Skip to content
+01-123456789kutaisi30@mes.gov.ge
ონლაინ კურსები

სსიპ ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა

  • სკოლა
    • სკოლის ისტორია
    • სკოლის მისია და წესდება
    • წესები და პროცედურები
    • რატომ ჩვენი სკოლა?
    • სკოლის სიმბოლოები
    • სკოლის ფორმა
    • სკოლის დაცვა და უსართხოება
    • ღონისძიებები
    • ჩვენი სტუმრები
  • გუნდი
    • სამეურვეო საბჭო
    • დირექცია
    • კათედრის ხელმძღვანელები
    • ვაკანსიები
  • საწავლა-სწავლება
    • კათედრები
    • სკოლის კალენდარი
    • სასკოლო სასწ. გეგმა
    • შინაგანაწესი
    • ერთწლიანი სამოქმედო გეგმა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სასკოლო კლუბები
    • საგანმანათლებლო ტექნოლოგიები
    • ბიბლიოთეკა
    • მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრი
  • მიღწევები
  • ინფრასტრუქტურა
    • საკლასო ოთახები
    • ლაბორატორიები
    • კულტურის ცენტრი
    • სპორტული მოედანი
    • ექიმის კაბინეტი
  • გალერეა
  • კონტაქტი
  • ქართულად
    • ქართულად ქართულად
    • English English

ლიტერატურული კლუბი “ოდისეა”

კლუბი მიზნად ისახავს ლიტერატურის მოყვარული მოსწავლეების აღმოჩენას და მათი შემოქმედებითი უნარის განვითარებას. წერისა და კითხვის სტრატეგიების დამუშავებასა და გამოყენებას. დისკუსიებში მოსწავლეთა ჩართულობას და მათი აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბებას. შეხვედრებს მწერლებთან, გამომცემლობებთან ; ქართველი და უცხოელი მწერლების შემოქმედების გაცნობას.

2017 წლიდან 30-ე საჯარო სკოლის  ლიტერატურული კლუბის წევრები: ლიკა ლომთაძე, ჯული ყაველაშვილი და ანა ლილუაშვილი ჩაერთვნენ სატელევიზიო გადაცემაში „წიგნების თარო“ .  გოგონებმა წარმატებით გადალახეს შესარჩევი პირველი ეტაპი და მზადება დაიწყეს მეორე, გასაუბრების ეტაპისთვის. მზადების პროცესი საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო იყო. ვინაიდან, დასამუშავებელი ლიტერატურა ძალიან ბევრი იყო, ამიტომ მოსწავლეებთან შევიმუშავე მუშაობის შემდეგი პრინციპი; პირველ ეტაპზე ლიტერატურა დავყავი ქვეყნების მიხედვით და  მივეცი მონაწილეებს. მათ უნდა წაეკითხათ მიცემული წიგნი, ინფორმაცია მოეძიებინათ ავტორზე, ეპოქაზე და ამოეწერათ კითხვები, რომელსაც შემდეგ სხვა მონაწილეებს დაუსვამდნენ.  კვირის ბოლოს ვხვდებოდით ერთმანეთს, განვიხილავდით წაკითხულ წიგნებს, ვაჯამებდით მოძიებულ მასალას და ვიწერდით საინტერესო ფაქტებს. პარალელურად ცალკე ვმუშაობდი იმ მონაწილესთან, რომელსაც თამაშში ბლიცის კითხვები უნდა გამოეცნო. როგორც აღვნიშნე, ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო და ბევრ ძალისხმევასაც მოითხოვდა ჩვენგან, თუმცა მეორე ეტაპზე გადასვლამ დიდი სტიმული მოგვცა და გაორმაგებული ძალისხმევით ვაგრძელებდით მუშაობას.

2017 წლიდან დღემდე ვხელმძღვანელობ პირველი არხის სატელევიზიო თამაშის „წიგნების თაროში“ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მონაწილეთა  გუნდს. ყოველწლიურად მათთან ერთად ვამუშავებ  მსოფლიო ლიტერატურას, ვანაწილებთ და ვაანალიზებთ წიგნებს, ვუყურებთ ეკრანიზაციებს, ვიწერთ საჭირო ინფორმაციებს.

აღსანიშნავია ისიც ,  რომ ორჯერ ჩავატარე სკოლაში „წიგნების თაროს“  პროექტი. უკვე გამოცდილი მოთამაშეები, რომელთაც უკვე გარკვეულ წარმატებისთვის მიეღწიათ, ჩემთან ერთად  ახორციელებდნენ ამ პროექტს. სკოლაში გაიმართა შესარჩევი ტური სადაც 18 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც მეორე ეტაპზე გადავიდა რვა გუნდი. ყოველ კვირაში ტარდებოდა თითო თამაში სადაც გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე გადადიოდა, დამარცხებული გუნდი კი ტოვებდა თამაშს. საბოლოოდ გამოვლინდა ორი ფინალისტი გუნდი, რომელთა თამაშისთვისაც კითხვები ჩაწერეს სატელევიზიო გადაცემის „წიგნების თაროს“  როგორც მონაწილეებმა და ასევე წამყვანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ და გამოგვიგზავნა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული იყო სკოლის სხვადასხვა საგნის მასწავლებელი, ისინი მოსწავლეებისთვის წერდნენ ვიდეო შეკითხვებს. ასევე, სრული მხარდაჭერა გვქონდა დირექციისგან, დირექტორმა სკოლის ბიუჯეტიდან გამოყო თანხა, რათა ფინალში გასული გუნდებისთვის გადაგვეცა წიგნები და სიმბოლური თასი.

2022 -2023 სასწავლო წელს სატელევიზიო გადაცემაში ჩვენი სკოლის მონაწილეებმა წარმატებით გაიარეს  სატელევიზიო ორი ეტაპი, სამწუხაროდ მესამე თამაშში დამარცხდნენ, თუმცა მომავალი წლისთვის მზადება უკვე დავიწყეთ ახალი შემადგენლობით და დიდი იმედებს ვამყარებთ ახალ გუნდზე.

 

343137931_3223577274617611_7008492102244169405_n
343609299_896632861441489_4598535952288258778_n
343419264_454933640162473_5393898792005812377_n
343218491_118109777906204_5750163513333180091_n
DSC_9_024_1
343652415_3602725716719491_2278837280976078145_n
343642096_211066584986776_4789748023597634200_n
DSC_9_035_1
344000339_124502123951472_6702521515518816985_n

TOP.GE

© ყველა უფლება დაცულია 2024

Education Base by Acme Themes