კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მათემატიკური, ლოგიკური და სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას. მათემატიკის პოპულარიზაციას და დაინტერესებას. საშუალება მისცეს  აღმოაჩინონ და განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები. ხელი შეუწყოს  კრიტიკული აზროვნების განვითარებას და მოამზადოს ისინი პრობლემების გადაჭრისთვის. დაეხმაროს ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის მიღებასა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარებაში.