სამოქალაქო კლუბი „მწვანე სახლი“ წლებია არსებობს, ახლა მას ხელმძღვანელობს თამარ ბეჟუაშვილი.კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ IX, X, XI კლასის მოსწავლეს.

სამოქალაქო კლუბის მიზანია მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და  მათი აქტიური ჩართვა  საზოგადოებრივ    ცხოვრებაში. პრობლემებზე ორიენტირებული მუშაობა. პრეზენტაციის, ტოლერანტობის, სხვისი აზრის პატივისცემის, ემპათიის, კრიტიკული, ანალიტიკური, თუ შემოქმედებითი უნარების განვითარება,

კლუბი მოსწავლეებს ეხმარება ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში. დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობაში, პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის გზების ძეიებაში.

მოსწავლეები წლის მანძილზე ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის პროექტს, იქნება ეს სასკოლო, სათემო თუ საქველმოქმედო ხასიაათის. აქტიურად თანამშროლობენ სკოლის და ქალაქის ადმინისტრაციულ ორგანოებთან. მოწვეულ სტუმრებთან აქტიურად განიხილვენ სხადასხვა პრობლემურ საკითხებს. საკლუბო შეხვედრებზე კი მსჯელობენ მაათვის საინტერესო საკითხებზე

რატომ მოსწონთ მოსწავლეებს სამოქალაქო კუბი? იმიტომ რომ ამ კლუბში მოსწავლეები თავს გრძნობენ მნიშვნელოვან და გადაწყვეტილების მიმღებ პერსონებად, სადაც ყველაზე თამამად და თავისუფლად შეუძლიათ დააფიქსირონ თავიანთი აზრები და აქტიურად იყვენე ჩართული სასკოლო ცხოვრებაში

სწორედ სამოქალაქო კლუბში მიღებული გამოცდილება მოსწავლეებს ეხმარება შემდგომში გახდნენ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრები. და ქვეყნისა თუ კაცობრიობის წინაშე პასუხისმგებლიანი და მოაზროვნე ადამიანები.