ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა გოჩა ბაკურაძემ, საკუთარი დედის — ქალბატონ ანიკო (მადონა) ბოჭორიშვილის, ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგის, ხსოვნის პატივსაყოფად სკოლას უძვირფასესი საჩუქარი გაუკეთა.

🏫2024 წელს მისი ინიციატივით მოეწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქართული ენისა და ლიტერატურის მრავალფუნქციური კაბინეტი, რომელიც დღეს საგაკვეთილო პროცესის, კონფერენციებისა და შემოქმედებითი საღამოების სცენადაც კი გადაიქცევა.

📜ბატონი გოჩას ინიციატივა — დაეარსებინა პრემია „წლის საუკეთესო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისათვის“ — არის ცოდნის დაფასებისა და აღიარების მაგალითი.

🏆გასულ წლებში ამ საპატიო ჯილდოს პირველი მფლობელები გახდნენ სახელმწიფო ენის კათედრის ხელმძღვანელი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი — ბელა გიორხელიძე და ნანა კახიძე.

🌟2026-2027 წელს კი „წლის საუკეთესო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის” წოდების მფლობელი ჩვენი სკოლის ერთ-ერთი საიმედო პედაგოგი — ნიკოლოზ ჩიქოვანი გახდა.

💻ნიკოლოზი სასწავლო პროცესს ყოველთვის თანამედროვე, შემოქმედებითი მიდგომებით ამდიდრებს და უახლეს ტექნოლოგიებს საგაკვეთილო მიზნებისთვის ეფექტიანად იყენებს.

❤️ამასთან ერთად, მისი სწავლება მუდმივად თანაგრძნობასა და ემოციურ ინტელექტს ეფუძნება, რითაც მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ, თბილ და ხელშემწყობ გარემოს ქმნის.

🤝მადლობას ვუხდით ბატონ გოჩა ბაკურაძეს ამ კეთილშობილური ინიციატივისთვის, რომელიც სტიმულს აძლევს პედაგოგებს და კიდევ უფრო სასურველს ხდის ჩვენს პროფესიას.

💡მადლიერება, პროფესიონალიზმი და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა — ეს ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს სასკოლო საზოგადოებას ასე გამორჩეულს ხდის.


🎒„ჩემი შვილი დღეს სკოლაში მიდის. ერთხანს მისთვის ყველაფერი ახალი და უცნაური იქნება. იმედი მაქვს, მას სათუთად მოეპყრობით. ჩემი შვილისთვის ეს იქნება თავგადასავალი, რომელიც მას სამყაროში ამოგზაურებს.“

📖აბრაამ ლინკოლნის ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს იმ მოლოდინსა და პასუხისმგებლობას, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყებას ახლავს თან. 15 სექტემბერი სიმბოლური თარიღია, იგი ყოველთვის ახალ შესაძლებლობებსა და აღმოჩენებთან ასოცირდება. სკოლის დაწყება უმნიშვნელოვანესი ეტაპია თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში, რადგან ეს არის პიროვნების ჩამოყალიბების, თავისუფალი აზროვნების განვითარებისა და უკეთესი მომავლის შენების მთავარი ფუნდამენტი.

🎉ჩვენს სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის საზეიმო გახსნაც სწორედ ამ სულისკვეთებით წარიმართა. ღონისძიებას წამყვანის ამპლუაში მეთორმეტეკლასელები: ელენე გლოველი და ელენე აბრამიძე წარუძღვნენ. საზეიმო ნაწილი მართა გაბუნიამ გახსნა სიმღერით „მზე ჩემი კარგი მეგობარია“.

🎶მუსიკალური ნომრები ნამდვილ სანახაობად აქცია XI კლასელმა ანი აფრიდონიძემ, რომელმაც სიმღერა „Artificial Love“ შეასრულა, მას კი სცენაზე VI კლასელი თეკლა ჯიხვაძე ულამაზესი ცეკვით შეუერთდა.

💃🏻ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს X კლასელმა გოგონებმა:

☑️მარიამ ხარაიშვილმა,

☑️თეკლა კვატაშიძემ,

☑️ლიზი ჭუმბურიძემ,

☑️ბარბარე ანდრიაძემ,

☑️და ლილე გელენიძემ.

✅️მათ სცენაზე ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულეს. დღის საკონცერტო ნაწილი კი მე-6 კლასელმა სესილი ჭელიშვილმა დაასრულა სიმღერით „მხარე ლამაზი“.

👨‍🏫საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ბატონმა მიხეილ გიორგაძემ. მან ხაზი გაუსვა სკოლისა და ოჯახის მჭიდრო ურთიერთკავშირის მნიშვნელობას და ისაუბრა სწავლისა და განათლების დანიშნულებაზე პიროვნების ფორმირების პროცესში.

👧დირექტორი დიდი სიყვარულით მიეგება პირველკლასელებს, რის შემდეგაც, საქართველოს ეროვნული ჰიმნის ფონზე, სასწავლო წელი ოფიციალურად განახლდა.

🔔გილოცავთ ახალ სასწავლო წელს! გისურვებთ ნაყოფიერ, მიზანდასახულ და ცოდნით სავსე გზას!