ფინანსური განათლების “ფინედუს” წლევანდელი კამპანიის ფარგლებშიც სხვა აქტივობებთან ერთად დაიგეგმა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული პროექტი – “მოიწვიე ფინედუ კლასში”. აღნიშნული კამპანია ასევე ეძღვნება ეროვნული ვალუტის – ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილეს. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში ფინედუს დესპანები კონკურსის შედეგად შერჩეულ ერთ-ერთ , სსიპ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის 7² კლასს ესტუმრნენ 15 ოქტომბერს. ფინედუს დესპანებმა მოსწავლეებისათვის თამაშზე დაფუძნებული სწავლების ფორმატით საინტერესო პრეზენტაცია და სახალისო აქტივობა ჩაატარეს . გამართეს დისკუსია ფინანსური წიგნიერების კომპონენტების შესახებ,როგორიცაა :
დაზოგვა და ბიუჯეტირება საბანკო პროდუქტები გონივრული სესხება მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები ფინანსური უსაფრთხოება. მადლობას ვუხდით ფინედუს ჩვენთან თანამშრომლობისთვის ,მოსწავლეებისთვის საინტერესო , ცხოვრებისეული და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებისთვის. 7² კლასის ხელმძღვანელი – თამარი კვარაკვახიძე
განავითარე მეწარმე, შექმენი უკეთესი მომავალი!
სტარტაპი, ბიზნესი, ინოვაცია – ეს ის სიტყვებია, რომლებიც სულ უფრო ხშირად ისმის. თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი რეალობა ჩვენგან ახალ მიდგომებს, კრეატიულობას და, რაც მთავარია, მეწარმეობის უნარების ფლობას მოითხოვს.
მეწარმეობა არ ნიშნავს მხოლოდ საკუთარი ბიზნესის წამოწყებას. ეს არის აზროვნების განსაკუთრებული უნარი- დაინახო პრობლემა, მოძებნო მისი გადაჭრის გზა და იდეა რეალობად გარდაქმნა. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ეს უნარები პრაქტიკულად შეიძინონ.
შეხვდით ჩვენს სოციალურ საწარმო “ნინველს”!
“ნინველის” უმთავრესი იდეაა: ახალგაზრდა ხელოვანთა და მეწარმეთა გაერთიანება, მათი გაძლიერება და აქტიური, შემოქმედებითი საქმიანობით დამოკიდებულებისგან/ადიქციისაგან მოწყვეტა/დაცვა. ჩვენი მისიაა, შევქმნათ გარემო, სადაც პოტენციალი რეალობად იქცევა.
რას ვაკეთებთ? “ნინველი” დაკავებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების შექმნითა და წარმოებით: ხელნაკეთი საპნები და მათი ყალიბები, სურნელოვანი სანთლები, გრავირებული ნამუშევრები და სხვა უნიკალური ეკო-პროდუქტები!
ახალგაზრდები პროცესის ყველა ეტაპზე არიან ჩართულნი – პროდუქციის დიზაინის შექმნიდან, მარკეტინგის, ფინანსებისა და გაყიდვების მართვამდე. ისინი არა მხოლოდ ქმნიან პროდუქტს, არამედ ივითარებენ პრაქტიკულ მეწარმულ უნარებს, ფინანსურ წიგნიერებასა და სოციალურ პასუხისმგებლობას.
ნახეთ ჩვენი მცირე რეპორტაჟი, გაიცანით “ნინველის” გუნდი და გაიგეთ მეტი ჩვენი სოციალური მისიის შესახებ!
#სოციალურისაწარმო#ქუთაისი#ახალგაზრდამეწარმე#30სკოლა#ნინველი