სწავლა კეთებით-ლაბორატორიული მუშაობა, ექსპერიმენტებით, კვლევებით სწავლება ეხმარება მოსწავლეებს საკითხების ათვისებასა და გაანალიზებაში. ყოველწლიურად იმართება სასკოლო სამეცნიერო პიკნიკები. ფუნქციონირებს ვირტუალურ-რეალური ლაბორატორია.

სწავლა მიმდინარეობს საგანთაშორისო ინტეგრირებული სწავლების გამოყენებით. ვთანამშრომლობთ და ვნერგათ უნივერსიტეტის გამოცდილებებს. (ილიაუნის და ქ. ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტი).  

სწავლა-სწავლების პროცესის უკეთ წარმართვისათვის, მოსწავლეთათვის სხვადასხვა უნარ-ჩვევების შეძენა/გააქტიურების მიზნით გაკვეთილები მიმდინარეობს თემის ფარგლების შესაბამისი რესურსების გამოყენებით. (პრეზენტაციები, ლაბორატორიული სამუშაოები, მოდელები, მულაჟები, ილუსტრაციები, დამატებითი სამეცნიერო ტექსტები, სხვადასხვა სამუშაო პლათფორმების გაცნობა და ა.შ.)

პროექტული სწავლება -ააქტიურებს მოსწავლის შემოქმედებით უნარებს, უბიძგებს ინოვატორობისაკენ და ცოდნის ტრანსფერისაკენ.

კლუბური მუშაობები – არაფორმალური განათლების საწყისია, რომელიც ასწავლის და უვითარებს ურთიერთთანამშრომლობით უნარებს,  ხელს უწყობს სხვადასხვა საკითხის ცნობიერების გააზრებასა და ამაღლებას. სკოლაში ფუნქციონირებს ფიზიკის, ქიმიის კლუბი და ბიოლოგიაში ეკოკლუბი/ეკოსკოლა, სადაც ვმუშაობთ მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებებით, პერიოდულად სხვადასხვა აქტივობებთან ერთად ვგეგმავთ სასკოლო/სასწავლო ექსკურსიებს. ფიზიკის კლუბის ფარგლებში სემესტრში ერთჯერ იბეჭდება მოსწავლეთა მონაწილეობით სამეცნიერო ჟურნალი ,,მომავლის ჰორიზონტი“.

ჩართული ვართ საერთაშორისო  e Тwinning-ის პლატფორმაზე. ვთანამშრომლობთ სხვა რეგიონების სკოლებთან, ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს. მათთან ერთად პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ და ვატარებთ გაკვეთილებს, რომელიც დატვირთულია მრავალფეროვანი მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული აქტივობებით.

ყოველწლიურად ჩვენი სკოლის მოსწავლეები ღებულობენ მონაწილეობას კონფერენციებსა და ოლიმპიადებში, საქალაქთაშორისო და ეროვნულ დონეზე.

კათედრაზე პერმანენტულად მიმდინარეობს ყოველკვირეული შეხვედრები, სადაც განვიხილავთ და ვიზიარებთ ერთმანეთის გამოცდილებებს. ვეცნობით სიახლეებს და ვნერგავთ სასკოლო ცხოვრებაში, რითაც ხელს ვუწყოთ საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციას და თანამედროვე სწავლებებისა და მიდგომების ეფექტურ გამოყენებას.

ამჟამად, კათედრაზე გვყავს ერთი მენტორი, ორი წამყვანი და 5 უფროსი პედაგოგი. ჩვენი მთავარი ამოცანაა აღვზარდოთ გლობალურად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც აღჭურვილი იქნება სხვადასხვა უნარ-ჩვევებითა და მზაობა ექნება ყოფა-ცხოვრებისეული გამოცდილებისათვის.