ფინანსური  განათლების “ფინედუს” წლევანდელი კამპანიის ფარგლებშიც სხვა აქტივობებთან ერთად დაიგეგმა  ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული პროექტი – “მოიწვიე ფინედუ კლასში”. აღნიშნული კამპანია ასევე ეძღვნება  ეროვნული ვალუტის – ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილეს. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში ფინედუს დესპანები კონკურსის შედეგად შერჩეულ ერთ-ერთ , სსიპ ქუთაისის 30-ე  საჯარო სკოლის  7²  კლასს ესტუმრნენ  15 ოქტომბერს.  ფინედუს დესპანებმა მოსწავლეებისათვის თამაშზე დაფუძნებული სწავლების ფორმატით საინტერესო პრეზენტაცია და  სახალისო  აქტივობა  ჩაატარეს . გამართეს დისკუსია ფინანსური წიგნიერების კომპონენტების  შესახებ,როგორიცაა :

დაზოგვა და ბიუჯეტირება საბანკო პროდუქტები გონივრული სესხება მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები ფინანსური უსაფრთხოება. მადლობას ვუხდით ფინედუს ჩვენთან თანამშრომლობისთვის ,მოსწავლეებისთვის საინტერესო , ცხოვრებისეული და  მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებისთვის. 7² კლასის ხელმძღვანელი – თამარი კვარაკვახიძე


🚀განავითარე მეწარმე, შექმენი უკეთესი მომავალი!

💡სტარტაპი, ბიზნესი, ინოვაცია – ეს ის სიტყვებია, რომლებიც სულ უფრო ხშირად ისმის. თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი რეალობა ჩვენგან ახალ მიდგომებს, კრეატიულობას და, რაც მთავარია, მეწარმეობის უნარების ფლობას მოითხოვს.

🌱მეწარმეობა არ ნიშნავს მხოლოდ საკუთარი ბიზნესის წამოწყებას. ეს არის აზროვნების განსაკუთრებული უნარი- დაინახო პრობლემა, მოძებნო მისი გადაჭრის გზა და იდეა რეალობად გარდაქმნა. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ეს უნარები პრაქტიკულად შეიძინონ.

✨შეხვდით ჩვენს სოციალურ საწარმო “ნინველს”!

🎯“ნინველის” უმთავრესი იდეაა: ახალგაზრდა ხელოვანთა და მეწარმეთა გაერთიანება, მათი გაძლიერება და აქტიური, შემოქმედებითი საქმიანობით დამოკიდებულებისგან/ადიქციისაგან მოწყვეტა/დაცვა. ჩვენი მისიაა, შევქმნათ გარემო, სადაც პოტენციალი რეალობად იქცევა.

🎨რას ვაკეთებთ? “ნინველი” დაკავებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების შექმნითა და წარმოებით: ხელნაკეთი საპნები და მათი ყალიბები, სურნელოვანი სანთლები, გრავირებული ნამუშევრები და სხვა უნიკალური ეკო-პროდუქტები!

🤝ახალგაზრდები პროცესის ყველა ეტაპზე არიან ჩართულნი – პროდუქციის დიზაინის შექმნიდან, მარკეტინგის, ფინანსებისა და გაყიდვების მართვამდე. ისინი არა მხოლოდ ქმნიან პროდუქტს, არამედ ივითარებენ პრაქტიკულ მეწარმულ უნარებს, ფინანსურ წიგნიერებასა და სოციალურ პასუხისმგებლობას.

📽️ნახეთ ჩვენი მცირე რეპორტაჟი, გაიცანით “ნინველის” გუნდი და გაიგეთ მეტი ჩვენი სოციალური მისიის შესახებ! ⬇️

#სოციალურისაწარმო#ქუთაისი#ახალგაზრდამეწარმე#30სკოლა#ნინველი