9 ივნისს სსიპ ქუთაისის  30-ე საჯარო სკოლის ეზოში მოეწყო დასუფთავების დღე  7² კლასის მოსწავლეების და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის თამარ კვარაკვახიძის მიერ. მოსწავლეებმა თავად გამოთქვეს  სურვილი მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობის და მასწავლებელთან ერთად შეარჩიეს  შეარჩიეს მათთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო  თემა  გარემოს დაცვა . ჩვენი მიზანი იყო მოსწავლეების მიერ ეკოლოგიისა და მოხალისეობის  შესახებ შეძენილი  ფაქტობრივი ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება , ბუნების დაცვისა და მასზე ზრუნვის  აუცილებლობის გაცნობიერება ,სასკოლო საზოგადოებისთვის მაგალითის მიცემა ,რომ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნა თითოეული ჩვენგანის ქმედებასა და პასუხისმგებლობაზეა  დამოკიდებული. აღნიშნულმა აქტივობამ  ნაყოფიერად ჩაიარა.


8 ივნისს 30-ე საჯარო სკოლის 11³ კლასის მოსწავლეებმა მარიამ ბენიძემ და მარიეტა კილაძემ 9¹ კლასში ჩაატარეს შემეცნებითი და ამასთანავე სახალისო სამაგიდო თამაში “ევროპის გზა ” 🇪🇺🇬🇪თამაშის წინ კი წარადგინეს საინტერესო პრეზენტაცია შემდეგ თემებზე: 📌ევროკავშირის შექმნის მიზანი და ისტორია; 📌ინსტიტუტები და ღირებულებები; 📌ევროკავშირში საქართველოს ეტაპობრივი ინტეგრაცია, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტები და შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის; 📌ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ჩვენი მიზანი იყო ევროინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება მათთვის სახალისო აქტივობის გზით . მადლობა ჩვენს მოსწავლეებს გამოჩენილი აქტიურობისთვის . (ხელმძღვანელი თამარ კვარაკვახიძე). სსიპ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა / Kutaisi N30 public school #საქართველოსმომავალიევროკავშირშია 🇬🇪🇪🇺