სსიპ ქალაქ ქუთაისის  N 30 საჯარო სკოლის

შვიდწლიანიწლიანი განვითარების

სტრატეგიული გეგმა

2022 – 2023 / 2028 – 2029 სასწავლო წლამდე

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მისია და მიზნები

სსიპ ქალაქ ქუთაისის N 30 საჯარო სკოლის მისია ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს, რომელიც უზრუნველყოფს  მოსწავლისთვის უსაფრთხო, ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთანამშრომლობასა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული პოზიტიური გარემოს შექმნას. აღზარდოს ეროვნული ინტერესების დამცველი , ტოლერანტი, მულტიკულტურული და  კანონმორჩილი მოქალაქე. განუვითაროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება. მოსწავლეს დაანახოს მისი როლი გარემოს დაცვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.  მისცეს შესაბამისი განათლება, რათა მომავალში შეძლოს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა , პროფესიის სწორად არჩევა და გახადოს საზოგადოების ღირსეული წევრი.

სკოლის ხედვა

ჩვენი სკოლა იქნება ადგილი, სადაც ურთიერთშეთანხმებისა და თანასწორობის საფუძველზე გამოვავლენთ ჩვენს უნარებს, ვისწავლით დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, რათა შევქმნათ ტოლერანტული გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სამომავლოს მიზნებისკენ სწრაფვას და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიზ გაზრდას.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები

  1. განსხვავებული აზრის პატივისცემა, ტოლერანტობა, მოსწავლეთათვის თანასწორობის განცდის ჩამოყალიბება, დემოკრატიული ფასეულობებისადმი პატივისცემა, ინიციატივების სწორი შეფასება
  2. თანასწორობის პრინციპების გააზრება  – რომელიც გულისხმობს, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილების მიუხედავად თანასწორუფლებიანობის უნარის განვითარებას
  3. სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის დაცულობა – რომელიც გულისხმობს მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; გამჭირვალობა,  საჯაროობა , მიუკერძოებლობა და სამართლიანობა ყველა წევრის  მიმართ
  4. ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბება – რომელიც გულისხმობს, ინდივიდუალური მიდგომების გამოყენებას ნებისმიერი ტიპის მოსწავლისთვის, მათი საჭიროებების, შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით
  5. პროფესიული ზრდა და განვითარება – რომელიც გულისხმობს, თანამედროვე ლიტერატურის, კვლევების, ინოვაციური მიდგომების გაცნობას და დანერგვას სასწავლო პროცესში, არსებული ცოდნის გამოყენებას საკუთარი პროფესიული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. პროფესიონალიზმს, საქმის  სიყვარულს და ერთგულებას
  6. თანშმრომლობითი გარემოს ჩამოყალიბება – რომელიც გულისხმობს, კოლეგების მხარდაჭერას პროფესიულ განვითარებაში, კოლეგიალობის ფორმის გაღრმავებას
  7. ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთკავშირი – რომელიც გულისხმობს, ეროვნული მიზნების მისაღწევად, გარდა კურიკულუმით დაგეგმილი პროცესებისა სხვა აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას
S ძლიერი მხარეები სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობაპოზიტიური და უსაფრთხო გარემოგამართული ტექნიკამოწესრიგებული ინფრასტრუქტურამოსწავლის საჭიროებებსა და ინტერესებზე  მორგებული გარემო არაფორმალური განათლებასიახლეებისადმი სწრაფვაპროფესიული განვითარება კვალიფიციური კადრიW სუსტი მხარეები შეფასებაგამართული მონიტორინგის სისტემა ინკლუზიური განათლება სასკოლო სამუშაო სივრცის ნაკლებობაპროფორიენტაცია ეზოს სივრცის ათვისება
O შესაძლებლობები არაფორმალური განათლების ფარგლებში ადგილობრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვაეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში სასკოლო საზოგადოების ჩართულობამშობელთა განათლება და ჩართულობა მოსწავლის აქტიური ჩართულობა, მოტივაციის გაზრდა, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაუცხოეთის სკოლებთან კავშირის დამყარება და გამოცდილების გაზიარებაკონკურენტული გარემოს შექმნა ქალაქის მასშტაბითმოსწავლისთვის 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მოსწავლეთა  მონაწილეობამასწავლებელთა სტატუსის ამაღლებაT საფრთხეები მოსწავლეებში მოტივაციის დაკარგვა მასწავლებელთა მცირე  ნაწილის პასიურობა სასკოლო ცხოვრებაშიმშობელთა მიგრაციაშენობის ფართის სიმცირის გამო მოსწავლეთა გადინებასასკოლო საქმიანობის მიმართ მშობელთა გულგრილობა

სკოლის მიზანია:

  1. სწავლა – სწავლების ხარისხის ამაღლება
  2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება
  3. უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო და სასწავლო გარემოს განვითარება
  4. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სკოლის კომპიუტერიზაცია
  5. მშობელთა ჩართულობის გაძლიერება სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში
  6. ხარისხის მექანიზმების უზრუნველყოფის განვითარება
  7. სასკოლო საზოგადოების თემთან ურთიერთობის გაძლიერება

7 წლიანი გეგმა

სტრატეგიული ამოცანაგანხორციელების წლებიპასუხისმგებელი პირიშესრულების ინდიკატორი
2022-20232023-20242024-20252025-20262026-20272027-20282028-2029
სტრატეგიული მიზანი 1. სწავლა – სწავლების ხარისხის ამაღლება
სასწავლო პროცესისთვის საჭირო პროგრამების შექმნა       დირექცია კათედრებიკურიკულუმები რეფლექსიები (კურიკულუმის, კომპლექსურის) კათედრის ანგარიში  
ინკლუზიური განათლების განვითარება        დირექცია კათედრები ინკლუზიური განათლების სპეც.მასწავლებელი ასისტენტიმონიტორინგის დასკვნა წლიური ანგარიში
სსსმ მოსწავლეების მონაწილეობა ყველა სასკოლო თუ საქალაქო ღონისძიებებში,  მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.       დირექცია კათედრები ინკლუზიური განათლების სპეც.მასწავლებელი ასისტენტისაჭიროებების კვლევა
შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და განხორციელება.       დირექცია კათედრებიპროექტის გეგმები პროექტის ანალიზი პროექტის რეფლექსია
სხვადასხვა სასწავლო აქტივობების (ეროვნული, საერთაშორისო) ხელშეწყობა       დირექცია კათედრებიმოსწავლეთა ინტერესების კვლევა რეფლექსია
ინტეგრირებული სწავლება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით       დირექცია კათედრებირეფლექსია გაკვეთილის გეგმა თვითშეფასების სქემა
მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების გაუმჯობესება       დირექცია კათედრებიშეფასების რუბრიკები დიაგნოსტიკური ინსტრუმენტები კომპლექსური დავალებების ანალიზები მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასებები
კლუბური მუშაობის განვითარება       დირექცია კათედრები კლუბის ხელმძღვანელებიკლუბის წესდება კლუბის ოქმი
სპორტული (სასკოლო, საქალაქო, ეროვნული) აქტივობების მხარდაჭერა        დირექცია კათედრებისპორტული შეჯიბრებები ჯილდოები
ქვეყნის ტერიტორიაზე მიზნობრივი ექსკურსიების განხორციელება       დირექცია დამრიგებლებიკურიკულუმი საექსკურსიო განაცხადი სადამრიგებლო პროგრამა
საგანმანათლებლო ინოვაციური (ეროვნული, საერთაშორისო) პროგრამების  დანერგვა        დირექცია კათედრებიკურიკულუმი რეფლექსიები სასწავლო პროცესის ანალიზი
პროფორიენტაციის განვითარება       დირექცია კათედრებისადამრიგებლო პროგრამა კლუბური მუშაობა კურიკულუმში
მასწავლებელთა პროფესიული განვითარება
პოზიტიური და თანამშრომლობითი გარემოს შექმნა       დირექცია კათედრებირეფლექსია
მასწავლებელთა ინიციატივების ხელშეწყობა       დირექციაინიციატივები რეფლექსია პროექტები
კონფერენციებსა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში  (ეროვნული, საერთაშორისო) პედაგოგთა ჩართულობის ხელშეწყობა       დირექცია კათედრებირეფლექსია სერტიფიკატები
მასწავლებელთა მიღწევების აღიარება/წახალისება        დირექციამადლობის გამოცხადება ფულადი პრემია
მასწავლებლისთვის საჭირო ტექნიკურ, საგანმანათლებლო, და პროფესიულ პროგრამებზე წვდომის ხელშეწყობა       დირექცია კათედრებიტრენინგები ურთიერთდასწრებები
უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო და სასწავლო გარემოს განვითარება
სკოლის მიმდებარე ტერიტორის დაცვა       დირექცია ტექნიკური უზრუნველყოფის პერსონალიაღრიცხვის ჩანაწერები მანდატურის სამსახურის ჩანაწერები
შენობის ყველა  სართულზე განთავსებულული ცეცხლმაქრი ბალონების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შემოწმება;       დირექცია მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორისაევაკუაციო გეგმა
ინფრასტრუქტურის მონიტორინგი       დირექცია მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორიმონიტორინგის ფურცელი
მოსწავლეების მიერ სკოლის  გაკვეთილების დამთავრების შემდეგ დატოვებაზე კონტროლის განხორციელება;       დირექცია დამრიგებლები მასწავლებლებიშეხვედრის განრიგი
მასწავლებელთა მორიგეობის დაწესება, რაც ითვალისწინებს  მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და დისციპლინის განურლად დაცვას;       დირექცია  მასწავლებლების განრიგი
ექიმის საქმიანობისათვის ხელშეწყობა       დირექციაექიმის ჩანაწერები
სასწავლო და სამუშაო გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა       დირექციაჩანაწერების დღიური მანდატურის სამსახურის ჩანაწერები
ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სკოლის კომპიუტერიზაცია
საინფორმაციოსაკომუნიკაციო სისტემის დახვეწა და განვითარება       დირექცია აიტიშიდა კვლევა
სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლება       საქმისმწარმოებელი აიტიელექტრონული ბაზა
სკოლის ვებგვერდის განვითარება        აიტიმონიტორინგი
ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა/განახლება        აიტიმონიტორინგი კვლევა
ტექნიკური ბაზის  გაუმჯობესება       დირექციამონიტორინგი კვლევა
მშობელთა ჩართულობის გაძლიერება სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში
მშობლებისათვის სასწავლო პროცესის მიმდინარეობის,  თანამედროვე სასწავლო  მიდგომებისა და მეთოდების შესახებ ინფორმაციის სისტემატიური მიწოდება.       დირექცია კათედრებიკვლევი მშობელთა კლუბის დებულება ანგარიში მონიტორინგი
მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების საშუალებების განვითარება და დახვეწა       დირექცია კათედრებისადამრიგებლო პროგრამა სადამრიგებლო ოქმები
მოსწავლეების მშობლებთან ინდივიდუალური და საერთო შეხვედრების სისტემატიური განხორციელება       დირექცია კათედრებისადამრიგებლო გეგმა სადამრიგებლო ოქმები
მშობელთა ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში       დირექცია კათედრებიკვლევა პროექტი მონიტორინგი  
მშობელთა სამოქალაქო ცნობიერების  გაზრდა       დირექცია კათედრებიკვლევა პროექტი მონიტორინგი
ხარისხის მექანიზმების უზრუნველყოფის განვითარება
მასწავლებელთა თვითშეფასების წარმოება       მასწავლებლებირეფლექსია პორტფოლიო
პროფესიული განვითარების საჭიროებათა კვლევა და მათი საქმიანობის შეფასება       მასწავლებლები ხარისხის ჯგუფი მონიტორინგის ჯგუფიკითხვარი რეფლექსია მონიტორინგი
ფუნქციების გადანაწილება და გუნდური მუშაობის დანერგვა       დირექცია მასწავლებლებისასკოლო წესდება
პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებული საჭიროებების დადგენა/ხელშეწყობა       დირექცია ხარისხის ჯგუფიკვლევა მონიტორინგი ოქმები
ახალი თანამშრომლების ინტეგრაცია/ადაპტირება სამუშაო გარემოსთან       დირექცია კათედრებიკითხვარი ხარისხის ჯგუფის დასწრების ოქმი
სასწავლო პროცესის მონიტორინგი       დირექცია მონიტორინგის ჯგუფიმონიტორინგის შედეგები
მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა, მოსწავლის განვითარების დინამიკის დადგენა       დირექცია კათედრები მონიტორინგის ჯგუფირეფლექსია კვლევა
სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამების ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა/გაუმჯობესება       დირექცია კათედრებიკურიკულუმის ანალიზი
საგანმანათლებლო პროგრამების შიდა შეფასების განხორციელება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა       დირექცია კათედრებიმონიტორინგი რეფლექსია
ლაბორატიული სამუშაოების, შემაჯამებელი დავალებებისა და გამოცდების მიმდინარეობაზე პერმანენტული კონტროლის განხორციელება       დირექცია კათედრები მონიტორინგის ჯგუფიკურიკულუმი რეფლექსიები (კომპლექსური, კურიკულუმი)
სასკოლო საზოგადოების თემთან ურთიერთობის გაძლიერება
სკოლის გადაქცევა კულტურულ და სპორტულ ცენტრად       დირექცია კათედრებიგამოკითხვა პროექტი
სკოლის ინფრასტრუქტურის და რესურსების ხელმისაწვდომობა       დირექცია კათედრებირესურსების ბანკი
თემის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში       დირექცია კათედრებიგამოკითხვა პროექტი