საქართველოს სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით, სულაკაურის წიგნის მაღაზიამ გადაწყვიტა, რომ, 14 აპრილს, მასწავლებლებისთვის განსხვავებული გაკვეთილის ჩატარების შესაძლებლობა მიეცა, განსხვავებულ და ფერად გარემოში, რისთვისაც წიგნის მაღაზიების სივრცე დაუთმო ქართული ენისა და ლიტერატურის იმ მასწავლებლებს, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს, სოციალურ პლატფორმაზე განთავსებული კომენტარების მიხედვით.

ქუთაისის ფილიალში შეირჩა ქუთაისის #30 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა კახიძე, რომელმაც ღია გაკვეთილი ჩაატარა ზემოაღნიშნული წიგნის მაღაზიაში.

ბავშვებთან ერთად აქტივობებში დიდი ხალისით ჩაერთვნენ მაღაზიის კონსულტანტებიც. მადლობას ვუხდით სულალაკაურის წიგნების მაღაზიას ამ შესაძლებლობისთვის!


სახელმწიფო ენის დღე

დასრულდა ხუთთვიანი პროექტი, რომელიც ეძღვნებოდა სახელმწიფო ენის დღეს და რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მასწავლებლები. პროექტში ჩართული იყო ქუთაისის #14, #24,#32და #30 სკოლები. დასკვნით ეტაპზე, 12 აპრილს, 14:00 საათზე სსიპ ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში გაიმართა კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იყო კვლევის ანგარიში და საინტერესო თემები

ენასთან დაკავშირებით.

კონფერენციას ესწრებოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ფილოლოგიის დოქტორი, ქართული ენის მიმართულების ასისტ. პროფესორი თამარ ნინიძე. თემები საკმაოდ საინტერესო იყო და ეხმიანებოდა იმ პრობლემებს, რომელთა წინაშე დგას ქართული ენა.

მადლობას ვუხდით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ჩართულ სკოლებს, მათ მასწავლებლებს, მონაწილე მოსწავლეებს, დამსწრე საზოგადოებას თანადგომისთვის და გულშემატკივრობისთვის.