ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია
სსიპ ქალაქ ქუთაისის N 30 საჯარო სკოლის მისია ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლისთვის უსაფრთხო, ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთანამშრომლობასა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული პოზიტიური გარემოს შექმნას. აღზარდოს ეროვნული ინტერესების დამცველი , ტოლერანტი, მულტიკულტურული და კანონმორჩილი მოქალაქე. განუვითაროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება. მოსწავლეს დაანახოს მისი როლი გარემოს დაცვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. მისცეს შესაბამისი განათლება, რათა მომავალში შეძლოს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა , პროფესიის სწორად არჩევა და გახადოს საზოგადოების ღირსეული წევრი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა
ჩვენი სკოლა იქნება ადგილი, სადაც ურთიერთშეთანხმებისა და თანასწორობის საფუძველზე გამოვავლენთ ჩვენს უნარებს, ვისწავლით დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, რათა შევქმნათ ტოლერანტული გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სამომავლოს მიზნებისკენ სწრაფვას და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები
- განსხვავებული აზრის პატივისცემა, ტოლერანტობა, მოსწავლეთათვის თანასწორობის განცდის ჩამოყალიბება, დემოკრატიული ფასეულობებისადმი პატივისცემა, ინიციატივების სწორი შეფასება
- თანასწორობის პრინციპების გააზრება – რომელიც გულისხმობს, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილების მიუხედავად თანასწორუფლებიანობის უნარის განვითარებას
- სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის დაცულობა – რომელიც გულისხმობს მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; გამჭირვალობა, საჯაროობა , მიუკერძოებლობა და სამართლიანობა ყველა წევრის მიმართ
- ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბება – რომელიც გულისხმობს, ინდივიდუალური მიდგომების გამოყენებას ნებისმიერი ტიპის მოსწავლისთვის, მათი საჭიროებების, შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით
- პროფესიული ზრდა და განვითარება – რომელიც გულისხმობს, თანამედროვე ლიტერატურის, კვლევების, ინოვაციური მიდგომების გაცნობას და დანერგვას სასწავლო პროცესში, არსებული ცოდნის გამოყენებას საკუთარი პროფესიული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. პროფესიონალიზმს, საქმის სიყვარულს და ერთგულებას
- თანშმრომლობითი გარემოს ჩამოყალიბება – რომელიც გულისხმობს, კოლეგების მხარდაჭერას პროფესიულ განვითარებაში, კოლეგიალობის ფორმის გაღრმავებას
- ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთკავშირი – რომელიც გულისხმობს, ეროვნული მიზნების მისაღწევად, გარდა კურიკულუმით დაგეგმილი პროცესებისა სხვა აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას