სპორტული ჟინი, დაუვიწყარი ემოციები და გამარჯვების წყურვილი- ჩვენს სკოლაში VI-VII კლასების საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა!

⚽️ტურნირში მონაწილეობა სულ 8 გუნდმა მიიღო. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ორი გუნდი შეხვდა, რომლებმაც მაყურებელს ნამდვილი საფეხბურთო სანახაობა აჩუქეს.

🎨ეს ჩემპიონატი გამორჩეული იყო იმითაც, რომ გამარჯვებულებისთვის განკუთვნილი ყველა პრიზი ექსკლუზიურია- ისინი VII კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებელ მაია ცერცვაძესთან ერთად, დიდი სიყვარულითა და მონდომებით დაამზადეს.

🏟ტურნირის დასასრულს გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები სხვადასხვა ნომინაციაში:

⚽️საუკეთესო ბომბარდირს- დემეტრე ჩიკვილაძეს, გადაეცა ოქროს ბუცი;

🥅საუკეთესო მეკარეს- ანდრია ბართაიას- ოქროს ხელთათმანი;

🔥ხოლო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეს- გუგა გეგუჩაძეს- ოქროს ბურთი.

🏆გამარჯვებულმა გუნდმა- VII-გ კლასი- საჩემპიონო თასი აღმართა.

📣არ დაგვვიწყებია ჩვენი ერთგული გულშემატკივრებიც – მათგან ყველაზე გამორჩეულს თიხისგან დამზადებული სიმბოლური თასი ერგო.

🙋‍♂️მადლობა გიორგი გიორგაძეს, ამ საინტერესო ჩემპიონატის სულისჩამდგმელსა და ორგანიზატორს, განსაკუთრებული ენთუზიაზმისა და მონდომებისათვის! წინ კიდევ ბევრი სპორტული გამარჯვება გველოდება!


✌️გამარჯვება ჩვენია! N30 სკოლა რეგიონულ ტურში იასპარეზებს!

სკოლა, უამრავი ემოცია და საერთო მიზანი — გამარჯვება!

🥇სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026-ის „მხიარული სტარტების“ ტურნირი ჩვენი სკოლის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა!

🔥განსაკუთრებით სანახაობრივი და დაძაბული იყო ფინალური დაპირისპირება. ჩვენი გუნდი N40 საჯარო სკოლის ნაკრებს შეხვდა და ღირსეულ ბრძოლაში ანგარიშით 20:17 გაიმარჯვა!

💪ეს იყო გუნდური ერთიანობის საუკეთესო მაგალითი!

🏆საპრიზო სამეული:

🥇I ადგილი — N30 საჯარო სკოლა;

🥈II ადგილი — N40 საჯარო სკოლა;

🥉III ადგილი — N33 საჯარო სკოლა.

🏆გამარჯვებულები და პრიზიორები ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილემ, მამუკა მღვდელაძემ დააჯილდოვა.

🚀ჩვენ არ ვჩერდებით! N30 სკოლა იმერეთის რეგიონულ ტურში იასპარეზებს!

👏მადლობა ჩვენს ჩემპიონებს, მათ მასწავლებლებსა და მშობლებს!