საამაყო გამარჯვება!
ჩვენი სკოლის სპორტული ტრიუმფი გრძელდება! გულით ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს- მათე მარგველანს, ალექსანდრე ჭავჭანიძეს, ნიკოლოზ ხუციშვილსა და გიორგი ქაშიბაძეს ქუთაისის მასშტაბით გამართულ ტენისის ტურნირში ბრწყინვალე წარმატებას!
უდიდესი სიხარულით და სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენმა ოთხივე ჩემპიონმა დაიკავა პირველი ადგილი!
ეს არის ამ კვირის რიგით მეორე სპორტული გამარჯვება ჩვენი სკოლისთვის!
ყველაფერი ამით არ მთავრდება! მათე, ალექსანდრე, ნიკოლოზი და გიორგი უკვე ემზადებიან მომდევნო, იმერეთის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ კიდევ უფრო დიდი წარმატებების მოლოდინი გვაქვს!
ვუსურვებთ მათ წარმატებას ახალ ეტაპზეც!
გახსოვდეთ: ნუ შეგეშინდებათ მაღალი მიზნების დასახვის – დღევანდელი გამარჯვებები ხვალინდელი წარმატებების საწინდარია!
იბრძოლე, ირწმუნე და გაიმარჯვე!
ჩვენი მოსწავლეების დიდი წარმატება!
სკოლის სახელით, უდიდეს სიხარულს გამოვხატავთ ჩვენი ნიჭიერი მოსწავლეების, თომა მელაშვილისა და ანდრია მუკბანიანის მიერ მიღწეული ბრწყინვალე წარმატების გამო!
ერევანში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე ჩვენმა მებრძოლებმა თავი გამოიჩინეს და ქვეყანაში 7 მედლით დაბრუნებულ ნაკრებში ღირსეული წვლილი შეიტანეს.
გილოცავთ ამ გამარჯვებას! ეს თქვენი შრომისა და მონდომების დამსახურებაა!
გვჯერა, რომ წინ კიდევ მრავალი დიდი გამარჯვება გელით.
ვამაყობთ თქვენით!
ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში 2025 წლის 9 ოქტომბერს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა!
ეს არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს ჩვენი სკოლის სტრუქტურულ ერთეულს, სადაც მოსწავლეები ყოველწლიურად ირჩევენ თვითმმართველს საბაზო და საშუალ საფეხურებზე.
მოსწავლეთა თვითმმართველობის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას. ჩვენ ვზრდით აქტიურ მოქალაქეებს! თვითმმართველობა საშუალებას აძლევს მოზარდებს, მონაწილეობა მიიღონ ისეთი საკითხების მართვაში, როგორიცაა სასკოლო ცხოვრების დაგეგმვა, პროექტების განხორციელება, კლუბების შექმნა და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობა.
არჩევნები ჩატარდა თანასწორობისა და ფარული კენჭისყრის საფუძველზე. მოსწავლეებმა თავიანთი კლასებიდან აირჩიეს წარმომადგენლები, რომლებმაც შემდეგ თვითმმართველობის ლიდერები გამოავლინეს.
სიამაყით წარმოგიდგენთ ახალ თავმჯდომარეებს! საბაზო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა IX-5 კლასის მოსწავლე თათია ჯიხვაძე! საშუალო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარედ აირჩიეს XI-1 კლასის მოსწავლე ტატო კუხიანიძე, რომელიც, ასევე, იქნება სკოლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელი.
ვულოცავთ ახალ ლიდერებს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ მნიშვნელოვან საქმიანობაში! მოვუწოდებთ ყველა მოსწავლეს, აქტიურად ჩაერთონ თვითმმართველობის ინიციატივებში!
გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარებში და გაგვიზიარეთ თქვენი მოლოდინები!

ქართულად