სსიპ ქ. ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში ორიგინალურად აღინიშნა 27 ოქტომბერი – მასწავლებლის ეროვნული დღე. ჩატარდა რამდენიმე ღირებული, სახალისო და საინტერესო აქტივობა: აქტივობა 1. 1. კონკურსი ,,ვწერ მოთხრობას” (VII-XII კლასი) რომლის მიზანიც გახლდათ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა. მოსწავლეებს ჰქონდათ შეთავაზებული თემა ,,მასწავლებლის პროფესია”. გამოვლინდა სამი გამარჯვებული”: I ადგილი: ნომინაცია ,,საუკეთესო მთხრობელი” გამარჯვებული – ბარბარე მამასახლისი II ადგილი: ნიმინაცია ,,საინტერესო მთხრობელი” გამარჯვებული – მარიამ ჯუმალი III ადგილი: ნომინაცია ,,ორიგინალური იდეა” გამარჯვებული – თამარ ხელაძე აქტივობა 2. საყურადღებო ფაქტია, რომ ქართულის კათედრის ინიციატივით, მოსწავლეებმა მასწავლებლებს წერილები მისწერეს, რომლითაც გამოხატეს თავიანთი მადლიერება, პატივისცემა და სიყვარული. მეტად ამაღელვებელი და სახალისო აღმოჩნდა წერილების გადაცემის პროცესი, კერძოდ, მასწავლებლებს წერილები სკოლის დერეფნის ფოიეში მდგარ ხეებზე უნდა მოეძებნათ, რამაც დიდი აჟიოტაჟი და სიხალისე გამოიწვია. აქვე აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს მათი თვალით დანახულ მასწავლებელთა პორტრეტები უნდა დაეხატათ, რაც ასევე ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა. აქტივობა 3. ლიტერატურული კლუბის წევრებმა, მასწავლებლებლის დღესთან დაკავშირებით, პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, რომელზეც ეწერა ,,მადლობა მასწავლებელო”. აქტივობა 4. დაწყებითის კათედრის პედაგოგებმა მოსწავლეებს მარაოები დაამზადებინეს , რომელზეც იაკობ გოგებაშვილის დღესთან დაკავშირებით, სიმბოლურად გამოსახული იყო ,,აი ია” . აქტივობა 5. მე-5 გ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან – ნინო დეისაძესთან ერთად, სკოლის დერეფანში შეასრულეს სიმღერა ,,მასწავლებელი”. აქტივობა 6. პირველკლასელებმა განახორციელეს აქტივობა ,,ანბანის შემობრძანება” , რომლის მიზანიც იყო ქართული ანბანის გაცნობა.