სკოლას აქვს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით წარმართვისთვის. საკლასო ოთახები  აღჭურვილია კომპიუტერებით, მონიტორებით და პროექტორებით. ასევე  სკოლას აქვს მოძრავი პროექტორები, რომლებიც გამოიყენება საჭიროებისამებრ. მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ელექტრონული რესურსებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში თავად შექმნან ელექტრონული რესურსი.

სკოლას აქვს კომპიუტერული ლაბორატორია. მოსწავლეებს აქვთ თანაბარი ხელმისაწვდომობა კომპიუტერულ ლაბორატორიაზე. კომპიუტერულ ლაბორატორიაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსები. კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილები ტარდება კომპიუტერულ ლაბორატორიაში. გარდა ამისა, სხვადასხვა საგნის კურიკულუმის შესაბამისად, კომპიუტერული ლაბორატორია და საკლასო ოთახებში არსებული ტექნიკა საშუალებას იძლევა სასწავლო პროცესი დაიგეგმოს და წარიმართოს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.