მშობელთა აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში მოსწავლის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს სკოლასა და ოჯახს შორის მჭიდრო კომუნიკაციას, ქმნის პოზიტიურ სასწავლო გარემოს და მოსწავლეებს უჩენს მეტ მოტივაციასა და ინტერესს შემოქმედებითი აქტივობებისადმი.

🍵 სწორედ ამ მიზნით, ჩვენი სკოლის IV⁴ კლასში დაუვიწყარი ღონისძიება — გალაკტიონ ტაბიძის საღამო „ჭიქა ჩაისთან ერთად“ გაიმართა. თბილ და მყუდრო გარემოში გალაკტიონის უკვდავი პოეზია გაცოცხლდა, სადაც ლექსების კითხვისას ერთმანეთს მშობლები და მოსწავლეები ენაცვლებოდნენ.

🏫 საღამოს საპატიო სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, ბატონი მიხეილ გიორგაძე და დირექტორის მოადგილე, ქალბატონი ქეთევან ცირეკიძე. მათთან ერთად თითოეულმა დამსწრემ პოეზიის ჯადოსნურ სამყაროში გადაინაცვლა.

📷 განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ერთ-ერთი მშობლის მონათხრობი, რომელმაც გალაკტიონზე ბავშვობისდროინდელი მოგონებები გაგვიზიარა და იშვიათი ფოტომასალაც გვაჩვენა. როგორც გაირკვა, მშობლის ბებია და დიდი პოეტი ბიძაშვილები ყოფილან, რამაც შეხვედრას განსაკუთრებული ისტორიული და ემოციური დატვირთვა შესძინა.

✨ საღამომ შთამბეჭდავი კვალი დატოვა ყველა მონაწილესა და დამსწრეზე. ეს იყო დღე, როდესაც პოეზიამ, ჩაიმ და საერთო ინტერესებმა კიდევ უფრო დააახლოვა ჩვენი სასკოლო საზოგადოება.


მშობელთა ჩართულობა — გრძელვადიანი თანამშრომლობა მოსწავლეთა განვითარებისთვის!

⚙️ჩვენი სკოლის დაწყებითი განათლების კათედრაზე წარმატებით ხორციელდება გრძელვადიანი პროექტი — მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს სკოლისა და ოჯახის მჭიდრო კავშირის გაძლიერებას, რაც პატარების მრავალმხრივი ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია.

🏫ამჯერად I-ბ კლასის სტუმარი იყო მშობელი — ნინი მენაბდე. დამრიგებელ ვერონიკა ჩიხრაძესთან (Veronika Chixradze) ერთად, ნინიმ ბავშვებს ქართული ხალხური ზღაპარი “მუჭანახევარა” წაუკითხა.

💡თითქოს მარტივი და სახალისო ტექსტის მიღმა, პატარებმა უმნიშვნელოვანესი პიროვნული გაკვეთილები მიიღეს. ბავშვებმა დაინახეს, რომ ინსტრუქციების ბრმა შესრულება ყოველთვის არ არის გამოსავალი — მთავარია, თავად გაიაზრო შენი მოქმედების აზრი და იყო კრიტიკული.

🌍მუჭანახევარას მაგალითზე მოსწავლეები სწავლობენ კონტექსტის აღქმას — სად, როდის და რა სიტუაციაში რა ქცევაა მართებული. ეს ეხმარება მათ სოციალური ადაპტაციის გამომუშავებაში.

❤️სხვადასხვა სოციალური სიტუაციის გაცნობა, იქნება ეს ლხინი თუ გლოვა, ეხმარება მათ სხვისი ემოციების პატივისცემასა და თანაგრძნობაში, რაც ემპათიის განვითარების საფუძველია.

🙏მადლობას ვუხდით ნინი მენაბდეს ამ სასარგებლო აქტივობისთვის. მსგავსი ჩართულობა ჩვენს მოსწავლეებს ეხმარება, ჩამოყალიბდნენ უფრო მეტად გათვითცნობიერებულ და სოციალურად აქტიურ პიროვნებებად!


გრძელდება ჩვენი სკოლის I-1 კლასის პროექტი „მშობლის ნაბიჯი კლასში — ბავშვის თავდაჯერებული ნაბიჯი ცხოვრებაში“, რომელსაც დაწყებითი განათლების მასწავლებელი, ლია გოგავა (Lia Gogava), ახორციელებს.

🤍ამ პროექტის ფარგლებში ყოველი ოთხშაბათი უკვე განსაკუთრებულ დღედ იქცა. პატარები ყოველთვის დიდი მოლოდინითა და ინტერესით ელიან, ვისი მშობელი შემოაღებს კლასის კარს.

✨ამჯერად კლასს კესანე ჟორჟოლიანის ოჯახი ესტუმრა: დედა — როზა მეგრელაძე და მამა — რომა ჟორჟოლიანი. მათ ბავშვებს საბავშვო ბიბლიიდან „ნოეს კიდობნის“ ისტორია წაუკითხეს.

⛵განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა კესანეს მამიკოს მიერ შექმნილმა ნოეს კიდობანმა. მისი კლასში შემოტანა ბავშვებისთვის ნამდვილი სიურპრიზი და აღფრთოვანების მიზეზი გახდა.

📚გაკვეთილი ორგანიზებული და წარმართული იყო მასწავლებელთან ერთად, თუმცა იდეა სრულად მშობლებს ეკუთვნოდათ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სასკოლო ცხოვრებაში მათი ჩართულობის მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ ყველა გამოყენებული რესურსი — კიდობანი, ვიზუალური მასალა და აქტივობებისთვის საჭირო ნივთები მშობლების მიერ იყო დამზადებული.

🐾ბავშვებმა ნახეს ანიმაციის ნაწილი, შემდეგ კი სტუმრებმა ისტორიის მოყოლა გააგრძელეს, დაუსვეს შეკითხვები და საინტერესო დიალოგში ჩართეს პატარები. განსაკუთრებით სახალისო ცხოველების ამოცნობის აქტივობა აღმოჩნდა, სადაც ბავშვები გამოცნობილ ცხოველებს კიდობანზე ამაგრებდნენ.

🕊️გაკვეთილის დასასრულს, დაფაზე გაკრულ მტრედზე, რომელიც იმედისა და მშვიდობის სიმბოლოა, მოსწავლეებმა ისეთი ბარათები გააკრეს, რომლებზეც მშვიდობასთან ასოცირებული სიტყვები ეწერა.

🎁დღე კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზით დასრულდა — კესანეს მშობლებმა პატარები ლამაზი კალმებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრეს.

🌷გულწრფელ მადლობას ვუხდით კესანეს დედიკოსა და მამიკოს ასეთი აქტიური ჩართულობისთვის, მხარდაჭერისთვისა და თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მამიკოს, რომლის ინიციატივამ და ხელით შექმნილმა კიდობანმა კიდევ უფრო გაამდიდრა ეს დღე. ვიმედოვნებთ, მამების ასეთი აქტიურობა სასიამოვნო გამოწვევა იქნება სხვა მშობლებისთვისაც.

🌟ერთად ვქმნით გარემოს, სადაც სწავლა სითბოსთან, სიყვარულთან და ბედნიერ ემოციებთან არის დაკავშირებული.