სკოლაში ფიზიკისა და მათემატიკის კლუბი აქამდეც არსებობდა მაგრამ ახლა ამ კლუბებმა მაღალ საფეხურებს მიაღწია. საქმე იმაშია, რომ ეს ორი კლუბი მუშაობს ეთობლივად სამეცნიერო ჟურნალზე, რომლის მესამე ნომერი გამოვა სულ მალე.

იდეა სამეცნიერო ჯურნალის შექმნაზე გაგვიჩნდა ერთობლივად მოსწავლეებს და მასწავლებლებს, როდესაც ვატარებდით კლუბურ მეცადინეობებს. თანაც ჩვენი ინფორმაციით ჯერჯერობით არც ერთ საჯარო სკოლას არ შეუქმნია მსგავსი სამეცნიერო ჟურნალი და ეს მოსწავლეებისათვის დამატებითი მოტივაციის წყაროა. ამ ჟურნალის პირველი ნომერი გამოვეცით უკვე ჩვენი ძალებით და ხარჯებით. (მასწავლებლების ხარჯით)

ჯურნალის ელექტრონული ვერსია იხილეთ ბმულზე:

https://drive.google.com/file/d/1mIzknY9mR4Hm7QQivMs1tYI1Mglocy80/view?fbclid=IwAR0brproOqN-pn2kwDz6nF2G6TBKE1tzruy4KJxV4ZCmR1Tom–Xcr7KFLE

მინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ჟურნალის ყველა დეტალი და ყველა ინფორმაცია მოპოვებულია და დამუშავებულია მოსწავლეების მიერ. ყველაფერი თვითონ შექმნეს. მათ ასევე გააკეთეს  ფეისბუქგვერდი იგივე სახელწოდებით, გთავაზობთ მის ლიკს: https://www.facebook.com/profile.php?id=100090721673638&mibextid=ZbWKwL

ბავშვები ამ გვერდზე გეგმავენ განათავსონ ის მასალები რაც იქნება წარმოდგენილი ჟურნალში, ასევე განათავსონ ვიდეომასალები და საინტერესო თემებზე გამართონ დისკუსიები.

 ამ კლუბებში ერთობლივად ჩართულია უკვე 60-მდე მოსწავლე. ისინი უმეტესად თვითონ ირჩევენ ჯურნალისათვის თემებს, ინფორმაციასაც თავად მოიძიებენ და დიზაინსაც ქმნიან ჯურნალისთვის. ამას ძალიან დიდი მონდომებით და პასუხისმგებლობით აკეთებენ.

რატომ ფიზიკა-მათემატიკის კლუბი? იმიტომ რომ, აქ:

  • მოსწავლეებს განუვითარდებათ ციფრული მოალაქეობის უნარები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია
  • მოსწავლეები ქმნიან რესურსს, რომელსაც სასკოლო საზოგადოება გამოიყენებს ლიტერატურის სახით.
  • მოსწავლეთა დაინტერესება ფიზიკის და მათემატიკის საგნით დადებითად აისახება მათ აკადემიურ შედეგებზე.
  • მოსწავლეები სწავლობენ ურთიერთთანამშრომლობას, პასუხისმგებლობას.

მოსწავლეები ეცნობიან კლასგარეშე ლიტერატურას, ივითარებენ ლოგიკურ, ანალიტიკურ და შემოქმედებით უნარებს.