13 ოქტომბერს ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ პროცესში. მათ თავიანთი კლასების წინაშე წარადგინეს კანდიდატურები და გააცნეს პროგრამები. თითოეულმა ჯგუფმა აირჩია თავიანთი წარმომადგენელი თვითმართველობაში. არჩევნებმა ჩაირა მშვიდ გარემოში, მოსწავლეთა მხრიდანან იყო იყო კონკურენცია და დიდი მოტიავაციაც. სკოლის თვითმართველობის თავჯდომარდ კი აირჩიეს მარიეტა კირკიტაძე.


5 ოქტომბერი – მასწავლებლის დღე!

ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე ორიგინალურად აღინიშნა. ქართულის კათედრის ინიციატივით მოსწავლეებმა მასწავლებლებს წერილები მისწერეს, რომლითაც გამოხატეს თავიანთი მადლიერება, პატივისცემა და სიყვარული.

მეტად ამაღელვებელი

და სახალისო აღმოჩნდა წერილების გადაცემის პროცესი, კერძოდ, მასწავლებლებს წერილები სკოლის დერეფნის

ფოიეში მდგარ ხეებზე უნდა მოეძებნათ, რამაც დიდი აჟიოტაჟი და სიხალისე გამოიწვია.

აქვე აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს მათი თვალით აღქმული მასწავლებელთა პორტრეტები უნდა დაეხატათ, რაც ასევე ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა.

დღეს, ასევე მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლის სააქტო დარბაზში დირექტორის,მიხეილ გიორგაძის, ინიციატივით გაიმართა დებატები თემაზე:მასწავლებელი.მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა. ბავშვებმა ისაუბრეს რა მოსწონთ მასწავლებლის პროფესიაში ,როგორია მათთვის კარგი მასწავლებელი,რა არ მოსწონთ.თავის მხრივ,მასწავლებლებმაც ისაუბრეს იმ სირთულეებზე, რასაც აწყდებიან სწავლებისა და მოსწავლეებთან ურთიერთობის პროცესში.ბავშვები სვამდნენ შეკითხვებს. მასწავლებლები პასუხობდნენ.დებატები ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.გამოიკვეთა პრობლემებიც და მათი გადაჭრის გზებიც. დებატმა წარმატებით ჩაიარა.