16 მაისს სსიპ ქუთაისის 30 საჯარო სკოლის მე-9 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს “აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მოსწავლეთა რეგიონულ სამეცნიერო კონფერენციაში ქიმიაში”. მომხსენებლებმა წარმატებით წარადგინეს თემა და მიიღეს საჩუქრები უნივერსიტეტისგან. სკოლის დირექტორმა- ბატონმა მიხეილ გიორგაძემ პირადად მიულოცა მონაწილეებს მიღწეული წარმატება.


ს.ს.ი.პ. ქ. ქუთაისის #30 საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ – მარიამ ბენიძემ და მარიეტა კილაძემ მოახერხეს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საფინალო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოეპოვებინათ, ფრანგული ენის მიმართულებით. თავისუფალმა უნივერსიტეტმა კი ოლიმპიადის ფინალისტებს შესთავაზა ბაზალეთის ტრენინგ-ცენტრში ბანაკის ტიპის შეკრებაში მონაწილეობა. ბანაკის მონაწილეებმა აქტიურად მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით, გასართობ და ინტელექტუალურ (რა?სად?როდის?) თამაშებში მონაწილეობა. მათ ჩაუტარდათ თავისუფალი უნივერსიტეტის გაცნობითი შეხვედრები, ამავე უნივერსიტეტის სხვადასხვა სკოლასა და პროგრამაზე ორიენტირებული შეხვედრები (ფილოსოფია, მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები, სამართალი, Libri Magni და სხვა), საინტერესო ლექციები სხვადასხვა სფეროზე (კონსტიტუციური პატრიოტიზმი, ფილოსოფიის საფუძვლები და სხვა). აღნიშნული ბანაკის ტიპის შეკრება გაიმართა 7-9 მაისს და იგი კახა ბენდუქიძის სახელობის კამპუსის შემადგენელ ბაზალეთის ტრენინგ-ცენტრში ჩატარდა.


სსიპ ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში წარჩინებულ მოსწავლეებს პროექტ „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში კომპიუტერები გადაეცათ.

საპატიო სტუმრები საქართველოს ფრანგული ინსტიტუტიდან,  სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში,

2023 წლის 12 აპრილს,  სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში სტუმრად იმყოფებოდნენ:  საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ლინგვისტური და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი, ქეთევან ქუციკიძე.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, სააგენტო კამპუს ფრანსის წარმომადგენელი, ნათია მსხალაძე,

და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის კანადელი სტაჟიორი იანა მანევსკა.

  სტუმრებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლის დირექტორმა, ბ. მიხეილ გიორგაძემ და  დირექტორის მოადგილემ ბ. დავით ჟორჟოლიანმა.

 ვიზიტის მიზანი იყო,  სკოლაში ფრანგული ენის სწავლების პერსპექტივების გათვალისწინებით,  შეხვედრა  უფროსკლასელ მოსწავლეებთან (მე-9 კლასი და ზევით ყველა მოსწავლე, თუნდაც არ სწავლობდეს ფრანგულ ენას), მათთვის  ინფორმაციის მიწოდება  ფრანგული ენის სწავლების მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე და საფრანგეთში სწავლის შესაძლებლობებზე.

   საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, სააგენტო კამპუს ფრანსის წარმომადგენელმა, ნათია მსხალაძემ  წარმოადგინა  პრეზენტაცია:  სწავლა საფრანგეთში: გაცვლითი პროგრამები, ფრანგულენოვანი და ინგლისურენოვანი საუნივერსიტეტო პროგრამები, სტიპენდიები.

 უნივერსიტეტი პარი-საკლეს და ფრანგული ინსტიტუტის კონკურსი ფიზიკის დარგში უფროსკლასელებისა და სტუდენტებისთვის (ინგლისურ ენაზე), რომლის გამარჯვებული კანდიდატებიც გაემგზავრებიან 1 კვირით სამეცნიერო ცენტრების მოსანახულებლად საფრანგეთსა და შვეიცარიაში.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ლინგვისტური და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორმა,  ქეთევან ქურციკიძემ წარმოადგინა  პრეზენტაცია: ფრანგული ენის გამოცდები და პერსპექტივები.

  მოსწავლეების დასმულ შეკითხვებს უპასუხა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის კანადელმა  სტაჟიორმა იანა მანევსკამ.   მან ხაზი გაუსვა ფრანგული ენის  გამოყენების მრავალმხრივ შესაძლებლობებს.

  შეხვედრა  კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

   ფრანკოფონია 2023 ფარგლებში  ერთ-ერთი  საინტერესო და  სახალისო აქტივობა განახორციელა  საქართველოში ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობისა და განვითარების ფონდ ,, მოლიერის” ბენეფიციარი კლასების მოსწავლეებისთვის, ფრანგული ენის მასწავლებელმა ქეთევან ხვედელიძემ.  აქტივობის მიზანი იყო, მოსწავლეთათვის  ფრანგული ენის პოპულარიზაცია და მოტივაციის ამაღლება.

  ვიქტორინაში მონაწილე მოსწავლეებს, ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა გადასცეს სერტიფიკატები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.