სპორტისა და ესთეტიკის კათედრა მოიცავს სხვადასხვა საგნებს: მუსიკა, ხელოვნება, სპორტი. კათედრაზე სულ არის 11 წევრი, თითოეული მასწავლებელი არის სერთიფიცირებული და გამოირჩევიან მაღალკვალიფიციურობით.

მუსიკა

კათედრის ხელმძღვანელი: ნინო შალიკაშვილი

თინათინ გამეზარდაშვილი

გენრიეტა ჯიმშელეიშვილი

ნინო დეისაძე

მარიამ ჭეიშვილი

ხელოვნება

ციალა ბრეგვაძე

მაია ცერცვაძე

ხათუნა დარსაველიძე

სპორტი

მამუკა ჯავახაძე

ბექა იაკობიძე

ავთანდილ გორგიძე

მიზნები:

    ესთეტიკის კათედრის მიზანია მოსწავლის ესთეტიკურ აღზრდასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას შეუწყოს ხელი. აზიაროს ხელოვნების კულტურას, გაუფართოვდეს თვალსაწიერი და ეზიაროს სამყაროს ესთეტიკას, განუვითაროს ის უნარ-ჩვევები, რომლითაც საკუთარი თავის გამოხატვას, თავისუფალ, დამოუკიდებელ, კულტურულ პიროვნებებად ჩამოყალიბებასა და საზოგადოებაში საკუთარი თავის დამკვიდრებაში შეუწყოს ხელი.

             ვცდილობთ საგაკვეთილო პროცესში როგორც კოგნიტური, ასევე კოორდინაციული უნარ-ჩვევები განვუვითაროთ მოსწავლეებს, რაც მათ საკუთარი მოსაზრების თავისუფლად დაფიქსირებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში უწყობს ხელს და ასევე, მნიშვნელოვნად უმჯობესდება მათი სოციალური უნარები, იზრდება სწავლისა და მიზნის მიღწევის მოტივაცია, კონცერტრაცია, ვითარდება კრეატიულობა და შემოქმედებითობა.

თანამშრომლობა

ესთეტიკის კათედრის წარმომადგენლებს გამოარჩევს ურთიერთთანამშრომლობის მაღალი კულტურა. კათედრის სამუშაო პროცესში სისტემატიურად იმართება შეხვედრები, სადაც ხდება მოსწავლეზე ორიეტირებული აქტოვობებისა, პროექტების დაგეგმვა და მიღებული შედეგების ანალიზის გაცნობა.

კლუბები

სკოლაში სხვადასვხა კლუბი ფუნქციონირებს, მათ შორის მუსიკალური კლუბი ,,უნისონი“, რომელშიც შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებული მოსწავლეებია გაერთიანებული.  კლუბის ფარგლებში ფუნქციონირებს ,,გოგონათა გუნდი“, რომლებიც შეისწავლიან ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.

მუსიკის კათედრის ინიციატივით ტრადიციულად იმართება საახალწლო კარნავალი, სადაც მთელი სკოლა მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია აქტიურად ერთვება.

ხელოვნების  კლუბის ფარგლებში მუშავდება თოჯინების თეატრი – მოსწავლეები თავად ამზადებენ თოჯინებს, ქმნიან სცენარს, ირგებენ სხვადასხვა პერსონაჟის როლებს. თეატრალური სანახაობა ძალიან საინტერესო და სახალისოა, განსაკუთრებით  დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის .

     სკოლის სივრცეში ეწყობა საერთო და ინდივიდუალური გამოფენები, რაც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, თვითგამოხატვასა და საკუთარი უნარების გამოვლენას ემსახურება. ასევე კულტურული ძეგლების შესწავლის მიზნით ტარდება გასვლითი აქტივობები – სტუმრობენ მუზეუმებს, თეატრებს და გალერეებს, რაც ხელს უწყობს საგნის პოპულარიზაციას.

სპორტის მიმართულებით არაერთი საინტერესო აქტოვობა გვაქვს, მათ შორის მხიარული სტარტები და ოლიმპიადები

●კალთბურთი ( ბიჭები-გოგონები)

●ფეხბურთი ( ბიჭები )

●გეზრბენი  ( ბიჭები-გოგონები)

●ფრნბურთი ( გოგონები )

●მაგიდის ჩოგბურთი ( ბიჭები )

მსგავსი აქტივობებით ბავშვებს ცხოვრების ჯანსაღი წესისადმი   სწორი დამოკიდებულება უყალიბდებათ, უვითარდებათ გუნდურობის, თანამშრომლობის, წინააღმდეგობის დაძლევის,მიზნის მიღწევისკენ სწრაფვის უნარები.