პერსონაჯის დღე

2019 წლიდან ქუთაისის 30- ე საჯარო სკოლაში ტრადიციად იქცა ყოველ წლიურად, 23 აპრილს, წიგნის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდეს” პერსონაჟის დღე”, რომლის ფარგლებში, როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები და მშობლები ირგებენ პერსონაჟების სამოსს და აცოცხლებენ მათ. ეს დღე განსაკუთრებული ხალისით გამოირჩევა, რის გამოც მოსწავლეებისთვის ერთ-ერთ საყვარელ სასკოლო აქტივობად ითვლება.

წელს ღონისძიებას დაესწრნენ: ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს წარმომადგენლები, რესურს ცენტრის დირექტორი მაია ცქიტიშვილი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი -გოჩა ბაკურაძე და სხვა სკოლის დირექტორები. სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სხვადასხვა წიგნისა და ფილმის პერსონაჟები გააცოცხლეს, ახალგაზრდებმა „წიგნების თაროს“ იმიტირებული გადაცემა წარმოადგინეს.

წიგნის საერთაშორისო დღე იუნესკოს გადაწყვეტილებით 1996 წლიდან აღინიშნება.

 

დედამიწის დღე

22 აპრილი დედამიწის დღეა. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მსოფლიოს 193-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 სკოლაში გაიმართა დედამიწის დღის აღსანიშნავი ღონისძიება. მოსწავლეები და მასწავლებლები ჩაერთნენ სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში: საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის შიდა და გარე ტერიტორია; IIგ კლასმა სკოლის ეზოში დარგო კედრის ორი ნერგი; დერეფანში მოეწყო მოსწავლეების მიერ მომზადებული ვიდეორგოლის ჩვენება, რომელშიც რესპონდენტები საუბრობენ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე; მე-9ა კლასელებმა კი მოამზადეს პრეზენტაცია უმცროსკლასელებისათვის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოზე ზრუნვასთან დაკავშირებით, ჩვენს სკოლაში ხშირად იმართება. ჩვენი, როგორც მოქალაქეების, მოვალეობაა, დავიცვათ და ვიზრუნოთ საკუთარ პლანეტაზე.

საქართველოს სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით, სულაკაურის წიგნის მაღაზიამ გადაწყვიტა, რომ, 14 აპრილს, მასწავლებლებისთვის განსხვავებული გაკვეთილის ჩატარების შესაძლებლობა მიეცა, განსხვავებულ და ფერად გარემოში, რისთვისაც წიგნის მაღაზიების სივრცე დაუთმო ქართული ენისა და ლიტერატურის იმ მასწავლებლებს, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს, სოციალურ პლატფორმაზე განთავსებული კომენტარების მიხედვით.

ქუთაისის ფილიალში შეირჩა ქუთაისის #30 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა კახიძე, რომელმაც ღია გაკვეთილი ჩაატარა ზემოაღნიშნული წიგნის მაღაზიაში.

ბავშვებთან ერთად აქტივობებში დიდი ხალისით ჩაერთვნენ მაღაზიის კონსულტანტებიც. მადლობას ვუხდით სულალაკაურის წიგნების მაღაზიას ამ შესაძლებლობისთვის!


სახელმწიფო ენის დღე

დასრულდა ხუთთვიანი პროექტი, რომელიც ეძღვნებოდა სახელმწიფო ენის დღეს და რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მასწავლებლები. პროექტში ჩართული იყო ქუთაისის #14, #24,#32და #30 სკოლები. დასკვნით ეტაპზე, 12 აპრილს, 14:00 საათზე სსიპ ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში გაიმართა კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იყო კვლევის ანგარიში და საინტერესო თემები

ენასთან დაკავშირებით.

კონფერენციას ესწრებოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ფილოლოგიის დოქტორი, ქართული ენის მიმართულების ასისტ. პროფესორი თამარ ნინიძე. თემები საკმაოდ საინტერესო იყო და ეხმიანებოდა იმ პრობლემებს, რომელთა წინაშე დგას ქართული ენა.

მადლობას ვუხდით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ჩართულ სკოლებს, მათ მასწავლებლებს, მონაწილე მოსწავლეებს, დამსწრე საზოგადოებას თანადგომისთვის და გულშემატკივრობისთვის.