სულ ცოტაც და 2025 წლის ისტორია უკანასკნელ ფურცელს მიითვლის და მასზე ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი სკოლის ორი მოსწავლის – ირაკლი გერლიანისა და თომა მელაშვილის სახელები!
სასწავლო წლის მიწურულს სასკოლო საზოგადოებას განსაკუთრებული სიამაყის საბაბი მოგვეცა — გამარჯვების ყიჟინა, რომელიც ჩვენი კედლებიდან შორს, თბილისის სპორტულ არენაზე გაისმა.
განსაკუთრებული სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ ჩვენი მერვეკლასელის, ირაკლი გერლიანის მორიგი ბრწყინვალე წარმატება! იგი არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია კიკ-ბოქსინგში, თბილისში გამართულ 2025 წლის დასკვნით შეჯიბრებაზე კი მან კიდევ ერთი ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა.
ირაკლი მხოლოდ სპორტში როდია სამაგალითო — იგი აკადემიურადაც ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეა. სპორტული ჟინი და სწავლისადმი ასეთი პასუხისმგებლობა უდავოდ დასაფასებელია!
ასევე, დიდ წარმატებას მიაღწია ჩვენმა კიდევ ერთმა მოსწავლემ, მეხუთეკლასელმა თომა მელაშვილმა, გამორჩეულმა გონიერებითა და პასუხისმგებლობით, რომელმაც ღირსეულად იასპარეზა და საპატიო პირველი ადგილი დაიკავა!
ეს შედეგები წარმოუდგენელი იქნებოდა პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომის გარეშე, ამიტომ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენი მოსწავლეების მწვრთნელს, ალეკო თაბუკაშვილს.
პოსტში გამოყენებული ვიდეო მასალისთვის მადლობას ვუხდით გვერდს – “კლუბი „ხარები“.
ვულოცავთ ჩვენს ჩემპიონებს ამ დიდ აღიარებას! თქვენი წარმატება მთელი სკოლის წარმატებაა. სწორედ ასეთი ახალგაზრდებით სრულდება ჩვენი 2025 წელი — გამარჯვების ყიჟინითა და მომავლის იმედით!
განმავითარებელი შეფასება თანამედროვე სასწავლო პროცესის ქვაკუთხედია. განმავითარებელი შეფასები გამოყენებით მასწავლებელი აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ მიღწეულ შედეგზე, არამედ სწავლის უწყვეტ პროცესსა და დინამიკაზე, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, უკეთ შეიცნოს საკუთარი შესაძლებლობები და დასახოს გზები მუდმივი განვითარებისთვის.
სწორედ ამ მიზნით, სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, განმავითარებელი შეფასების დანერგვის პროცესი ურთიერთდასწრების აქტიურ პრაქტიკას დაუკავშირდა. „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტის გააქტიურება საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ ერთმანეთის მიღწევები, ვიმსჯელოთ გამოწვევებზე და დავხვეწოთ სწავლების მეთოდები.
ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სკოლის ახალბედა მასწავლებლებისთვის, რომელთაც აქვთ დიდი ინტერესი და სურვილი, დააკვირდნენ გამოცდილი პედაგოგების მუშაობას, გაიზიარონ პრაქტიკული ცოდნა და დანერგონ ინოვაციური მიდგომები საკუთარ საგაკვეთილო პროცესში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თითოეული “სამოდელო გაკვეთილის” დასრულების შემდეგ იმართებოდა სამუშაო შეხვედრა და დეტალური განხილვა. მასწავლებელსა და დამსწრე კოლეგებს შორის შედგა კონსტრუქციული დიალოგი, სადაც მოხდა გაკვეთილის დადებითი მხარეების წარმოჩენა, პროცესის სიღრმისეული გააზრება და იმ ნიუანსების გამოკვეთა, რომელთა გაუმჯობესებაც სამომავლოდ კიდევ უფრო ეფექტურს გახდის სწავლებას. ეს ერთობლივი რეფლექსია საუკეთესო შესაძლებლობაა პროფესიული განვითარებისათვის.
2025-2026 სასწავლო წლის ურთიერთდასწრების პირველი ეტაპი საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. კათედრის წევრები და სხვადასხვა საგნის მასწავლებლები შემდეგი პედაგოგების გაკვეთილებს დაესწრნენ:
ბიოლოგია- მაკა გუგუნავა;
ბიოლოგია- ეთერ კვახაძე;
ისტორია- სოფო კლდიაშვილი;
ისტორია- თამარ კვარაკვახიძე;
ისტორია- გურანდა შანიძე;
ფრანგული ენა- ქეთი ხვედელიძე;
ინგლისური ენა- რიტა რატიანი;
ქართული ენა და ლიტერატურა- ნიკოლოზ ჩიქოვანი;
ქართული ენა და ლიტერატურა- ლიკა თეგეტაშვილი;
ქიმია- ნინო ბოჭორიშვილი;
მუსიკა- ნინო შალიკაშვილი;
მათემატიკა- თამუნა ბრეგაძე.
მსგავსი ინიციატივა და აქტივობები უმნიშვნელოვანესია სკოლის საერთო აკადემიური განვითარებისთვის. კოლეგიალური მხარდაჭერა და ერთმანეთისგან სწავლა ქმნის ერთიან, ძლიერ სასწავლო საზოგადოებას, სადაც თითოეული მასწავლებლის წარმატება მთელი სკოლის წარმატებაა. მადლობას ვუხდით ჩვენს პედაგოგებს აქტიურობისა და პროფესიული გულღიობისთვის.

English