შემუშავებულია
სსიპ ქ. ქუთაისის N 30 საჯარო სკოლის დირექტორის მონაწილეობით
შეთანხმებულია
სსიპ ქ. ქუთაისის N 30 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთან
დამტკიცებულია
სსიპ ქ. ქუთაისის N 30 საჯარო სკოლის პედაგოგიურ საბჭოზე
____________________________________
სსიპ ქ. ქუთაისის N 30 საჯარო სკოლის
სასკოლო სასწავლო გეგმა
2025-2026 სასწ.წელი
შინაარსი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფილოსოფია. 4
პრინციპები, რომლებსაც ეყრდნობა სასწავლო პროცესი. 5
პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა. 13
ტრანზიციის მხარდამჭერი აქტივობები. 15
სკოლის განვითარების ხელშემწყობი პროცესების აღწერა. 17
სტრატეგიული გეგმის განვითარება. 17
პერსონალის მართვა და განვითარება. 18
ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება. 18
მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა. 19
მოსწავლეთა აღზრდისა და მხარდაჭერის სისტემები. 20
შესავალი
2025-2026 სასწავლო წლის სკოლის სასწავლო გეგმა შემუშავებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე – დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს, საბაზო საფეხური – VII-X კლასებს, ხოლო საშუალო საფეხური- XI-XII კლასებს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფილოსოფია
მისიაა – სსიპ ქალაქ ქუთაისის N 30 საჯარო სკოლის მისია ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლისთვის უსაფრთხო, ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთანამშრომლობასა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული პოზიტიური გარემოს შექმნას. აღზარდოს ეროვნული ინტერესების დამცველი , ტოლერანტი, მულტიკულტურული და კანონმორჩილი მოქალაქე. განუვითაროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება. მოსწავლეს დაანახოს მისი როლი გარემოს დაცვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. მისცეს შესაბამისი განათლება, რათა მომავალში შეძლოს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა , პროფესიის სწორად არჩევა და გახადოს საზოგადოების ღირსეული წევრი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა
ჩვენი სკოლა იქნება ადგილი, სადაც ურთიერთშეთანხმებისა და თანასწორობის საფუძველზე გამოვავლენთ ჩვენს უნარებს, ვისწავლით დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, რათა შევქმნათ ტოლერანტული გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სამომავლოს მიზნებისკენ სწრაფვას და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები
- განსხვავებული აზრის პატივისცემა, ტოლერანტობა, მოსწავლეთათვის თანასწორობის განცდის ჩამოყალიბება, დემოკრატიული ფასეულობებისადმი პატივისცემა, ინიციატივების სწორი შეფასება
- თანასწორობის პრინციპების გააზრება – რომელიც გულისხმობს, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილების მიუხედავად თანასწორუფლებიანობის უნარის განვითარებას
- სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის დაცულობა – რომელიც გულისხმობს მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; გამჭირვალობა, საჯაროობა , მიუკერძოებლობა და სამართლიანობა ყველა წევრის მიმართ
- ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბება – რომელიც გულისხმობს, ინდივიდუალური მიდგომების გამოყენებას ნებისმიერი ტიპის მოსწავლისთვის, მათი საჭიროებების, შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით
- პროფესიული ზრდა და განვითარება – რომელიც გულისხმობს, თანამედროვე ლიტერატურის, კვლევების, ინოვაციური მიდგომების გაცნობას და დანერგვას სასწავლო პროცესში, არსებული ცოდნის გამოყენებას საკუთარი პროფესიული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. პროფესიონალიზმს, საქმის სიყვარულს და ერთგულებას
- თანშმრომლობითი გარემოს ჩამოყალიბება – რომელიც გულისხმობს, კოლეგების მხარდაჭერას პროფესიულ განვითარებაში, კოლეგიალობის ფორმის გაღრმავებას
- ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთკავშირი – რომელიც გულისხმობს, ეროვნული მიზნების მისაღწევად, გარდა კურიკულუმით დაგეგმილი პროცესებისა სხვა აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიზნები
- ადმინისტრაციული საქმიანობის გაუმჯობესება და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
- სწავლა – სწავლების ხარისხის ამაღლება;
- თვითშეფასების სისტემის ჩამოყალიბება;
- უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო და სასწავლო გარემოს შექმნა;
- მშობელთა ჩართულობა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში;
- სწავლებისა და აღზრდის საქმეში მასტიმულირებელი ბერკეტების მოძიება და გამოყენება.
- ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სკოლის კომპიუტერიზაცია;
- მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება და აღჭურვა;
- სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება;
- სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით.
პრინციპები, რომლებსაც ეყრდნობა სასწავლო პროცესი
სკოლა უზრუნველყოფს:
ა) სიღრმისეულ სწავლას;
ბ) პოზიტიურ სასწავლო გარემოს;
გ) ინკლუზიურ განათლებას.
1.სიღრმისეული სწავლა-სწავლება გულისხმობს:
ა) მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას;
ბ) ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას;
გ) ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას;
დ) სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა);
ე) მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის შეძენას.
2. სკოლა უზრუნველყოფს პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას, რომელშიც მოსწავლე თავს გრძნობს ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხოდ და ახერხებს შემდეგი ფუნქციურ-კომპონენტური უნარების გამოვლენა-განვითარებას:
| კრიტიკული აზროვნება | მოსწავლეს ეძლევა ფაქტების ანალიზის, იდეების გენერირებისა და ორგანიზების, მოსაზრებების დაცვის, შედარების, დასკვნების გამოტანის, არგუმენტების შეფასებისა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა; |
| შემოქმედებითი აზროვნება | მოსწავლეს ეძლევა საშუალება შეაფასოს პრობლემა და გამოწვევა სხვადასხვა პერსპექტივიდან, ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პასუხები და ხედვები, დაგეგმოს და შეიმუშაოს პრობლემის გადაჭრის საკუთარი მოდელი; |
| თანამშრომლობა | მოსწავლეს ეძლევა საშუალება წარმატებით იმუშაოს სხვებთან ერთად საერთო მიზნის მისაღწევად. გაიაზროს საერთო პასუხისმგებლობა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასთან ერთად. გააცნობიეროს გუნდური მუშაობის პრინციპები და ურთიერთობის ფორმები; |
| კომუნიკაცია | მოსწავლეს ეძლევა საშუალება დაამყაროს მიზნობრივი ურთიერთობა სხვებთან და გამოხატოს საკუთარი თავი, როგორც ვერბალურად, ასევე არავერბალურად კულტურისა და სიტუაციის შესაბამისად; იყოს აქტიური, კეთილგანწყობილი, ემპათიური მსმენელი, განახორციელოს უკუკავშირი და რეფლექსია; გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა კომუნიკაციის პროცესში; |
| ხასიათი/ნებელობა | მოსწავლეს ეძლევა საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების შესწავლის, იდენტობის გააზრების, სწავლის პროცესის მართვის შესაძლებლობა. მხარდაჭერილია მოსწავლის პიროვნული ზრდის მოთხოვნილებები და წახალისებულია მისი თვითაქტუალიზაციის პროცესი; სწავლის პროცესის მონიტორინგი – დაფიქრება სწავლის პროცესზე, იმ პირობების და ფაქტორების ამოცნობა, რომლებიც ხელს უწყობს ან აფერხებს წინსვლას, სათანადო ზომების მიღება წინსვლის ხელშესაწყობად; თვითშეფასება ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად, სუსტი მხარეების გასაძლიერებლად გზების დასახვა; |
| მოქალაქეობა | მოსწავლეს ეძლევა საშუალება სხვათა ღირებულებებისა და ფასეულობების გათვალისწინებით იმსჯელოს და იფიქროს იმ გლობალური/კომპლექსური საკითხების გაანალიზებასა და მოგვარებაზე, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანისა და გარემოს მდგრადობაზე. გააცნობიეროს უნივერსალური ეთიკის პრინციპები და ინდივიდის როლი და თანაშემოქმედებითობა საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. |
3. ინკლუზიური განათლება გულისხმობს:
ა) ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვას;
ბ) მრავალფეროვნების დაფასებას;
გ) რესურსების თანაბრად განაწილების პოლიტიკას;
დ) დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასებას;
ე) ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს; სწავლა-სწავლების პროცესში სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენებას;
ვ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლისთვის დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას;
ზ) მოსწავლის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი საგანმანათლებლო გამოცდილების მართვაში; განივითაროს საკუთარი პოტენციალი და გახდეს მის გარშემო მიმდინარე პროცესების აქტიური მონაწილე;
თ) სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თავს უნდა გრძნობდეს სასკოლო თემის ნაწილად და საკუთარი წვლილი შეჰქონდეს მის განვითარებაში.
ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები
მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ცდილობს სწავლა-სწავლების დროს მაქსიმალურად გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ყველა მოსწავლე უნიკალური და განსხვავებულია თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, ნიჭით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით.
სკოლაში სწავლა მიმდინარეობს გარემოში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა და ინტერაქციას, სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და არის პასუხისმგებელი საკუთარ სწავლასა და განვითარებაზე.
სწავლა არის ცოდნის აგების პროცესი, რომელშიც მოსწავლე აქტიურად არის ჩართული და რომელიც ეფუძნება მოსწავლის არსებულ ცოდნას, გამოცდილებას და შეხედულებებს.
სწავლა-სწავლების პროცესში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა
სკოლაში არ ხდება მოსწავლეების განაწილება კლასებში აკადემიური მოსწრების მიხედვით.
განვითარების თანაბარი შესაძლებლობის მისაცემად სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს.
სასწავლო პროცესის მრავალფეროვნება გულისხმობს მრავალგვარი მეთოდის, მიდგომის, სტრატეგიის, პრობლემათა გადაჭრის გზებისა თუ აქტივობათა ტიპების გამოყენებას.
მოსწავლის მოტივაციის გაზრდა
მოსწავლის მოტივაციის გაზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი სწავლების პროცესში ცდილობს მაქსიმალურად გაზარდოს თითოეული მოსწავლის მოტივაცია. სკოლის მასწავლებლების პრიორიტეტი მოსწავლეთა წინსვლის ხელშეწყობაა და არა მათი შედეგების განსჯა-შეფასება. პედაგოგები ცდილობენ მოსწავლეებს გააგებინონ, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება, დაარწმუნონ მის საჭიროებაში. დაანახონ კავშირი სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის.
დისციპლინა
სკოლა ცდილობს განუვითაროს მოსწავლეებს საკუთარი მოვალეობების გააზრების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უნარ-ჩვევები. სკოლის მასწავლებელთა მაგალითი გადამწყვეტია სკოლაში მშვიდი და საქმიანი გარემოს შესაქმნელად; ადმინისტრაციული ზომები, რომლებსაც სკოლა იყენებს მოსწავლეებისადმი დისციპლინური ღონისძიებების გატარებისას ისეა დადგენილი, რომ მოსწავლეთა ღირსება არ შეილახოს და ეყრდნობა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს; „მოსწავლის ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №79/ნ ბრძანებას (შემდგომში – მოსწავლის ქცევის კოდექსი); სკოლის შინაგანაწესს და უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს.
მოსწავლეთა ჩართულობა
თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მოითხოვს მოსწავლეების მხრიდან განსაკუთრებულ აქტიურობას. ეს გულისხმობს ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ არა მხოლოდ აქტიურ მონაწილეობას განათლების მიღების პროცესში, არამედ თანატოლების სწავლის პროცესში თანამონაწილეობასაც. გაკვეთილებზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში მონაწილეობისას, ღონისძიებების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთესად გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებაში და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.
საგნობრივი კათედრის მუშაობის პრინციპები
სსიპ ქალაქ ქუთაისის N 30 საჯაროსკოლაში მოქმედებს 7 საგნობრივი კათედრა, რომლებშიც გაერთიანებულია საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი:
- დაწყებითი (I-IV კლასების) კათედრა
- ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა
- საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა
- უცხოური ენების კათედრა
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა
- მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრა
- ესთეტიკური აღზრდის კათედრა
სკოლის საგნობრივი კათედრების შექმნის მიზანია კოორდინირება გაუწიოს საგნის ან საგნების სწავლებას, იზრუნოს კეთედრის წევრი მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე, ხელი შეუწყოს სკოლისათვის სასარგებლო აქტივობების დაგეგმვას და განხორცელებას. პროფესიული გამოცდილების გაზიარება, კვლევა, ერთობლივი დაგეგმვა სასწავლო პროცესის და პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილება და.ა.შ.), უზრუნველყოს კათედრის წევრების და სხვა საგნობრივ კათედრების სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ ინფორმირება; ახალი გამოწვევების და სიახლეების სასწავლო პროცესში დანერგვის მექანიზმების შემუშავება. განახორციელოს შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და იდენტიფიცირებული პრობლემების ანალიზი. ემსახუროს სკოლის ფილოსოფიისა და კათედრის დებულების განხორციელებას.
სსიპ ქალაქ ქუთაისის N 30 საჯარო სკოლას შემუშავებული აქვს კათედრის დებულება, რომელიც განსაზღვრავს კათედრის მიზნებსა და ამოცანებს, ფუნქციებს, თავმჯდომარის არჩევის წესს, კათედრის წევრების და თავმჯდომარის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციებს და სხვა. თითოეულ კათედრას წარმოდგენილი აქვს კათედრის სამოქმედო გეგმა. დანართი 1
შინ სწავლება
მშობლის/კანინიერი წარმომადგენლის მიმართვის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვის ან მეტი ვადით.
შინსწავლების დროს სკოლის მიერ შედგენილი განრიგის შესაბამისად, სკოლის მიერ განსაზღვრული მასწავლებელი, ახორციელებს მოსწავლესთან ვიზიტს ან დისტანციურად უტარებს გაკვეთილს; (შესაძლებელია განსაზღვრული მასწავლებლი არ ასწავლიდეს შინსწავლებაზე გადაყვანილ მოსწავლეს. ასევე, შესაძლებელია დისტანციური ჩართვა მოხდეს უშუალოდ საგაკვეთილო პროცესზე).
მოსწავლის შინსწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შინსწავლებაზე მყოფი მოსწავლისთვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნისთვის (გარდა სპორტის საგნობრივი ჯგუფით გათვალისწინებული საგნებისა) კვირაში მინიმუმ ერთი გაკვეთილის ჩატარებას.
მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების შეფასებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფიზიკური მდგომარეობა.
მოსწავლეთა რაოდენობა და განაყოფები
2025-2026 სასწავლო წლის საერთო კონტიგენტი 1707 მოსწავლე
| კლასი | პარალელის რაოდენობა | მოსწავლეთა რაოდენობა |
| I | 5 | 104 |
| II | 5 | 129 |
| III | 5 | 164 |
| IV | 5 | 135 |
| V | 6 | 158 |
| VI | 6 | 160 |
| VII | 5 | 160 |
| VIII | 5 | 145 |
| IX | 6 | 167 |
| X | 6 | 155 |
| XI | 5 | 132 |
| XII | 4 | 98 |
მეორე უცხო ენას მოსწავლეები ირჩევენ მეხუთე კლასიდან ფრანგულს ან რუსულს . ენები იყოფა კლასების მიხედვით და რუსულ-ფრანგული აღნიშნულ კლასებში შემოტანილია ნაკადებად .
V 1, V 2 , V 3 , V 4 , V 5 ,V 6 ფრანგულ-რუსული
VI 1 VI 2 VI 3 VI 4 VI 5 ფრანგულ-რუსული
VII 1 VII 2 VII 3 VII 4 VII 5 ფრანგულ-რუსული
VII 6 რუსული
VIII 1, VIII 3, VIII 6 ფრანგულ-რუსული
VIII 2, VIII 4 , VIII 5 რუსული
IX 1, IX 5 ფრანგულ-რუსული
IX 1, IX 3 , IX 4 რუსული
X 1 , X 2, X 3, X 4 ფრანგულ-რუსული
XI 1 , XI 2 ფრანგულ-რუსული
XI 3 რუსული
XII 1 , XII 2, XII 3 ფრანგულ-რუსული
სკოლას არჩევითი საგნების სახით არჩეული აქვს:
| კომპიუტერული მეცნიერებამეწარმეობის საფუძვლები | X კლასი |
| სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობასახელმწიფო და სამართალი | XI კლასი |
| სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა | XII კლასი |
ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლება გულისხმობს თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე
1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე (შემდგომში – სსსმ) არის მოსწავლე, რომელიც არის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, აგრეთვე მოსწავლე, რომელიც სასწავლო პროცესში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, აქვს სწავლასთან ან/და სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, გახანგრძლივებული სირთულეები ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მინიმალურ დონეზე ვერ აკმაყოფილებს;
2. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური შეზღუდვა;
ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;
გ) სწავლის უნარის დარღვევა;
დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
ე) ენა-მეტყველების განვითარების დარღვევა და კომუნიკაციის სირთულეები;
ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
ი) ენობრივი ბარიერის გამო გამოწვეული სირთულეები სწავლაში.
3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურება ხდება ინკლუზიური განათლების ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის მიერ გაცემული ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის საფუძველზე. ასევე, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის მიერ განისაზღვრება სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლების, შეფასების ალტერნატიული მეთოდების გამოყენების, დამატებითი სპეციალისტის მომსახურების, სასწავლო პროცესისა და გარემოს მისაწვდომობის უზრუნველყოფის საჭიროება.
4. ენობრივი ბარიერის გამო გამოწვეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლისათვის გეგმავს და ახორციელებს ქართული ენის შესწავლის ხელშემწყობ აქტივობებს.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია.
2. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი მიღწევის გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
5. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.
6. ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად უნდა განისაზღვროს:
ა) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო აქტივობები შერჩეულ საგანში/საგნებში;
ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას თითოეულ საგანში;
გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების გრაფიკი, ადგილი და ხანგრძლივობა;
დ) დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი;
ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი რესურსი (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო სხვა საგანმანათლებლო/განმავითარებელი რესურსი) და რესურსით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, მათ შორის, მშობელიც;
ვ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსები.
7. ისგ ჯგუფი, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის სწავლის დაწყებიდან ან/და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში ქმნის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები
1. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორც ფასდება ნებისმიერი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევა. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით ძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება მაღალი ქულით.
2. სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულები გამოითვლება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის.
3. ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია:
ა) სსსმ მოსწავლე გადავიდეს მომდევნო კლასში იმ შემთხვევაში, თუ ის, დასკვნის საფუძველზე, არ ესწრება ერთ ან რამდენიმე საგანს და არ აქვს შეფასება შესაბამის საგანში/საგნებში.
ბ) სსსმ მოსწავლის წლიური ქულა გამოანგარიშდეს საგნის/საგნების ერთი სემესტრის შეფასების საფუძველზე.
იმისათვის, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ (სსსმ) სკოლაში თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს:
- სკოლის შემოსასვლელში გაკეთებულია პანდუსი
- სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად, იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;
- მასწავლებელს, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტთან შეთანხმებით, საჭიროებისამებრ, შეეძლება სსსმ მოსწავლეს შეუცვალოს გაკვეთილები ან შეუმციროს რაოდენობა.
- მასწავლებელს შეეძლება საჭიროებისამებრ, შეიმუშაოს ალტერნატიული აქტივობები;
- ცოდნის ხარისხის გაზრდის მიზნით, ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობა, შეაფასოს ინდივიდუალური მიღწევების მიხედვით;
- სკოლა წაახალისებს მოსწავლეს, ზოგჯერ უბიძგებს კიდეც, გახდეს დამოუკიდებელი, რამდენადაც ეს მისთვის იქნება შესაძლებელი;
- სკოლა ჩამოუყალიბებს მოსწავლეს სხვადასხვა უნარს (კითხვის, წერისა და აზროვნების უნარები, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის არის საჭირო);
- ვიზუალური გზით სწავლებისას გამოყენებული იქნება ნახატმანიპულაციები, (მათემატიკის) დიაგრამები, ილუსტრირებული სახელმძღვანელოები, ვიდეოები, ფორმატები, სლაიდები და სხვა თვალსაჩინოებები;
- გამოყენებული იქნება სხვადასხვა თამაში სოციალური განვითარებისთვის;
- ექნებათ კომპიუტერის გამოყენების საშუალება;
- სსსმ მოსწავლის სწავლების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული სსსმ მოსწავლის მშობელი.
ამჟამად, სკოლაში ირიცხება 20 სსსმ მოსწავლე, რომელთათვისაც კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვითა და ვადაში შემუშავდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. (დანართი 2)
სადამრიგებლო პროგრამა
ყველა კლასს ჰყავს დამრიგებელი, რომელსაც ბრძანებით განსაზღვრავს სკოლის დირექტორი.
სკოლას შემუშავებული აქვს დამრიგებლის მუშაობის დებულება, რომელიც არეგულირებს დამრიგებლის ფუნქციებს, დამრიგებლის მუშაობის სააღმზრდელო პრინციპებს, რეკომენდაციებს სადამრიგებლო საათის პროგრამის განხორციელების შესახებ და ა.შ. ყველა დამრიგებელს აქვს სადამრიგებლო გეგმა, რომელშიც გაწერილია წლის მანძილზე შესასრულებელი აქტივობები(დანართი 3)
მოსწავლეთა უფლებების დაცვა სასწავლო პროცესში
სკოლა იცავს ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით აღიარებულ მოსწავლის უფლებებსა და თავისუფლებას. მათ შორის:
1. სკოლა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა მოსწავლისათვის.
2. სკოლაში უზრუნველყოფილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის განათლების მიწოდება შესაბამისი ადამიანური რესურსითა და პროგრამებით/სერვისებით.
3. სკოლა იღებს ყველა გონივრული ზომას მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით.
4. სკოლაში ჩარიცხული ყველა მოსწავლე დაცულია არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან.
5. სკოლის ტერიტორიაზე და სასკოლო დროს უზრუნველყოფილია ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები.
6. სკოლა იღებს ყველა გონივრულ ზომას სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით.
7. სკოლაში სასკოლო დისციპლინა დაცულია სკოლის შინაგანაწესით.
8. სკოლის ყველა მოსწავლე და მშობელი ფლობს ინფორმაციას საკუთარი და სხვა მოსწავლეების უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ, რის გაცნობასაც უზრუნველყოფს სკოლა დამრიგებლების მეშვეობით.
9. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას სკოლის მართვაში (მოსწავლეთა თვითმმართველობა).
10. სკოლა მოსწავლის მიმართ ქმედების განხორციელებისას გადაწყვეტილებას იღებს მოსწავლის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით.
11. მოსწავლეს და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მის მიმართ მიღებული უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები.
ტრანზიციის მხარდამჭერი აქტივობები
- სკოლაში ჩარიცხული მოსწავლეების ადაპტაციის მიზნით სკოლას შემუშავებული აქვს მოსწავლეთა ადაპტაციის წესი.
- ადაპტაციის წესით სკოლა მიზნად ისახავს დაეხმაროს მოსწავლეს შეეგუოს სასწავლო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებას. დაამყაროს წარმატებული კომუნიკაცია სასკოლო საზოგადოებასთან და ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში;
- სკოლა ადგენს დეზადაპტაციის ნიშნებს და მიმართავს შესაბამის ზომებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ადაპტაციის გაადვილების მიზნით.
- საქმისმწარმოებელი შესაბამისი კლასის დამრიგებელს აწვდის ინფორმაციას ახალი მოსწავლის შესახებ და წინა სკოლიდან მიღებულ პირად საქმეს;
- აღიარების საფუძველზე სკოლაში ჩარიცხული მოსწავლის შემთხვევაში, სკოლის საქმისმწარმოებელი აწვდის კლასის დამრიგებელს მოსწავლის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების შესახებ ინფორმაციას;
- კლასის დამრიგებელი ახლად ჩარიცხულ მოსწავლეს აცნობს კლასის მასწავლებლებს;
- ახალი მოსწავლის დასწრების პირველივე გაკვეთილზე (ან დასვენებაზე) დამრიგებელი აცნობს მოსწავლეებს კლასის ახალ მოსწავლეს და აძლევს საკუთარი თავის წარდგენის საშუალებას;
- ზოგადად დამრიგებელი პირველივე სადამრიგებლო საათს იყენებს მოსწავლეთა გაცნობისა და დაახლოებისთვის;
- დამრიგებელი მუდმივ კომუნიკაციაშია ახალ მოსწავლესა და მის მშობელთან და იგებს ინფორმაციას მოსწავლის განწყობისა და სასკოლო ცხოვრების შესახებ;
- დამრიგებელი ახლად ჩარიცხულ მოსწავლეს აცნობს თავის უფლება-მოვალეობებს, შინაგანაწესს, მოსწავლის ქცევის კოდექსს და სხვა საჭირო შიდა აქტებს, ასევე, სკოლაში ქცევის ზოგად წესებს და უსაფრთხოების ინსტრუქციებს.
სკოლის განვითარების ხელშემწყობი პროცესების აღწერა
სტრატეგიული გეგმის განვითარება
სკოლას შემუშავებული აქვს სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც გამომდინარეობს სკოლის ფილოსოფიიდან. (დანართი 4)
სტრატეგიული გეგმის განვითარების პროცესში ჩართული არიან შემდეგი მხარეები:
ა) სამეურვეო საბჭო, სკოლის დირექტორი და დირექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი;
ბ) სასკოლო საზოგადოება (სკოლის თანამშრომელი, მოსწავლე, მშობელი).
SWOT ანალიზი
- სკოლა ახორციელებს SWOT ანალიზს, რომლის მეშვეობითაც ხდება სკოლის შესაძლებლობებისა და მომავალი განვითარების პერსპექტივების გამოვლენა. ასევე, ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო გარემოებების შესწავლა.
- SWOT ანალიზით განისაზღვრება ოთხი ძირითადი მიმართულება:
- ძლიერი მხარეები;
- სუსტი მხარეები;
- შესაძლებლობები;
- საფრთხეები;
- SWOT ანალიზის დროს სისუსტეების გამოვლენა ემსახურება იმ მიზანს, რომ ისინი არსებული შესაძლებლობის ფარგლებში დაძლეულ იქნეს და ტრანსფორმირდეს სკოლის ძლიერ მხარეებად. საფრთხეების წინასწარი შეფასება კი საშუალებას იძლევა, რომ სკოლა მზად დახვდეს სავარაუდო გამოწვევებს.
- SWOT ანალიზის საფუძველზე ხორციელდება სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
სტრატეგიულ გეგმასა და SWOT ანალიზზე დაყრდნობით სკოლას შემუშავებული აქვს 2025-2026 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც აზუსტებს მიზნებისა და ამოცანების შესაბამის აქტივობებს, შესრულების პერიოდს, პასუხისმგებელ პირებს, შესრულების ინდიკატორებსა და შესაბამის რესურსებს.
სტრატეგიული დაგეგმვის მონიტორინგი
- სტრატეგიული გეგმის განვითარების პროცესში სკოლა ახორციელებს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგს, რომელიც უზრუნველყოფს სანდო და სასარგებლო ინფორმაციის მოპოვებას სკოლის საქმიანობის შესახებ. ასევე, ხელს უწყობს პასუხისმგებელი პირებისა და საზოგადოების დასახული მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებულობას.
- სტრატეგიის შესრულების მონიტორინგი ხორციელდება დაკვირვებით და შეფასებით, რამდენად არის მიღწეული დაგეგმილი მიზნები და რამდენად ეფექტური იყო მიზნების მიღწევის დასახული გზები.
- სტრატეგიული/სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგისა და შეფასების საკითხები რეგულირდება შესაბამისი მეთოდოლოგიით.
პერსონალის მართვა და განვითარება
პერსონალის მართვისა და განვითარების კუთხით, სკოლას შემუშავებული აქვს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა, რომლის მიზანია, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სკოლის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა და არსებული კადრების პროფესიული დონის ამაღლება. ასევე, სკოლის მიზანია იმგვარი სამუშაო გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ თანამშრომელს ეძლევა საკუთარი პოტენციალის და პირადი მისწრაფებების რეალიზების შესაძლებლობა.
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა მოიცავს იმ ამოცანებსა და ღირებულებებს, რომელსაც ეფუძნება ადამიანური რესურსების მართვა, განსაზღვრავს ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების როლს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა არეგულირებს კადრების მოზიდვასა და შერჩევას, მათ ადაპტაციას სასკოლო გარემოსთან, თანამშრომელთა ადაპტაციის ხელშემწყობ აქტივობებსა და აღნიშნულ პროცესში ჩართულ პირებს, განსაზღვრავს ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების მიზნით სკოლაში განსახორციელებელ აქტივობებს, ადამიანური რესურსების მართვასა და სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვას. ასევე, პროფესიული განვითარების, მოტივაციის ზრდის მექანიზმებს და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პირობებს.
ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება
სასკოლო დროს, სკოლის ტერიტორიაზე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, სკოლას შემუშავებული აქვს უსაფრთხოების პოლიტიკა.
უსაფრთხოების პოლიტიკით სკოლა განსაზღვრავს პოლიტიკის მიზნებს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფორმებს, სკოლის ქონების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესებსა და მექანიზმებს.
სკოლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანებით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების შესაბამისად.
სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირები, მანდატურები და დარაჯები .
სკოლას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის შემოღებული აქვს მასწავლებელთა მორიგეობის გრაფიკი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების საკითხების კონტროლისათვის დამონტაჟებულია უსაფრთხოების კამერები.
სკოლაში მუდმივად ხდება შინაგანაწესის დაცვის მონიტორინგი და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
სკოლაში დირექტორის ბრძანებით შექმნილია საგანგებო შტაბი და დამტკიცებულია სკოლის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა.
სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია საევაკუაციო გეგმა, ევაკუაციის პროცედურები, რომლის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება შენობის უსაფრთხოდ დატოვება. სკოლის შენობაში, საევაკუაციო გეგმის შესაბამისად, დამონტაჟებულია ცეცხლმაქრები, განსაზღვრულია სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი.
სკოლას ჰყავს სამედიცინო პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაშავებულთათვის გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას.
მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა
სკოლას საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აქვს შესაბამისი მატერიალური რესურსი და საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე განსაზღვრული აქვს სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების და სხვა თანამშრომლების მიერ სკოლის სხვადასხვა რესურსით სარგებლობის პირობები.
სკოლას აქვს საჭირო რაოდენობის მერხები, სკამები, კომპიუტერული ტექნიკა, წიგნადი ფონდი და სხვა რესურსები. შენობაში განთავსებულია საკლასო ოთახები, სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი სივრცეები, როგორიცაა ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები, სპორტული დარბაზი, სამედიცინო კაბინეტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, სააქტო დარბაზი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია , დახურული და ღია სივრცეები მოსწავლეთა შეხვედრებისთვის, დახურული დარბაზი და რესურსოთახი. სკოლას აქვს ეზო, სადაც განთავსებულია ღია სპორტული მოედანი.სკოლის შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისათვის და უზრუნველყოფილია ინკლუზიური გარემო.
საინფორმაციო რესურსები
სკოლის ბიბლიოთეკაში დაცულია 52187- მდე წიგნადი ფონდი, სადაც მოცემულია მოსწავლეთა ასაკის შესაბამისი ლიტერატურა, სახელმძღვანელოები და პერიოდული გამოცემები. ასევე, კომპიუტერში ჩატვირთულია საინფორმაციო რესურსები როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მასწავლებლებისათვის. გარდა ამისა, სკოლისათვის ხელმისაწვდომია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული გაიდლაინები, მეთოდური სახელმძღვანელოები და სხვა რესურსები.
სკოლაში უზრუნველყოფილია კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება ღონისძიებებისა და სხვადასხვა პროექტების განხორციელებისათვის, ინფორმაციის მოძიებისთვის. საგანმანათლებლო მიზნებისთვის სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიით სარგებლობის საშუალება აქვთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
სკოლას ღრუბლოვან სივრცეში კათედრების მიხედვით შექმნილი აქვს რესურსების ბანკი, რომელსაც აახლებს წლის მანძილზე.
სკოლას აქვს ოფიციალური ელექტრონული ფოსტა. ასევე, იყენებს ელექტრონულ ჟურნალს. სკოლას აქვს აქტიური გვერდი სოციალურ ქსელში (facebook) – https://www.facebook.com/profile.php?id=100065391393742 და საკუთარი ვებ.გევრდი – https://www.30sajaro.edu.ge/?fbclid=IwAR01WvP7sok42uCsChNNfXlnnQbfqKbSxJV1Y0NOmHAycugH2HOGqN1da5c
ასევე სკოლების საინფორმაციო პორტალაზე (skolebi.emis.ge) შევსებული გვერდი, რომლითაც უზრუნველყოფს სანდო და უტყუარი ინფორმაციის გავრცელებასა და უკუკავშირის მიღებას.
ფინანსური რესურსები
სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელშიც ასახულია შემოსავალი და ხარჯი. სკოლის შემოსავალი შედგება ვაუჩერული დაფინანსებისგან და დამატებითი ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებისგან.
სკოლის მომდევნო წლის ბიუჯეტი მტკიცდება ყოველი კალენდარული წლის დასრულებისას. მიმდინარე წლის განმავლობაში ხორციელდება ფაქტობრივი შემოსავლებისა და ხარჯების დაზუსტება.
მოსწავლეთა აღზრდისა და მხარდაჭერის სისტემები
მოსწავლეთა კანონიერი უფლებების დაცვა ხორციელდება სკოლის შინაგანაწესით და სკოლის მიერ შემუშავებული შიდა მარეგულირებელი დოკუმენტებით. სკოლასა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის გაფორმებულია საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულება.
სკოლაში შემუშავებულია ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია, რომელიც არეგულირებს ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისაგან დაცვის მიზნით, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, სკოლის ეფექტური და სწრაფი რეაგირების მექანიზმებს, დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი.
სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში ხდება მოსწავლეთა თვითმმართვლობის არჩევა.
სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა უფლებებისა და წესების გაცნობას ყველა მოსწავლისათვის. დამრიგებელი სასწავლო წლის დასაწყისში, მოსწავლეებს და მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს აცნობს სკოლის შინაგანაწესს, დამრიგებლის მუშაობის პრინციპებს, ქცევის კოდექსს, უსაფრთხოების წესებს, სკოლაში წლის მანძილზე დაგეგმილ პროექტებს, შემაჯამებლების ფორმებსა და რაოდენობებს, სადირექციო წერების განრიგს, მშობელთა ჩართულობის ფორმებს.
სკოლაში დაცულია მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის მექანიზმები.
სკოლა მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად გეგმავს დამატებით მომსახურებებს და არაფორმალურ აქტივობებს.
დამრიგებლების მიერ მშობლებსა და მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია წლის განმავლობაში გამოცხადებული კონკურსების, ოლიმპიადების, ღონისძიებების და სასკოლო ექსკურსიების შესახებ. მოსწავლეთა მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს დამრიგებლები აცნობენ სკოლის მიერ მიღებულ ყოველ ახალ გადაწყვეტილებას და სკოლის მიერ შეთავაზებული პროგრამების, სერვისების, აქტივობების, რესურსების შესახებ ინფორმაციას.
პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მიზნით, სკოლა ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს: ეხმარება მოსწავლეებს საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების, უნარების, ღირებულებების გაცნობიერებასა და განვითარებაში, აცნობს პროფესიებს, უზრუნველყოფს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს და ა.შ.
სკოლა უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველას მოსწავლისათვის, მათ შორის სსსმ მოსწავლეებისთვის საჭირო სერვისების შეთავაზებას. სკოლას შემუშავებული აქვს სასკოლო გარემოსთან მოსწავლეთა ადაპტაციის მექანიზმები.
კურიკულუმის განვითარება
სასკოლო სასწავლო გეგმა, შედგება კონცეპტუალური ნაწილისგან და საფეხურების კურიკულუმებისგან.
თითოეული საფეხურის კურიკულუმი მოიცავს ზოგად ინფორმაციას ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის შესახებ და იმ საფეხურის საგნობრივ კურიკულუმებს.
კურიკულუმის დანერგვისა და განვითარების მიზნით, სკოლას შემუშავებული აქვს მეთოდოლოგია, რომელიც აღწერს სასკოლო კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების ეტაპებს.
კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგია განსაზღვრავს:
- კურიკულუმის შემადგენელ ნაწილებს;
- პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება კურიკულუმის განვითარების პროცესი;
- კურიკულუმის განვითარების ეტაპებს;
- პროცესში ჩართულ მხარეებს;
- საზოგადოების ინფორმირების საშუალებებს.
კურიკულუმის განვითარება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- კურიკულუმის დაგეგმვა-შემუშავება;
- კურიკულუმის დანერგვა;
- კურიკულუმის დანერგვის პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
- კურიკულუმის გადასინჯვა და რევიზია.
დასკვნითი დებულება
სასკოლო სასწავლო გეგმის მოქმედების ვადაა ერთი სასწავლო წელი.
სასკოლო სასწავლო გეგმა შემუშავებულია სკოლის დირექტორის მონაწილეობით, შეთანხმებულია სამეურვეო საბჭოსთან და სასწავლო პროცესის დაწყებამდე დამტკიცებულია პედაგოგიურ საბჭოზე.
სასკოლო სასწავლო გეგმას დანართების სახით ერთვის სასკოლო კურიკულუმები საფეხურების მიხედვით:
- დაწყებითი საფეხურის სასკოლო კურიკულუმი (დანართი 5)
- საბაზო საფეხურის სასკოლო კურიკულუმი (დანართი 6)
- საშუალო საფეხურის სასკოლო კურიკულუმი (დანართი 7)

ქართულად