ინტელექტუალური დღესასწაული მეხუთე კლასში!
როგორ გავხადოთ კითხვა და სწავლა დაუვიწყარი თავგადასავალი? ჩვენმა მეხუთე კლასელებმა ეს უკვე იციან!
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნანა კახიძის ინიციატივით, წაკითხული წიგნის ირგვლივ გაიმართა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
თამაში „ბროლის ბუს“ მფლობელისა და ცნობილი მოაზროვნის — სერგო თევდორაძის ჩართულობით მოეწყო, რამაც მოსწავლეებს ნამდვილი სპორტული აზარტი და მოტივაცია შესძინა.
თამაშის დასასრულს ყველა მონაწილეს საზეიმოდ გადაეცა სერტიფიკატები.
გამოვლინდნენ საუკეთესო მოაზროვნეები, რომელთაც სიმბოლური საჩუქარი — ბუ გადაეცათ.
ეს დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კითხვა და შემეცნება ყველაზე დიდი ძალაა!
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ სერგო თევდორაძეს საინტერესო გამოცდილების გაზიარებისთვის და ისტორიის მასწავლებელს — ბექა ზივზივაძეს მხარდაჭერისთვის.
ჩვენი სკოლა აგრძელებს ზრუნვას მომავალი თაობის განვითარებასა და მათ ინტელექტუალურ წინსვლაზე!

English