„ თავისუფალი , ლაღი , ბედნიერი მომავალი თაობა წარმატებული საზოგადოების გარანტიაა „

სსიპ 30 ე საჯარო სკოლაში „ მშობელთა ჩართულობის პროექტის „ ფარგლებში ჩატარდა კომპლექსური დავალება V / ა კლასში „მეგრულ- იმერული სამზარეულო „. მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს საქართველოს ისტორიულ ეთნოგრაფიული მხარეების: სამეგრელოსა და იმერეთის ტრადიციები, გააკეთეს მეგრულ-იმერული სტუმართ- მასპინძლობის ინსცენირება. მშობლების მონაწილეობით წარმოადგინეს მეგრული და იმერული ტრადიციული კერძები.

განათლების პროცესში მშობლების მონაწილეობისას იცვლება მოსწავლეთა ემოციური მხარე და პიროვნული თვისებები, ბავშვები ხდებიან უფრო თავდაჯერებულნი, მოტივირებულნი. მშობლის აქტიური მონაწილეობა სასკოლო და სასწავლო პროცესში ეხმარება ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების აღმოჩენაში. საოცარი ურთიერთთანამშრომლობა გამოავლინეს V /ა კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა. სწორედ ეს პროცესები უწყობს ხელს სკოლასა და მშობლებს შორის ნდობის გაზრდას , ემპათიას მასწავლებლების მიმართ. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი აისახება პოზიტიურ სასკოლო გარემოსა და მოსწავლეთა მიღწევებზე.

  ფრანკოფონია 2023 წლის კონკურსში  გამარჯვებული ფრანკოფონი მოსწავლეების და მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

   ფრანკოფონია 2023 ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციამ ჩაატარა ინდივიდუალური კონკურსი 13-16 წლის ასაკის მოსწავლეებისთვის – “ათი რამ სპორტის შესახებ ფრანკოფონულ ქვეყანაში”.

  სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლის 2 მოსწავლემ კონკურსში  საპატიო საპრიზო ადგილები დაიკავეს.     

II ადგილი -XI  კლასის მოსწავლე, მარიამ ბენიძე ( ფრანგული ენის მასწავლებელი : ქეთევან ხვედელიძე )

III  ადგილი –  IX კლასის მოსწავლე ეკა ჭულუხაძემ ( ფრანგული ენის მასწავლებელი: ნესტან ხვედელიძე) . მოსწავლეთა შექმნილი ნამუშევრები ატვირთულია Youtube-ზე.

  28 მარტს, ბატონმა რიშარ რეკენამ, საფრანგეთის საელჩოს პირველმა მრჩეველმა, მონაწილეობა მიიღო ფრანკოფონია 2023-ის კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უმასპინძლა.

   ბ-ნმა რეკენამ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს კონკურსებში მონაწილეობისთვის და ფრანგული ენისა და კულტურით დაინტერესებისთვის, ასევე ფრანკოფონია 2023-ის აღნიშვნაში მონაწილე ყველა პარტნიორსა და სპონსორს.                                                           კონკურსში გამარჯვებული  მოსწავლეები და მათი მათი მასწავლებლები დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.  

  ფრანკოფონიის აქტივობები ისევ გრძელდება, წარმატებები ჩვენი სკოლის ფრანკოფონ მოსწავლეებს.                                                 


21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა ❤💛💚💙💜👫🎗დღეს, 30-ე საჯარო სკოლაში მე-7 კლასელთა სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები ,სამოქალაქო განათლების პედაგოგის- თამუნა კვარაკვახიძის ხელმძღვანელობით და სპეც.მასწავლებლის რუსო კაპანაძის მხარდაჭერით ,დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს გამოეხმაურნენ, დევიზით “მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან” 💚🫂მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო პოსტერები და ვიდეორგოლები. მათი მიზანი იყო სასკოლო თემის ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ და ამ ადამიანების უფლებების დაცვასა და მათი მხარდაჭერის საჭიროებებზე აქცენტის გაკეთება. ჩვენ ვირჩევთ თანასწორობას,სიყვარულსა და უპირობო მეგობრობას 👫🎗💚