მუსიკალური პაუზა

მუსიკის როლი ადამიანის ცხოვრებაში იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე თითეულ ჩვენგანს წარმოუდგენია. მუსიკას უდიდესი წვლილი შეაქვს ბავშვის ესთეტიკურ აღზრდაში. სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის 🎸🎻🎹❤️მცირე ასაკიდანვე დაუფლება კი ხელს უწყობს იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელიც მოზარდს ეხმარება სხვადასხვა საგნის უკეთ ათვისებაში. მუსიკასთან ხშირი ურთიერთობა აყალიბებს სწორ მუსიკალურ გემოვნებას, ასწავლის ბავშვს თვითგამოხატვას, აძლევს საკუთარი ნიჭის რეალიზაციის საშუალებას.

🎹🎶🎸🎙🎸 ,,მუსიკალური პაუზა” -ასე უწოდეს მოსწავლეებმა პროექტს, რომლის ფარგლებშიც 30 -ე სკოლაში 3 დეკემბრის, ერთი ჩვეულებრივი დღის 5 წუთიანი შესვენებები , კულტურულ, ხალისიან გართობად გადაიქცა.

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას ეუფლებიან, წარმოგვიდგინეს მრავალფეროვანი ჟანრის მუსიკალური კომპოზიციები: შეასრულეს როგორც კლასიკური, ხალხური, ასევე თანამედროვე ჟანრის სიმღერები და მელოდიები.

მათივე აზრით ასეთი დღეები მრავლად უნდა დაიგეგმოს, რომ სასწავლო პროცესი გახდეს კიდევ უფრო საინტერესო სასიამოვნო, სახალისო დასვენებების მოლოდინით…

პროექტის იდეის ავტორი გახლდათ თავად 30-ე სკოლის დირექტორი, ბ-ნი მიხეილ გიორგაძე, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა დახვეწილი მუსიკალური გემოვნებით.

პროექტი განახორციელა ამავე სკოლის მუსიკის პედაგოგმა თინათინ გამეზარდაშვილმა.