18-26 თებერვალს, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ბექა ზივზივაძის, ორგანიზებით, 30-ე საჯარო სკოლამ ინტელექტუალურ თამაშს – „ისტორიადას“ უმასპინძლა. პროექტში მონაწილეობა მეშვიდე კლასის 90-ამდე მოსწავლემ მიიღო, რომლებმაც საკუთარი ცოდნა და უნარები საინტერესო და შემოქმედებით გარემოში გამოსცადეს.
ღონისძიების მთავარი მიზანი ისტორიის საგნისადმი ინტერესის გაღრმავება და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება იყო. „ისტორიადა“, როგორც საგანმანათლებლო პლატფორმა, მოსწავლეებს ეხმარება კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში, ინფორმაციის გააზრებულ გამოყენებასა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში.
თამაშის ფორმატმა შექმნა მოტივაციის მომცემი გარემო, სადაც ბავშვებმა საგნობრივ ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანი ზოგადი კომპეტენციებიც გამოავლინეს. გუნდური მუშაობა, დროის ეფექტური მართვა, ლიდერობა და ჯანსაღი კონკურენცია – ეს ის უნარებია, რომელთა განვითარებასაც ჩვენი სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.
ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსწავლეთა მაღალი ინტერესი ინტელექტუალური თამაშების მიმართ. ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს ამ მნიშვნელოვან გამოცდილებას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ შემეცნების გზაზე!

English