I-5 კლასის მოსწავლეების „ანბანის ჩვენება“
კლასის ხელმძღვანელი- ნანა ჩოგოვაძე (Nana Chogovadze)
რამდენიმე თვის წინ, პაწაწინა პირველკლასელებმა მორცხვად შემოაბიჯეს ცოდნის ტაძარში. სასწავლო წლის განმავლობაში მათ წინაშე მთელი სამყარო გადაიშალა, რადგან ისწავლეს ყველაზე მთავარი – ქართული ანბანი! შეძლეს და გააღეს ცოდნის ის ჯადოსნური კარი, რომელსაც 33 საოცარი გასაღები აქვს.
დღეს, წითელ ხალიჩაზე, I-5 კლასის მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებელმა წარმოაჩინეს „ქართული ანბანი“. მონაწილეებს ამშვენებდათ ანბანის ასოებით მორთული ხელნაკეთი გვირგვინები, თითოეული ასოს შესაბამისი, მივიწყებული და მშობლების ხელით შექმნილი ნივთები. მათ დაგვანახეს, რომ ქართული ანბანი არა მხოლოდ სასწავლო პროგრამა, არამედ ხელოვნებაა!
ანბანის ჩვენება იყო მხიარული, შემეცნებითი და შემოქმედებითი. „ანბანის ჩვენების“ დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ „მკითხველისა“ და „კალიგრაფიის“ სიგელები.
დიდი მადლობა თითოეულ მშობელს ჩართულობისთვის, შემოქმედებითი მიდგომისა და მხარდაჭერისთვის.
გვჯერა, პირველი კლასის დასასრული დაუვიწყარი იქნება ჩვენი მოსწავლეებისთვის.
ჩვენს სკოლაში მოქალაქეობისა და ისტორიის მასწავლებლის, თამარ კვარაკვახიძის (Tamu Na), ინიციატივით, სასკოლო უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრებისა და დისკუსიების საინტერესო ციკლი გაიმართა. პროექტში დიდი ინტერესით ჩაერთვნენ VI-2, VI-4, VII-2, VIII-3, VII-5, VIII-1, VIII-2 და VIII-3 კლასების მოსწავლეები.
პროექტის მთავარი მიზანი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება იყო ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: სასკოლო უსაფრთხოების მნიშვნელობა, სკოლის შინაგანაწესის დაცვა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება დასვენებებსა თუ სპორტის გაკვეთილებზე.
ამასთან ერთად, ყურადღება გამახვილდა სასკოლო საზოგადოებაში ჯანსაღი და პასუხისმგებლობიანი კომუნიკაციის, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და სოციალური ქსელების მიზნობრივი, გონივრული გამოყენების აუცილებლობაზე.
შეხვედრები საინფორმაციო-სადისკუსიო ფორმატში წარიმართა. ამან მოსწავლეებს მისცა შესანიშნავი შესაძლებლობა, არა მხოლოდ მოესმინათ საჭირო ინფორმაცია, არამედ საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილებაც გაეზიარებინათ თანატოლებისთვის.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს X-4 და X-6 კლასების მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა. მათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს პრეზენტაციების მომზადებაში, ასევე შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში.
მსგავსი აქტივობები უდიდეს როლს თამაშობს სკოლაში უსაფრთხო, პასუხისმგებლიანი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბებაში, სადაც თითოეულმა მოსწავლემ კარგად იცის საკუთარი უფლებებიცა და პასუხისმგებლობაც.
უღრმეს მადლობას ვუხდით X-4 და X-6 კლასების მოსწავლეებს გაწეული შრომისთვის, გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობისა და სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის
ჩვენი სკოლის კიდევ ერთი დიდი წარმატება!
სიამაყით გაცნობებთ, რომ 9 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტთა და მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე — ‘British, American and Georgian Cultural Studies’ — N30 საჯარო სკოლის X⁵ კლასის მოსწავლემ, ანანო გიორგაძემ წარმატებით მიიღო მონაწილეობა. პედაგოგი- ნესტან კუპრაშვილი.
კონფერენცია, რომელიც ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ეგიდით ტრადიციულად ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, პრეზენტაბელურობისა და აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარების ჩამოყალიბებას და სხვადასხვა კულტურული და სოციალური ფენომენის შედარებითი ანალიზის წახალისებას.
ანანომ ღირსეულად წარადგინა ჩვენი სკოლა ამ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პლატფორმაზე და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და უფროსკლასელებთან ერთად საინტერესო პროცესებში ჩაერთო. ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის წევრებითა და უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე წარდგომა უდიდესი გამოცდილებაა ნებისმიერი მოსწავლისთვის.
მთელი გულით ვულოცავთ ანანოს ამ გამორჩეულ მიღწევას და მომავალშიც არაერთ აკადემიურ სიმაღლეზე ასვლას ვუსურვებთ!

ქართულად