2023-2024 სასწავლო წლის შეხვედრები სადისკუსიო კლუბში

დღეს, 15 თებერვალს, სკოლის სადისკუსიო კლუბის ფარგლებში, ფრიად მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.

სადისკუსიო თემა გახლდათ დამლაგებლის პროფესია, სტერეოტიპები, რომელიც ამ პროფესიის ადამიანების საქმიანობას უკავშირდება და დამოკიდებულებები,  რომლებიც ამ პროფესიის ადამიანებისადმი უნდა შეიცვალოს…..

შეხვედრაში სკოლის ყველა მე-11 კლასელი მონაწილეობდა, სკოლის სასწავლო ნაწილთან და რამდენიმე პედაგოგთან ერთად….

დისკუსიას ტრადიციისამებრ უძღვებოდნენ კლუბის ხელმძღვანელები, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები: ვიკა კვანტალიანი და გურანდა შანიძე.

დისკუსია საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ბევრი ვიმსჯელეთ, ცოტა ვიდავეთ და საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ამ პროფესიის ადამიანებს მოფრთხილება, დაფასება და თანადგომა სჭირდებათ….!


შეხვედრა მესამე -ივნისის პირველი(ბავშვთა დაცვის დღე),მასწავლებელი-წამყვანები-იგივე,კლუბის წევრები-იგივე, სტუმრები :მეცხრე კლასელი გოგო-ბიჭები მოქალაქეობის მასწავლებელ თამარ ბეჟუაშვილთან ერთად, სკოლის დირექტორი და მოწვეული სტუმარი სამტრედიის # 1 საჯარო სკოლის ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებელი, ტრენერი და საუკეთეს მასწავლებლის ათეულის წევრი-კახა გალდავა. თემა-სტიგმები და იარლიყები. საკმაოდ ცხელოდა შეხვედრაზე,როგორც პირდაპირი,ისე ირიბი გაგებით.მოწვეული სტუმრის საინტერესო პრეზენტაცია და საინტერესო მაგალითები,მოსწავლეთაგან დასმული საინტერესო შეკითხვები,ძიება იმისა,თუ როგორ შევძლოთ ამ გამოწვევსასთან გამკლავება და ბოლოს იმედიანი ფრაზებით დასასრული:

„მე არ ვაკრავ იარლიყებს და არც თავად მეშინია ამის“!


შეხვედრა მეორე-თვე აპრილი,თემა-სტერეოტიპები და სტერეოტიპული აზროვნება.სტუმრად მე-7 კლასელები გვყავდნენ დამრიგებლეთან ერთად.ინგლისური ენის მასწავლებელი სალომე ორმოცაძე,რომელიც თავადაც აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში,პატარებმა კი მოქალაქეობის გაკვეთილზე შექმნილი სკეჩი წარმოადგინენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მავნე სტერეოტიპულ აზროვნებაზე და დაიწყო……. თუ პირველ შეხვედრაზე გუნდურობის განცდა ნაკლები იყო,მოსაზრებებიც ფრთხილად გამოითქმოდა,მეორე შეხვედრა მეტად თამამი….ხმაურიანი და დაძაბული აღმოჩნდა.ბევრი კითხვა დაისვა,ამომწურავი პასუხებიც გაიცა და იმედი მომცემი

მოსაზრებებიც გაისმა.