არსებობს თარიღები, რომელთაც განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას, საკრალური მნიშვნელობაც კი აქვთ. სწორედ ასეთი გამორჩეულია 15 სექტემბერი, ვინაიდან ამ დღეს საქართველოს სკოლებში სწავლა იწყება.15 სექტემბერი სხვადასხვა თაობის მოსწავლე-მასწავლებელთა ერთმანეთთან შეხვედრის დღეა. სამთვიანი მონატრებისა და უცნაური სიმშვიდის შემდეგ ახალ თავგადასავალში მთავარ პერსონაჟებად გადაქცევის დღეა და, კაცმა რომ თქვას, ამ თავგადასავლის გმირების- მოსწავლეებისა და მასწავლებლების, მოგზაურობა ნამდვილად ჰგავს ზღაპრის გმირთა გზას: ესაა ჯადოსნური სამყარო უამრავი დაბრკოლებითა და დაუთვლელი გამარჯვებებით!15 სექტემბერი ეს არის განახლებისა და სიყვარულის საწყისი!