22-28 ივნისს სკოლამ კიდევ ერთხელ უმასპინძლა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნანა კახიძის მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ „ლიტერატურულ ბანაკს“, რომელმაც წელს მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
ერთი კვირის განმავლობაში სკოლის სივრცე შემოქმედებით, შემეცნებით და საინტერესო თავგადასავლებით სავსე ცენტრად იქცა.
ბანაკის პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. მოსწავლეებმა საკუთარი ცოდნა და გუნდური მუშაობის უნარები პოპულარულ ინტელექტუალურ თამაშებში გამოსცადეს.
მათ შორის დიდი ინტერესი გამოიწვია „რა? სად? როდის?“, „წიგნების თაროსა“ და „Brain Ring“-ის თამაშებმა, სადაც მონაწილეებს შორის ნამდვილი, აზარტული პაექრობა გაიმართა.
წლევანდელი ბანაკის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი „სულაკაურის გამომცემლობასთან“ თანამშრომლობა იყო.
გამომცემლობამ მხარი დაუჭირა მოსწავლეთა ლიტერატურულ ინიციატივას და თითოეულ მონაწილეს სპეციალურად შერჩეული, სამახსოვრო წიგნები გადასცა საჩუქრად, რამაც ბავშვებში კითხვის მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.
ამ დაუვიწყარი დღეების ორგანიზებასა და ბანაკის მუშაობის წარმართვაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ლიდერებს.
წელსაც, ტრადიციულად, 5 ლიდერი ზრუნავდა იმაზე, რომ თითოეული აქტივობა ყოფილიყო ხალისიანი, ორგანიზებული და მეგობრული გარემოს შემქმნელი:
საბა შარვაშიძე,
მათე ენუქიძე,
მანჩო ლოსაბერიძე,
მარიამ ჭაბუკიანი
ნია ადეიშვილი
„ლიტერატურულმა ბანაკმა” მოსწავლეებს არა მხოლოდ ახალი ცოდნა, არამედ საუკეთესო მოგონებები და ახალი მეგობრები აჩუქა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა კოლეგების აქტიურმა ჩართულობამ და მხარდაჭერამ.
მათ საკუთარი ინიციატივით სხვადასხვა საინტერესო თამაში და აქტივობა შემოგვთავაზეს, რითაც ბანაკის ყოველდღიურობა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნეს.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ კოლეგებს:
ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებლებს- ვიკა კვანტალიანსა და ბექა ზივზივაძეს;
სპორტის მასწავლებელს- მამუკა ჯავახაძეს;
ჩვენი სკოლის მოსწავლეებს- ელენე გლოველს, ელენე აბრამიძესა
და თითოეულ იმ კოლეგას, რომელიც გვერდით დაგვიდგა და მხარი დაუჭირა ლიტერატურულ ბანაკს.
ორი დაუვიწყარი დღე, 40 ენერგიული მეშვიდეკლასელი და უამრავი დადებითი ემოცია! ჩვენი სკოლის სივრცეში განხორციელდა ინტეგრირებული მინი-ბანაკი, რომელმაც ორ პარალელურ კლასს შორის არსებული ბარიერები და გაუცხოების ყინული საბოლოოდ დაადნო.
პროექტი „უხილავი ხიდები“ წარმატებით დასრულდა! ორდღიანი ბანაკის ფარგლებში, მოსწავლეები სრულიად შერეულ გუნდებში გადანაწილდნენ და ერთად ჩაერთნენ თამაშზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო მისიებში.
მათ მოუწიათ შეზღუდული რესურსებით, საერთო ძალებით აეშენებინათ “უხილავი ხიდები” და შეესრულებინათ გუნდური დავალებები სკოლის ტერიტორიაზე. რაც მთავარია, ბავშვებმა აღმოაჩინეს ერთმანეთის ახალი, ძლიერი მხარეები.
დასკვნით ეტაპზე, „მოლოდინების სკივრის“ გახსნისას, მოსწავლეებმა თავად გააჟღერეს ის გულწრფელი ემოციები და სირთულეები, რაც ამ დროის განმავლობაში ერთად გადალახეს.
ამ შესანიშნავი ორდღიანი მინი-ბანაკის ინიციატორი გახლავთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ჩიკვილაძე (ნინო ჩიკვილაძე).
პროექტის განხორციელებაში მას აქტიურად უჭერდა მხარს მონაწილე კლასების, VII-1 და VII-6, დამრიგებელი, მათემატიკის მასწავლებელი ნათია ლეთოდიანი (Natia Letodiani).
რატომ არის მსგავსი აქტივობები აუცილებელი? გარდატეხის ასაკში ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანაგრძნობის, გუნდურობისა და მოსმენის კულტურის გამომუშავება.
თამაშზე ორიენტირებული, არაფორმალური გარემო ეხმარება მოსწავლეებს, დაძლიონ სიმორცხვე და გამოავლინონ ლიდერული თვისებები.
მსგავსი ინტეგრირებული პროექტები ქმნის უსაფრთხო და მხარდამჭერ სივრცეს, ამცირებს დაძაბულობას და კონფლიქტურ დინამიკას ჯანსაღი, მეგობრული კომუნიკაციით ანაცვლებს.
ამ ორმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საერთო მიზანსა და სწორად მიმართულ ენერგიას საოცარი შედეგების მოტანა შეუძლია. ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით და მათი მონდომებით!
გთავაზობთ მცირე ვიდეო-კოლაჟს. შეგიძლიათ თავად იხილოთ ჩვენი ბანაკის ყველაზე ემოციური, სახალისო და დასამახსოვრებელი მომენტები!
2026 წლის 22 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა მოსწავლეთა და სტუდენტთა რეგიონალური კონფერენცია თემაზე: ,,ბიომრავალფეროვნება და მსოფლიოს საბუნებისმეტყველო მუზეუმები და ჰერბარიუმები“, რომელიც მიეძღვნა მუზეუმების საერთაშორისო დღეს-18 მაისს და ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს-22 მაისს.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის, სენაკის, ბაღდათის, ტყიბულისა და მარტვილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, აწსუ-ის სტუდენტებმა, პროფესორებმა და მეცნიერებმა.
წარმოდგენილი იყო 35 მოხსენება.
კონფერენციას შვედეთიდან მიესალმა უფსალას უნივერსიტეტის პროფესორი ანია რაუტენბერგი.
კონფერენცია სლოგანით-,,უნივერსიტეტი-სკოლას“, მიზნად ისახავდა მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას; მსოფლიოს საბუნებისმეტყველო მუზეუმებისა და ჰერბარიუმების, როგორც ბიომრავალფეროვნების ერთგვარი ისტორიის შემნახველი დაწესებულებების მნიშვნელობის გაცნობას; სკოლასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
კონფერენციაზე ჩვენი სკოლის ეკოკლუბის ,,მწვანე კედელი“ -ის წევრებმა წარმატებით წარადგინეს ორი საინტერესო კვლევითი თემა:
„ბიომრავალფეროვნება რეალობიდან სიმბოლოებამდე“ – ანი გერლიანი, ნინო ჟღენტი და ანი აფრიდონიძე (X/1 კლასი);
„საქართველოს „მწვანე კედელი“ მსოფლიო თვალსაწიერიდან“ – ნინი ჟორჟოლიანი, თინათინ ბაბუნაშვილი და ლიზი ჯიშკარიანი (X/4 კლასი).
მოსწავლეებმა ორივე თემის თემატიკაზე დაყრდნობით შექმნეს ოშიბანას ტექნიკის ანუ დაპრესილი ყვავილების გამოყენებით კომპოზიცია, რომელმაც დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
თემებს ხელმძღვანელობდა კლუბის ხელმძღვანელი და ბიოლოგიის წამყვანი პედაგოგი ეთერი კვახაძე.
კონფერენციის დასასრულს მომხსენებლებსაც და პედაგოგსაც გადაეცათ სერთიფიკატები.
კონფერენციას ხელმძღვანელობდა ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი-ქალბატონი ნანა ჯულაყიძე და ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი -ქალბატონი თამარ ჭეიშვილი.
მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, 1-ელ ივნისს- ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, უნივერსიტეტიდან გამოყოლილი შთაბეჭდილებები და ემოციები გაეზიარებინათ სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის, რითაც კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ კონფერენციის მთავარ იდეას-ცოდნის გაზიარებას და საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციას.

English