ჩვენი სკოლის მოსწავლე კიკბოქსში რესპუბლიკური ტურნირის ოქროსმედალოსანია!
ქალაქ ახმეტაში გაიმართა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი კიკბოქსში. აღნიშნულ შეჯიბრებაზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და საერთო ჯამში 8 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
განსაკუთრებით საამაყოა, რომ ოქროსმედალოსანთა შორისაა ჩვენი სკოლის XI⁶ კლასის მოსწავლე – ზურა ყიფიანი (დამრიგებელი: ნ. შალიკაშვილი). ზურამ რინგზე ღირსეულად იასპარეზა და უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია.
სკოლის სახელით ვულოცავთ ზურას ამ დიდ გამარჯვებას! ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას, წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას სპორტულ კარიერაში

English