ჩვენი სკოლის ბრწყინვალე შედეგი ფრანგული ენის ეროვნულ ოლიმპიადაზე!

✨სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეების უდიდესი წარმატება!

🟢2024-2025 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ფრანგული ენის მე-3, ფინალურ, ტურში ჩვენი სკოლის ხუთი მოსწავლე გადავიდა.

👏ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ ფრანკოფონებს:

🎓ნია ჟორჟოლიანი (XII კლასი);

🎓ვალერიო ხეცაშვილი (XI კლასი);

🎓ეკა ჭულუხაძე (XI კლასი);

🎓მარიამ კუბლაშვილი (XI კლასი);

🎓ქეთევან ბენიძე (X კლასი).

🥇განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ვალერიო ხეცაშვილის შედეგი, რომელიც გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგულ სიაში, საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ათეულში მოხვდა და IV ადგილი დაიკავა!

🔥მოსწავლეებსა და მათ მშობლებს წარმატება პირადად მიულოცა სკოლის დირექტორმა, ბატონმა მიხეილ გიორგაძემ და მათ დიპლომები გადასცა.

🎉გვიხარია თქვენი წინსვლა და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალშიც არაერთხელ ასახელებთ ჩვენს სკოლას!


დისკუსია

30 ოქტომბერს, სკოლის სააქტო დარბაზში, ჩატარდა  დისკუსია თემაზე: „მასწავლებლობის ხიბლი“. ეს შეხვედრა პროფესიისადმი მიძღვნილი ეროვნული დღესასწაულის გამოძახილი გახლდათ.

სკოლის სადისკუსიო კლუბის წევრი მეათეკლასელები, სკოლის პედაგოგები და დირექცია თანაბრად მონაწილეობდნენ  მსჯელობაში,რომელიც მასწავლებლობის  ავკარგიანობას, პოპულარობას,თუ  სირთულეებს ეხებოდა.

შეხვედრა  წარმართეს  კლუბის ხელმძღვანელებმა, სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებლებმა: გურანდა შანიძემ და ვიკა კვანტალიანმა.  დისკუსიის მიმდინარეობის ბევრი დამაფიქრებელი მოსაზრება გამოიკვეთა მოსწავლეების მხრიდან და ბევრი სასიამოვნო  პასაჟი.

ყველაზე დასამახსოვრებელი გახლდათ, დისკუსიის დასასრულს მოსწავლეთა მიერ შექმნილი, მათთვის გამორჩეული მასწავლებლის პორტრეტი.