ბავშვების სკოლის საგნებით დაინტერესება ზოგჯერ ნამდვილი გამოწვევაა. მათ შესაძლოა ბუნებრივი ინტერესი ჰქონდეთ ერთი საგნის მიმართ, მეორე კი, სრულიად მოსაწყენად მიაჩნდეთ. ხშირად, ბავშვების ინტერესი მასწავლებელზე, სწავლის პროცესსა და სხვა გარემოებებზეა დამოკიდებული. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია, დაეხმაროს ბავშვს და მისთვის ერთი შეხედვით უინტერესო საგნებში საინტერესო საკითხები აღმოაჩენინოს. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს მთელი ძალებით მათემატიკის კათედრა. ეძებს ყველა მიზანსა და საშუალებას დააინტერესოს მოსწავლე მათემატიკით. განუვითაროს მას ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი. ასევე განუვითაროს ციფრული წიგნიერების,  ციფრული მოქალაქეობის და შემოქმედებითი აზროვნების უნარები. ამ კუთხით ვმუშაობთ სხვადასხვა გზებით: საკლუბო მუშაობით, სხვადასხვა პროექტებით. ახალი მეთოდებისა და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვით.  ასევე აუცილებელია ისეთი სისტემის შემუშავება, რაც სამართლიანად და სწორად შეფასების საშუალებას მოგვცემს.

      დასახული მიზნის მისაღწევად მათემატიკის კათედრა მუშაობს რამდენიმე მიმართლებით:

  1. სწავლების  ხარისხის ამაღლება  და  მატემატიკის  სწავლებისადმი  წამოყენებული მოთხოვნების განხილვა. შედეგზე ორიენტირებული სწავლება
  2. ახალი  მეთოდებისა და ციფრული ტექნოლოგიების   განხილვა  –  დანერგვა. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით რესურსების შექმნა და გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. (მაგალითად „გეოგებრა“)
  3. არაფორმალური განათლება
  4. სასკოლო პროექტები

      21-ე საუკუნე თანამედროვე გამოწვევების წინაშე დგას. შეიცვალა ყოველდღიური ცხოვრების წესი, რასაც მოჰყვა განათლებისა და სწავლების ფორმების შეცვლა. დღის განმავლობაში ელექტრონულმა მოწყობილობებმა თითქმის სრულად ჩაანაცვლა ქაღალდზე მუშაობის დრო. ტექნოლოგიების გამოყენება ეხმარება მოსწავლეს, გამოავლინოს და განავითაროს ისეთი უნარები, როგორებიცაა: მიზნის გაცნობიერება, ადრე მიღებული ცოდნის აქტიური რეპროდუცირება, მზა წყაროებზე დაყრდნობით ცოდნის შევსება, კვლევა-ძიების დამოუკიდებლად წარმართვა. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა სწავლებაში მასწავლებელს საშუალებას აძლევს, თვისებრივად შეცვალოს სწავლების შინაარსი, მეთოდები და ორგანიზაციული ფორმები, განახორციელოს სწავლებისადმი შემოქმედებითი მიდგომები.

      აქედან გამომდინარე მასწავლებლები ვსწავლობთ და ვნერგავთ ახალი მეთოდებს და ციფრულ ტექნოლოგიებს. ვეცნობით კიდევ უფრო მეტ ლიტერატურას, კიდევ უფრო მეტ ციფრულ საშუალებებს, გავდივართ ტრენინებს ციფრულ ტექნოლოგიებში, რათა შევქმნათ კიდევ უფრო მეთი ციფრული რესურსები და აით მოსწავლეებს გავუადვილოთ სწავლების პროცესი.

არაფორმალური განათლების ფარგლებში კათედრა გეგმავს კლუბის ჩამოყალიბებას სახელწოდებით  „ გეომეტრიის კლუბი“. კლუბის შექმნის მიზანია მათემატიკის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების განვითარება, რაც უმნიშვნელოვანესია.

პროექტების კუთხით მათემატიკის კათედრას აქვს შემდეი პროექტები: „სახალისო მათემატიკა“ , „ მათემატიკური კროსვორდები“  „ რობოტების გეომეტრია“ და ასე შემდეგ.

მათემატიკის კათედრა ასევე ატარებს სხვადასხვა აქტივობებს, მაგალითად

  • შიდა სასკოლო ოპლიმპიადა ( შიდა სასკოლო ოლიმპიადა ჩატარდება მეხუთედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით. იქნება ორ ეტაპიანი. გამარჯვებული მოსავლეები დაჯილდოვდბა სიგელით და წამახალისებელი პრიზებით)
  • შიდა სასკოლო კონფერენცია (ამ კონფერენციის ჩატარება შესაძლებელია სხვა კათედრებთან შეთანხმებით ერთობლივად)
  • პრეზენტაცია გამოჩენილ მათემატიკოსებზე ( ეს ღონისძიება ცატარდება 5-6 კლასში მასწავლებლების მიერ ი.ს.ტ.-ის მასწავლებელიც ჩართული იქნება ამ ღონისძიებაში.  მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა მათემატიკოსზე. ისტის მასწავლებლის დახმარებით და მეთვალყურებოთ შექმნიან პოვერპოინტის პრეზენტაციებს და შემდეგ წარადგენენ)
  • ფილმების ჩვენება-განხილვა ( ვფიქრობთ ფილმების ჩვენება ცნობილი მათემატიკოსის ცხოვრებაზე ან ზოგადად მათემატიკაზე, უფრო დააინტერესებს მოსწავლეებს ისწავლოს ეს საგანი. ფილმების ჩვენების მიზანია მოტივაციის ამაღლება)
  • მასწავლებელთა პრეზენტაციები, რომელიც შეეხება მათემატიკის გამოყენებას სხვადასხვა დარგში ( მათემატიკის მასწავლებლები გააკეთებენ პრეზენტაციას აუდიტორიის წინაშე მათემატიკის გამოყენებაზე სხვადასხვა სფეროში)
  • სასკოლო მარათონი ტიტულისთვის „ ლოგიკურად მოაზროვნე“ ტარდება 10-ე და 11-ე კლასებში. მოსწავლეებს დაურიგდებათ ლოგიკური ამოცანები და ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. ის გახდება ლოგიკურად მოაზროვნის ტიტულის მფლობელი

  პროექტის მიზანია მათემატიკის პოპულარიზაცია. მოსწავლეთა ლოგიკური და ანალიტიკური მსჯელობის უნარის განვითარება.

      მათემატიკის კათედრა საბუნებისმეტყველო კათედრასთან ერთად გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალს „მომავლის ჰორიზონტი“ ამ ჯუნალის სტატიებზე მუშაბენ მოსწავლეები. ისინი თავად მოიძიებენ ინფორმაციას, ამუშავებენ, აკეთებენ ჯურნალის დიზაინს.

       მათემატიკის კათედრაში გაერთიანებულია 8 მათემატიკის და 3  კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი.  თითოეული წევრი არის  საუკეთესო პროფესიონალი და პედაგოგი. მათგან 1 მენტორია, 3 წამყვანი და 7 უფროსი მასწავლებელი.