„ პასუხი ოკუპაციას „

1921  წლის 25 თებერვალი…თბილისი რუსეთის მე 11 წითელმა არმიამ  დაიკავა. „რუსულ ჩექმას „ საქართველოში ვაი ქართველი სერგო ორჯონიკიძე შემოუძღვა.საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და ჩვენი ქვეყანა საბჭოთა იმპერიის ნაწილი გახდა. სასტიკ რეპრესიებს ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. წითელმა ოკუპანტურმა პოლიტიკამ დაიწყო ქართული ისტორიის გაყალბება. ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს  აყალბებდნენ ისტორიას. 23 თებერვალი საქართველოში ზეიმის დღედ აქციეს. 30 – სკოლა ყოველთვის დგას ეროვნული მიზნების სადარაჯოზე. საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებითა და მონაწილეობით მოეწყო ოკუპაციის კვირეული. მოეწყო საინფორმაციო შეხვედრები, მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები. 25თებერვალს მე 9 კლასელთა გუნდი საოკუპაციო მუზეუმს ესტუმრა. საბჭოთა ხელისუფლების მიერ იავარქმნილ თავისუფლებას თვალებში ჩახედნენ ბავშვებმა და ყველაზე გულწრფელი რაც მათი გამოხატეს იყო სიტყვები „ არა რუსულ ოკუპაციას ….“

 

 

 

გარდატეხის ასაკი მოზარდების განვითარების კრიზისული პერიოდია ,რადგან თავისებურად იცვლება ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა,ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარება. ეს პერიოდი გარდატეხაა ბავშვობიდან მოზრდილობაში და თუ როგორ გაივლის მას ბავშვი,როგორ დაუჭერენ მხარს ოჯახსა და სკოლაში,როგორი გამოცდილებით გამოვა ამ პერიოდიდან უკვე ჩამოყალიბებულ პიროვნებად ეს იმ გარემოზეა დამოკიდებული,სადაც მისი აღზრდა-განვითარება მიმდინარეობს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით 19 თებერვალს მერვეკლასელთა სამოქალაქო კლუბში “მომავლის შვიდი ფერი” ( ხელმძღვანელი თამარი კვარაკვახიძე ) გაიმართა სკოლის ექიმის ვერიკო ლობჟანიძის შეხვედრა ,რომელმაც მოსწავლეებს წარუდგინა საინტერესო პრეზენტაცია გარდატეხის ასაკის თავისებურებების ,გამომწვევი მიზეზების და შედეგების შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელმა და ექიმმა გამართეს მოსწავლეებთან დისკუსია ,გაუზიარეს პირადი გამოცდილება ,მისცეს მათ რჩევები ,თუ როგორ უნდა გაიარონ ეს პერიოდი უმტკივნეულოდ, რა არის საჭირო იმისთვის,რომ სწორად წარიმართოს მათი ფსიქო-ემოციური განვითარება . კლუბის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სადისკუსიო თემაში და პირადი მაგალითებიც მოიყვანეს. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და ვფიქრობთ მსგავსი სახის საუბრები სისტემატურად არის ჩვენი მოზარდებისთვის აუცილებელი ,რათა უფრო ხშირად მოვუსმინოთ მათ პრობლემებს ,განცდებს და საჭიროებებს. აქტიური მოსმენა და მხარდაჭერა ერთ-ერთი მძლავრი იარაღია მშობლებისა და მასწავლებლის ხელში გარდატეხის ასაკის მქონე ბავშვებთან ჯანსაღი ურთიერთობისთვის.