კათედრა აერთიანებს ინგლისური ენის, ფრანგული ენისა და რუსული ენის მასწავლებლებს. კათედრაზე სულ 12 წევრია

ინგლისური ენა :

 კათედრის ხელმძღვანელი — სალომე ორმოცაძე ( წამყვანი მასწავლებელი)

რიტა რატიანი  ( წამყვანი მასწავლებელი)
ნათია ლომიძე ( წამყვანი მასწავლებელი)
სოფიო რობაქიძე ( წამყვანი მასწავლებელი)
ვიოლეტა ბებურიშვილი ( უფროსი მასწავლებელი)
ნესტან კუპრაშვილი ( უფროსი მასწავლებელი)
თამარ ბოდოკია ( უფროსი მასწავლებელი)

ფრანგული ენა :

ნესტან ხვედელიძე  (უფროსი მასწავლებელი)
ქეთევან ხვედელიძე  ( წამყვანი მასწავლებელი)

რუსული ენა :

მირანსა მახარაძე ( უფროსი მასწავლებელი)
ნათია მოსეშვილი( უფროსი მასწავლებელი)
შაზინა ქაშიბაძე ( უფროსი მასწავლებელი)

უცხო ენების კათედრას მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კლუბური მუშაობა, არაერთი სასკოლო ღონისძიება და საჩვენებელი გაკვეთილი  მეტყველებს  სწავლების მაღალ დონეზე. ერთ ერთი პრიორიტეტული თემაა სასკოლო თუ საქალაქო ოლიმპიადები და კონფერენციები.კათედრის წევრები ინტენსიურ მუშაობას აწარმოებენ  მსგავს აქტივობებში მოსწავლეთა წარმატების მისაღწევად. კათერდის წევრები ასევე აქტიურად მუშაობენ დაეხმარონ მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ ენის დონის ფლობის  დამადასტურებელ საერთაშორსო გამოცდებში. კათედრა თანამ\სრომლობს ფრანგული ენის უნივერსიტეტთან და პერმანენტულად მასპინძლობს სტუმრებს საფრანგეთიდან. ყოველწლიურად კათედრა მაშტაბურად აღნიშნავს ენების ევროპულ დღეს და მრავალფეროვანი ღონისძიებით ეხმინება ყველა ევროპულ ქვეყანას.

სამიზნე ენის გააქტიურების ხელშესაწყობად კათედრის ყველა წევრი  მრავალფეროვანი აქტივობებით, სიმულაციური სიტუაციებით, ვიდეო რგოლების , ინტერვიუების და მრავალფეროვანი პრეზენტაციების მომზადებით ააქტიურებს მოსწავლეთა მოტივაციას. კათედრის ყველა წევრი სამუშაო პროცესს აგებს იმ მთავარ კონცეპტუალურ პრინციპზე რაც გულისხმობს იმას , რომ ყველა მოსწავლეს საუბრობდეს სამიზნე ენაზე.მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული სასწავლო კურიკულუმი, ყველა მოსწავლეზე მორგებული აქტივობები კათედრის ძლიერი მხარეა.

უცხო ენების კათედრა მრავალწლიანი გამოცდლებით  და სიახლეების მიღებისადმი მზაობით ყოველწლიურად ისე გეგმავს სასწავლო კურიკულუმს , რომ ის ეხმარებოდეს მოსწავლეებს განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;( ძირითადი/მეორე უცხო ენა). განუვითარდეს ენების ეფექტურად სწავლის უნარი.მომზადდეს საფუძველი საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სურვილის შემთხვევაში, ასევე, დასაქმების თვალსაზრისით უცხო ენის ცოდნა საშუალებას მისცემს დასაქმდეს მაღალანაზღაურებად პოზიციებზე. ასევე გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი.