6 ივნის მსოფლიო მღვიმეების და მიწისქვეშა სამყაროს საერთაშორიო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოსპელეოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ქუთაისის ქუთაისის N.30 საჯარო სკოლის ორგანიზებით მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა მღვიმის შესწავლის, კვლევის და ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობა. მოსწავლეებმა მოისმინეს ლექციები მღვიმეების წარმოშობის, მათში არსებული უნიკალური ეკოსისტემების და სპელეოლოგიის მნიშვნელობის შესახებ. მათ შეისწავლეს მღვიმის ფორმები, ბიომრავალფეროვნება და შეიძინეს პრაქტიკული გამოცდილება გარემოსდაცვით მეცნიერებაში. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, კვლევითი უნარების გაღრმავება და ბუნებასთან ურთიერთობის მნიშვნელობის გაცნობიერება. აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას გარემოსდაცვით აქტივობებში, ეკოლოგიური საკითხებისადმი პასუხისმგებლობის გაზრდას და მეცნიერებაში მათი ჩართულობის წახალისებას. დასასრულს, პროექტის მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო ბროშურები მღვიმის ბიომრავალფეროვნებასთან დაკაშირებით. სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა მიეცემათ მომავალში ჩაერთონ მღვიმეებთან დაკავშირებულ პროექტებში.


პროექტი „პროფესიული განათლების პოპულარიზაცია სკოლაში“ 29 მაისს სსიპ ქ.ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში X/3 კლასის მოსწავლეებმა პროექტული სწავლების ფარგლებში , საგანი – მოქალაქეობა , X და XI კლასის მოსწავლეებთან წარადგინეს პრეზენტაცია პროფესიული განათლების ,მისი დადებითი მახასიათებლების და პერსპექტივების შესახებ . ამ მიზნით მოსწავლეებმა რამდენიმე ეტაპად იმუშავეს : 1. ესტუმრნენ კოლეჯ „იბერიას“ , სადაც ადმინისტრაციისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ზოგადად პროფესიული განათლების არსისა და პრიორიტეტების , ასევე თავად კოლეჯ “იბერიას” პირობების, სასწავლო პროგრამების,მეთოდების, რეგისტრაციის, სასწავლო კურსთა ხანგრძლივობის და სწავლების პრაქტიკული მხარეების შესახებ. 2.მოსწავლეებმა ყოველკვირეულ საგაკვეთილო პროცესში თეორიული მასალა დაამუშავეს პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ . იძიებდნენ ფოტო მასალას, დაბეჭდეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც შეხვედრის ბოლოს დაურიგეს თანატოლებს . 3.მოამზადეს პრეზენტაცია და Kahoot-ის მეშვეობით მცირე სახალისო შემაჯამებელი გამოკითხვა უკუკავშირისა და დისკუსიისთვის. იმსჯელეს საქართველოში არსებული მოთხოვნადი და ნაკლებად მოთხოვნადი პროფესიების შესახებ, გამოკვეთეს მიზეზები. შეხვედრამ წარმატებულად ჩაიარა. მოსწავლეთა მიზანი იყო საზოგადოებაში დამკვიდრებული არასწორი ხედვების და სტერეოტიპების უარყოფა პროფესიული განათლების მიმართ და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება პროფესიული განათლების რეალურ შესაძლებლობებზე ,მისი თანამედროვე სასწავლო მეთოდების ,სიახლეების და რესურსების შესახებ, რომლის თვალნათლივ წარმოსაჩენად სწორედ კოლეჯი „იბერია“ აირჩიეს 10/3 კლასის მოსწავლეებმა . სასწავლო წლის დასრულებამდე იგეგმება იგივე პრეზენტაციის წარდგენა და დისკუსია 9/4 კლასის მოსწავლეებთან საგაკვეთილო პროცესში. საგნის პედაგოგი – თამარი კვარაკვახიძე