღვანელობს  სკოლის მათემატიკის მასწავლებელი თამუნა ბრეგაძე

კლუბის მიზანია ბავშვებმა შექმნან ამოცანების კრებული, ყველა ამოცანაზე მითითებული იქნება ავტორი. საბოლოო ჯამში შეიქმნება რესურსი რომელიც აიტვირთება სპეციალურ გვერდზე  და ხელმისაწვდომი იქნება  სკოლის მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის. ასევე წელიწადში ერთხელ, ბავშები გააკეთებენ საინტერესო პრეზენტაციას ერთ მათემატიკოს მეცნიერზე.