ჩვენს სკოლაში გრძელდება მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია!
VIII-ე კლასის დამრიგებლის, ნინო ბოჭორიშვილისა (ნინო ბოჭორიშვილი) და სკოლის დირექტორის, ბატონი მიხეილ გიორგაძის (მიხეილ გიორგაძე) ინიციატივით, გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა VIII-ე კლასის მოსწავლეთა მშობლებთან.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ბავშვის მხარდასაჭერად სკოლისა და მშობლების გაერთიანებას , რათა ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ მთავარ მიზანს — მოსწავლის კეთილდღეობასა და წარმატებას.
დისკუსიის ფორმატში მშობლებმა და სკოლის წარმომადგენლებმა იმსჯელეს გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული სირთულეების პრევენციაზე და გამოკვეთეს თითოეული რგოლის უფლება-მოვალეობები.
პრეზენტაციისას მშობლებს მიეწოდა ინფორმაცია სკოლაში არსებული დისციპლინური მექანიზმებისა და პრევენციული ნაბიჯების შესახებ.
შეხვედრაზე განხილული იქნა სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული საფეხურები და კრიზისულ სიტუაციებში ფსიქოლოგის ან სოციალური მუშაკის ჩართვის მნიშვნელობა, რათა სათანადოდ შეისწავლონ მოზარდთა ემოციური ფონი და მხარი დაუჭირონ ბავშვს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასკოლო საზოგადოების განვითარებისთვის მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობას.
მშობლები გაეცნენ სკოლაში მოქმედ საგანმანათლებლო პროექტებსა და კლუბებს, მათ შორის ოარასკევის ღია კარის დღეს, ფორუმ-თეატრსა და დაგეგმილ ინიციატივებს, როგორიცაა მშობელთა “რა? სად? როდის?”.
სამომავლოდ, კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე, დაიგეგმა შემდეგი აქტივობები:
კვლევების ჩატარება;
ფორუმ-თეატრისა და დისკუსიების მოწყობა;
ფსიქოლოგთან შეხვედრები მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების მონაწილეობით.
მადლობას ვუხდით თითოეულ მშობელს ჩართულობისთვის, რადგან მხოლოდ სკოლისა და ოჯახის მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი საუკეთესო შედეგების მიღწევა ბავშვების კეთილდღეობისთვის.
ვენს სკოლაში გრძელდება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი ტრადიცია. უკვე 10 წელზე მეტია, რაც ჩვენი პროექტი “ხელმარჯვე ოსტატები” წარმატებით მიმდინარეობს და აღმოაჩენს ახალ ტალანტებს. წელსაც, ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის, კერძოდ კი II, III და IV კლასის მოსწავლეები, დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან ამ შემოქმედებით თავგადასავალში.
პროექტის ფარგლებში, პატარები თავიანთი მარჯვე ხელებით, უშუალოდ ადგილზე ქმნიან მათთვის სასურველ ნამუშევრებს. მათ ეძლევათ სრული თავისუფლება, შეზღუდვების გარეშე გამოხატონ საკუთარი შინაგანი სამყარო, იდეები და უნარები. ეს არის სივრცე, სადაც ფანტაზიას საზღვრები არ აქვს და ყველა იდეა დასაფასებელია.
მსგავსი შემოქმედებითი აქტივობები უდიდეს როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. ხელნაკეთი ნივთების შექმნა ავითარებს წვრილ მოტორიკას, სივრცით აზროვნებას და კონცენტრაციის უნარს. ამასთანავე, საკუთარი იდეის მატერიალურად ქცევა პატარებს უმაღლებს თვითშეფასებას, ასწავლის დამოუკიდებლად მუშაობას, დროის მართვას და ეხმარება ემოციების ჯანსაღად, ხელოვნების ენით გამოხატვაში.
მიუხედავად სრული შემოქმედებითი თავისუფლებისა, პროექტში მოსწავლეების შეფასება ხდება ობიექტურად და სამართლიანად, წინასწარ გაწერილი მაქსიმალური 15-ქულიანი სისტემით. ნამუშევრები ფასდება კონკრეტული კრიტერიუმებით (1-დან 3 ქულამდე), რომლებიც მოიცავს იდეის ორიგინალურობას, თემის გასაგებად გადმოცემას, შესრულების სისუფთავეს, მასალის საინტერესოდ გამოყენებასა და, რაც მთავარია, ბავშვის პირად მონდომებას. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ თითოეული ბავშვის შრომა სათანადოდ და თანასწორად დაფასდეს.
ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით და მოუთმენლად ველით მათ ახალ, ფერად და ორიგინალურ შედევრებს!
მშობელთა ჩართულობის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სკოლაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი და საინტერესო შეხვედრა შედგა.
პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი მნიშვნელობა წარმოადგენს. ამჯერად, რიგით მეორე შეხვედრაზე, პროექტის ჯანსაღი ცხოვრების მიმართულების ხელმძღვანელებმა, სკოლის დირექციამ და მშობლებმა ერთობლივად იმსჯელეს იმ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებზე, რომლებიც ჩვენი შვილების ჯანსაღ მომავალს უკავშირდება.
შეხვედრას უძღვებოდნენ ჩვენი სკოლის პედაგოგები: ინგლისურის მასწავლებელი სალომე ორმოცაძე და ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გურანდა შანიძე.
შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა საინტერესო გაცნობითი სავარჯიშო შეასრულეს, რის შემდეგაც მშობლებმა გულახდილად ისაუბრეს საკუთარ ჯანსაღ თუ არაჯანსაღ ჩვევებზე, გაუზიარეს ერთმანეთს პირადი გამოცდილება და ერთად განსაზღვრეს პროექტის მოლოდინები.
შეხვედრაზე დრო დაეთმო იმ კვლევის შედეგების პრეზენტაციას, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების თემაზე ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ კვლევაში ანონიმურად მონაწილეობდნენ ერთი და იმავე კლასის როგორც მშობლები, ისე მოსწავლეები. მონაცემთა შედარებამ ძალზე საინტერესო სურათი აჩვენა: გაანალიზდა მშობლების წარმოდგენები შვილების ყოველდღიურობაზე და თავად ბავშვების რეალური პასუხები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა ჯანსაღი კვება, სპორტული აქტივობის როლი ცხოვრებაში, ძილის დარღვევები და მიჯაჭვულობა თუ ეკრანთან გატარებული დრო.
ამ ყოვლისმომცველი ანალიზის შემდეგ, სკოლამ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა სპეციალური პრეზენტაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ამას მოჰყვა ღია და გულწრფელი დიალოგი. ნათლად გაჟღერდა მშობელთა სათქმელი. მათ ხაზი გაუსვეს იმ რეალურ პრობლემებსა და სირთულეებს, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან შვილების აღზრდის პროცესში ამ მიმართულებით.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი მთლიანად ერთობლივ მუშაობასა და გუნდურ აქტივობას დაეთმო. მშობლებმა და ხელმძღვანელებმა ერთიანად გამოკვეთეს განსაკუთრებულად პრობლემური საკითხები და ერთადვე დასახეს მათი გადაჭრის შესაძლო, პრაქტიკული გზები და ვარიანტები.
აქტივობის დასასრულს გამოყენებული იქნა ე.წ. მაშველი ბარათები, რაც მშობელთა იდეებისა და სურვილების მოსმენას დაეთმო. მათ დააფიქსირეს, თუ ვისთან ისურვებდნენ შეხვედრას მომდევნო ეტაპებზე — გამოითქვა დიდი სურვილი ფსიქოლოგთან (ემოციების მართვის კუთხით), კვების ექსპერტსა და ექიმთან შეხვედრების ორგანიზებისა.
სკოლისა და ოჯახის ასეთი მჭიდრო, გააზრებული თანამშრომლობა საუკეთესო საწინდარია ჩვენი მოსწავლეების სწორი და ჯანსაღი განვითარებისთვის.
დიდი მადლობა თითოეულ მშობელს აქტიურობისთვის, ღირებული იდეებისთვის და იმ დიდი ენერგიისთვის, რომელიც ამ შეხვედრას ახლდა. გთავაზობთ შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას.

English