სსიპ ქალაქ ქუთაისის №30 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო კათედრაზე ბიოლოგიის კლუბი-,,მწვანე კედელი“. არაფორმალური განათლება ხელს უწყობს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების წარმოჩინებას და ჩამოყალიბებას. კლუბი ორიენტირებულია მოსწავლეებში განავითაროს ინდივიდუალური, სოციალური, ემოციური, კომუნიკაციური, კოგნიტური უნარ-ჩვევების გააქტიურება და საბუნებისმეტყველო საგნებისადმი დაინტერესება, სწავლა-სწავლების პროცესის მოტივაციის გაზრდა და ინტერაქტიული გარემოს შექმნა. აქ მოსწავლეებს საშუალება აქვთ სხვადასხვა დავალებებისა და აქტივობების შესრულების დროს, ეფექტურად გადალახონ სხვადასხვა პრობლემური ბარიერები და სიძნელეები. რაც ამზადებს მათ იმისათვის, რომ ადაპტირდნენ სოციუმსა და გარემოში, როგორც გლობალურად მოაზროვნე ადამიანები. ამავდროულად ისინი შეძლებენ სწორად განსაჯონ და შეაფასონ გარემოში მიმდინარე პროცესები/პრობლემები, იმსჯელონ და დასახონ მათი გადაჭრის საშუალებები.

   აღსანიშნავია ისიც, რომ კლუბში აქტიურად განვიხილავთ და ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო  პროექტებში, როგორიცაა: ნიკო კეცხოველი, ეკოსკოლა, კონფერენციები და ა.შ.

კლუბის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

  • მოსწავლეებში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინოვაციური უნარების განვითარება;
  • ბიოლოგიის პოპულარიზაცია და მისი ინტეგრირება სხვადასხვა საგნებთან;
  • თავისუფალი აზროვნებისა და მისი გამოხატვის ხელშეწყობა;
  • ლიდერობის უნარ-ჩვევების აღმოჩენა/გააქტიურება და მისი განვითარება;
  • ურთიერთთანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
  • მოსწავლეებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების  წარმოჩენა და მაღალ სააზროვნო უნარების განვითარება.