“დავითობა” ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში


30 საჯარო სკოლაში გაიმართა საგნის “მეწარმეობის საფუძვლების” X კლასის მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, რომლის მიზანია, მოსწავლეებს ხელი შეუწყოს და გამოუმუშავოს მეწარმეობის პრაქტიკული უნარ– ჩვევები, გააცნოს მათ ბიზნესის და ეკონომიკის საფუძვლები მოქმედებაში (პრაქტიკაში), დაანახოს თავისუფალი მეწარმეობის ღირსებები, გაუჩინოს პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილი და აქციოს ისინი თავისუფალ მოქალაქეებად დემოკრატიული საბაზრო ეკონომიკის საქართველოში. მხარდაჭერისთვის მინი კომპანიები მადლობას უხდიან სკოლის დირექციას და ჯუნიორ ეჩივმენტს, რომლის პროგრამის ფარგლებშიც ხორციელდება აღნიშნული საგნის სწავლება.