სკოლაში მასწავლებლის/მასწავლებლობის მაძიებლის/სპეციალური მასწავლებლის მიღების წესი

 

  1. სკოლაში მასწავლებლის/მასწავლებლობის მაძიებლის/სპეციალური მასწავლებლის მიღება ხდება კონკურსის გზით საქართველოს განათლების, მეცნიერების,   კულტურისა  და   სპორტის   მინისტრის  2019   წლის  20  აგვისტოს   174/ნ ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის შესაბამისად.
  2. მასწავლებლის ვაკანსიის შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს შიდა ან/და ღია კონკურსი.
  3. ღია კონკურსის    შემთხვევაში    განცხადება    კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ, ინტერნეტსივრცეში არსებულ დასაქმების ვებგვერდზე –  www.teacherjobs.ge-ზე.
  4. მასწავლებლის/მასწავლებლობის მაძიებლის/სპეციალურ მასწავლებლის კონკურსის ეტაპებია:

4.1. კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა;

4.2. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;

4.3. კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

4.4. შესაძლებელია სკოლის მიერ განისაზღვროს კონკურსის დამატებითი ეტაპი.

  1. კონკურსის ორგანიზების მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც განიხილავს   ვაკანტურ   საათებზე     შემოსულ   განაცხადებას   და   გადაარჩევს   იმ კანდიდატებს,    რომელთა    მიერ    წარდგენილი    დოკუმენტაცია    შეესაბამება    დამსაქმებლის    მიერ წაყენებულ მოთხოვნებს.
  2. გადარჩეული განაცხადებებიდან  კანდიდატის   შერჩევა  ხდება  გასაუბრების  საშუალებით.  მოწმდება პედაგოგიური, დიდაქტიკური და საგნობრივი კომპეტენცია.
  3. სკოლის სამედიცინო პერსონალის შერჩევა უნდა განხორციელდეს სკოლის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №41/ნ/01-23/ნ ერთობლივი ბრძანების შესაბამისად.
  4. ინკლუზიურ განათლებაში ჩართული პირების შერჩევა უნდა განხორციელდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის N16/ნ ბრძანებით დამტკიცებული ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის შესაბამისად.
  5. თანამშრომლის მიღება    (გარდა    მასწავლებლის/მასწავლებლის    მაძიებლის/ სპეციალური მასწავლებლის/სამედიცინო პერსონალის/ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის)    ხდება    დირექტორის გადაწყვეტილებით კანდიდატთან გასაუბრების გზით. დირექტორის გადაწყვეტილებით თანამშრომლის სამუშაოზე მიღება, ასევე, შესაძლებელია კონკურსის საფუძველზე.
  6. სამუშაოდ მიღებულ ყველა დასაქმებულთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  7. სკოლაში თანამშრომელთა შერჩევა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:
  • ობიექტურობა – შერჩევის პროცედურები არის არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამორიცხავს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას;
  • გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები არის ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა დაინტერესებული პირისათვის.
  • კორექტულობა – კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს აღქმადი და კორექტული. კომისია უნდა იყოს კეთილ­განწყობილი და არ ახორციელებდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ათვალიერებინებს ინფრასტრუქტურას; 
  • კოლეგიურობა – კონკურსი უნდა ჩატარდეს ვაკანტური საათების დასაკავებლად დადგენილ სავალდებულო მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა უნდა განხორციელდეს საკონკურსო კომისიის  (შემდგომში კომისია) მიერ;