სსიპ ქ. ქუთაისის N 30  საჯარო სკოლის

უსაფრთხოების პოლიტიკა

 

მუხლი 1.ზოგადი დებულებები

 სკოლა ვალდებულია სასკოლო დროს, სკოლის ტერიტორიაზე შექმნას სსიპ ქ. ქუთაისის N 30 საჯარო სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და  თანამშრომლების  სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო.

  1. სკოლაში უსაფრთხოების დაცვის პროცედურები და მექანიზმები განისაზღვრება და რეგულირდება “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანებით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

 

მუხლი 2. მიზნები

  1. უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების მიზნებია:

1.1. ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება;

1.2. სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

1.3. სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე ეფექტური რეაგირება;

1.4. ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა;

1.5. საგანგებო სიტუაციების პრევენცია, მისთვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში მასზე რეაგირება და აღდგენითი სამუშაოების წარმართვა.

  1. სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ხორციელდება:
    • საგანგებო სიტუაციების პრევენცია;
    • მზადყოფნის ღონისძიებების დაგეგმვა;
    • დისკრიმინაციის აცილება: გენდერის, რასის, ფერის, სოციალური, ეთნიკური, წარმომავლობის, ენის, რელიგის, ან სხვა სტატუსის მიხედვით;
    • ადეკვატური ინსტრუმენტების შექმნით ეფექტური მონიტორინგის სისტემის ამუშავება სკოლაში ძალადობის პრევენციისათვის;
    • თითოეულ მოსწავლეში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა.

მუხლი 3. უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფორმები

სკოლაში მოქმედებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის  შემდეგი მექანიზმები:

  • სკოლის ქონების დაცვა;
  • საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
  • მოსწავლის ქცევის კოდექსის, მასწავლებელის პროფესიული ეთოკის კოდექსისა და სკოლის შინაგანაწესის დაცვის მონიტორინგი და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
  • საგანგებო სიტუაცების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მუხლი 4. სკოლის ქონების დაცვა

  1. სკოლის შენობა უზრუნველყოფილია 24 საათიანი დაცვით. სკოლას ჰყავს 3 დარაჯი, რომლებიც განრიგის შესაბამისად მორიგეობენ;
  2. სკოლის ტერიტორია შემოღობილია და დაცულია უცხო პირებისგან.
  3. სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა დასაშვებია ადმინისტრაციის წინასწარი თანხმობით;
  4. სკოლის შენობაში შესვლა დასაშვებია სპეციალურ ჟურნალში გატარების შემდგომ. დარაჯი ვალდებულია შეავსოს შესაბამისი ჟურნალი და მასში მიუთითოს:
  • სტუმრის სახელი და გვარი;
  • ვიზიტის მიზეზი;
  • პირადი ნომერი;
  • სკოლაში შემოსვლის თარიღი და დრო.

მუხლი 5. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა

  1. სკოლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანებით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების შესაბამისად.
  2. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ მანდატურები და დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი პირები.
  3. 3. სკოლას საზოგადოებრივი წესრიგის დაცისთვის შემოღებული აქვს მასწავლებელთა მორიგეობის გრაფიკი.
  4. 4. სკოლაში დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილია მრჩეველთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხების განხილვასა და სკოლის დირექტორისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემას.
  5. სკოლაში გაკვეთილების პერიოდში იკრძალება ყოველგვარი ხმაური დერეფნებში.
  6. დაუშვებელია ნებისმიერი სახის კონფლიქტის გაღვივება, წახალისება, მასში ჩაბმა.
  7. დაუშვებელია სკოლაში ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ გამოცხადება, ნარკოტიკული და ალკოჰოლური ნივთიერებების მიღება.
  8. დაუშვებელია უცენზურო, უხამსი გამონათქვამების გამოყენება და ამგვარი ინფორმაციის გავრცელება.
  9. მოსწავლის მიერ სკოლის ტერიტორიის ვადაზე ადრე დატოვება დასაშვებია მხოლოდ დირექტორის ან დირექტორის მოადგილის წინასწარი ინფორმირების შემთხვევაში.
  10. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების საკითხების კონტროლისათვის დამონტაჟებულია უსაფრთხოების კამერები.

მუხლი 6. სკოლის შინაგანაწესის დაცვის მონიტორინგი

  1. სკოლაში მუდმივად ხდება შინაგანაწესის დაცვის მონიტორინგი და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
  2. დისციპლინური გადაცდომის თაობაზე სკოლის ადმინისტრაციის ინფორმირება შეუძლია ნებისმიერ პირს. ასევე, სკოლის მანდატურები დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ადგენენ დარღვევის აღრიცხვის ფურცელს, რომელიც რეაგირების განხორციელების მიზნით ეგზავნება სკოლას.
  3. სკოლაში დისციპლინური დევნა ხორციელდება მხოლოდ ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.
  4. სკოლის დისციპლინური გადაცდომისა და პასუხისმგებლობის სახეები რეგულირებულია სკოლის შინაგანაწესით, რომელიც გაზიარებულია სასკოლო საზოგადოების მიერ.

მუხლი 7. საგანგებო სიტუაცების დროს უსაფრთოხოების დაცვა

  1. სსიპ ქ. ქუთაისის N 30 საჯარო სკოლაში დირექტორის ბრძანებით შექმნილია საგანგებო შტაბი და დამტკიცებულია სკოლის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა.
  2. საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის მიზანია:
  • ბუნებრივი ხასიათისა და ადამიანის ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციებისაგან სკოლის თანამშრომელთა და მოსწავლეთა დაცვა;
  • სკოლის კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების რისკების შემცირების, მათზე მზადყოფნის, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში, რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების ორგანიზება;
  • მომხდარ საგანგებო სიტუაციაზე სკოლის დროული, კოორდინირებული და ორგანიზებული რეაგირების უზრუნველყოფა;
  • შესაძლო საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და ლიკვიდაციისათვის რესურსების განსაზღვრა.
  1. საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმაში მოცემულია საგანგებო შტაბის ფუნქციები და საგანგებო სიტუაციების დროს გასატარებელი ძირითადი ღონისძიებები.

 მუხლი 8. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა

  1. სკოლის ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია საევაკუაციო გეგმა, ევაკუაციის პროცედურები, რომლის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება შენობის უსაფრთხო დატოვება;
  2. სკოლის შენობაში, საევაკუაციო გეგმის შესაბამისად, დამონტაჟებულია ცეცხლმაქრები;
  3. სკოლაში გამოკრულია ხანძრის შემთხვევაში ქცევის წესები;
  4. სკოლაში განსაზღვრულია სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი;
  5. სკოლაში დამონტაჟებულია ხანძარსაწინააღმდეგო/კვამლსაწინააღმდეგო სისტემა და განსაზღვრულია ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების ექსპლუატაციაზე, ტექნიკურ მომსახურებაზე, მათ შეკეთებაზე, დაცვასა და გამოყენებისათვის მზადყოფნაზე პასუხისმგებელი პირი;
  6. სკოლა პერიოდულად უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოების ინსტრუქტაჟს სახანძრო უსაფრთხოების წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით;
  7. ხანძრის შემთხვევაში, მოქმედებები ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმის შესაბამისად;
  8. სკოლას ჰყავს სამედიცინო პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაშავებულთათვის გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას.

 

მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

  1. სსიპ ქ. ქუთაისის N 30 საჯარო სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკას დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის სამეურვეო საბჭო.
  2. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.