სპორტული ჟინი, დაუვიწყარი ემოციები და გამარჯვების წყურვილი- ჩვენს სკოლაში VI-VII კლასების საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა!
ტურნირში მონაწილეობა სულ 8 გუნდმა მიიღო. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ორი გუნდი შეხვდა, რომლებმაც მაყურებელს ნამდვილი საფეხბურთო სანახაობა აჩუქეს.
ეს ჩემპიონატი გამორჩეული იყო იმითაც, რომ გამარჯვებულებისთვის განკუთვნილი ყველა პრიზი ექსკლუზიურია- ისინი VII კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებელ მაია ცერცვაძესთან ერთად, დიდი სიყვარულითა და მონდომებით დაამზადეს.
ტურნირის დასასრულს გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები სხვადასხვა ნომინაციაში:
საუკეთესო ბომბარდირს- დემეტრე ჩიკვილაძეს, გადაეცა ოქროს ბუცი;
საუკეთესო მეკარეს- ანდრია ბართაიას- ოქროს ხელთათმანი;
ხოლო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეს- გუგა გეგუჩაძეს- ოქროს ბურთი.
გამარჯვებულმა გუნდმა- VII-გ კლასი- საჩემპიონო თასი აღმართა.
არ დაგვვიწყებია ჩვენი ერთგული გულშემატკივრებიც – მათგან ყველაზე გამორჩეულს თიხისგან დამზადებული სიმბოლური თასი ერგო.
მადლობა გიორგი გიორგაძეს, ამ საინტერესო ჩემპიონატის სულისჩამდგმელსა და ორგანიზატორს, განსაკუთრებული ენთუზიაზმისა და მონდომებისათვის! წინ კიდევ ბევრი სპორტული გამარჯვება გველოდება!
გამარჯვება ჩვენია! N30 სკოლა რეგიონულ ტურში იასპარეზებს!
სკოლა, უამრავი ემოცია და საერთო მიზანი — გამარჯვება!
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026-ის „მხიარული სტარტების“ ტურნირი ჩვენი სკოლის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა!
განსაკუთრებით სანახაობრივი და დაძაბული იყო ფინალური დაპირისპირება. ჩვენი გუნდი N40 საჯარო სკოლის ნაკრებს შეხვდა და ღირსეულ ბრძოლაში ანგარიშით 20:17 გაიმარჯვა!
ეს იყო გუნდური ერთიანობის საუკეთესო მაგალითი!
საპრიზო სამეული:
I ადგილი — N30 საჯარო სკოლა;
II ადგილი — N40 საჯარო სკოლა;
III ადგილი — N33 საჯარო სკოლა.
გამარჯვებულები და პრიზიორები ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილემ, მამუკა მღვდელაძემ დააჯილდოვა.
ჩვენ არ ვჩერდებით! N30 სკოლა იმერეთის რეგიონულ ტურში იასპარეზებს!
მადლობა ჩვენს ჩემპიონებს, მათ მასწავლებლებსა და მშობლებს!

ქართულად