2 აპრილს, ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინკლუზიური განათლების კათედრის ორგანიზებით მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სპეციალური მასწავლებელი, ნინო კბილაძე (ნინო კბილაძე) გაუძღვა.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მიგვეწოდებინა მართებული ხედვა აუტიზმზე, როგორც ადამიანის იდენტობის განმსაზღვრელ მდგომარეობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო კლუბ „მწვანე სახლის“ IX და X კლასის მოსწავლეებმი. შეხვედრა ინტერაქციული იყო, მსმენელი კითხვა-პასუხის აქტიურ მონაწილედ იქცა.
მოსწავლეებმა გაიაზრეს, რამდენად კრიტიკულია თანამედროვე საზოგადოებაში სწორი ინფორმაციის ფლობა და იმ გამოწვევების გაცნობიერება, რაც აუტიზმის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ გზებსა და მიდგომებს, რომლებიც ხელს უწყობს აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეების სწორ რეალიზებას, მათ სრულფასოვან ინტეგრაციასა და აქტიურ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში.
ჩვენი მიზანია, სკოლა იყოს სივრცე, სადაც ყველა მოსწავლე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებს.
თანადგომისა და მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდით სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელს, თამარ ბეჟუაშვილს.
გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები ამცირებს ბარიერებს და გვეხმარება ისეთი გარემოს ჩამოყალიბებაში, რომელშიც განსხვავებულობა ურთიერთპატივისცემისა და საერთო წარმატების საფუძველია.
ცოდნა და თანაგრძნობა სწორედ ის იარაღებია, რომლითაც ჰარმონიულ საზოგადოებას ვაშენებთ.
ბანაკური დღე
ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო! ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნანა კახიძემ (ნანა კახიძე), XI-ბ კლასის მოსწავლეებთან (საბა შარვაშიძე, მათე ენუქიძე, მანჩო ლოსაბერიძე) ერთად IX-გ კლასის მოსწავლეებისათვის დაუვიწყარი „ბანაკური დღე“ მოაწყო!
ეს არ იყო მხოლოდ სასკოლო აქტივობა — ეს იყო მეგობრობის, შემოქმედებისა და ერთიანობის დღე, რომელშიც სიხარულით ჩაერთნენ:
სკოლის დირექტორი, ბატონი მიხეილ გიორგაძე;
ფიზიკის მასწავლებელი — ირინა ჩიხლაძე;
რუსული ენის მასწავლებელი — მირანდა მახარაძე;
ისტორიის მასწავლებელი — სოფო კლდიაშვილი.
განსაკუთრებული მადლობა მშობლებს, რომლებმაც შვილებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა მხიარულ თამაშებსა და აქტივობებში.
მსგავსი არაფორმალური განათლების პროექტები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოსწავლეთა პიროვნულ ზრდაში. ასეთი აქტივობები ხელს უწყობს ისეთი სოციო-ემოციური უნარების განვითარებას, როგორიცაა გუნდურობა, ემპათია და კომუნიკაცია.
კოგნიტური თვალსაზრისით, სასწავლო პროცესის ამგვარი გაცოცხლება მოსწავლეებს ეხმარება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების გაღრმავებაში, რაც თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებად აქცევს და ზრდის სწავლისადმი მოტივაციას.
დღის კულმინაცია ქუთაისელი გენიოსის, რეზო გაბრიაძის, სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმის — „შერეკილების“ ჩვენება გახდა.
ფილმის ნახვის შემდეგ გაიმართა ცოცხალი დისკუსია ავტორის, რეჟისორის ჩანაფიქრის და იმ უკვდავი პერსონაჟების შესახებ, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ „სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვადი“.
დღის ბოლოს ყველამ აღმოვაჩინეთ ერთმანეთში რაღაც ახალი, საინტერესო და ზოგჯერ საყვარლად უცნაურიც.
ჩვენი სკოლა აგრძელებს ტრადიციას- ვაქციოთ სასწავლო პროცესი უფრო თბილი, მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი!
ტრიუმფი გრძელდება და გამარჯვება ისევ ჩვენია! როდესაც საქმე სპორტულ შემართებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს ეხება, ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან.
სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ლიდერობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთგულება ჩვენი სკოლის განუყოფელი ტრადიციაა!
ჯანსაღი ცხოვრების წესი და აქტიური სპორტული ცხოვრება ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში უმნიშვნელოვანესია თითოეული მოზარდისთვის.
ფიზიკური აქტივობა არა მხოლოდ ჯანმრთელობის განმტკიცებას, არამედ ძლიერი ხასიათის ჩამოყალიბებას, გუნდურობისა და მიზანდასახულობის განვითარებას უწყობს ხელს. პოზიტიური ენერგია და სპორტული შემართება ის საძირკველია, რომელზეც ჩვენი შვილების წარმატებული მომავალი შენდება.
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის იმერეთის რეგიონული ტური მხიარულ სტარტებში საზეიმოდ გაიმართა.
![]()
ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ იმერეთის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა გუნდები. შეჯიბრი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა და სასკოლო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
გაიცანით გამარჯვებული გუნდები:
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა
ტყიბული, კურსების საჯარო სკოლა
საჩხერე, ჭორვილას საჯარო სკოლა
გამარჯვებული სკოლები და მოსწავლეები კუთვნილი თასებით, მედლებითა და საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ეს გამარჯვება მათი მონდომებისა და შეუპოვრობის შედეგია.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ სპორტის მასწავლებლებს — ავთანდილ გორგიძესა, ბექა იაკობიძეს, მამუკა ჯავახაძესა და გოგა ძაგნიძეს. სწორედ მათი აქტიური ჩართულობა და პროფესიონალიზმი დაეხმარა მოსწავლეებს საუკეთესო ფიზიკური მომზადების ჩვენებაში. ვულოცავთ ყველა მონაწილეს ამ დიდ წარმატებას!

ქართულად