სსიპ ქალაქ ქუთაისის #30 საჯარო სკოლაში ყოველწლიურად იმართება “ღია კარის დღე”. ჩვენი სკოლა გამოირჩევა საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით, რომელშიც ჩართულია როგორც მოსწავლე, ასევე დირექცია და მშობლები. ამ სივრცეში თანაბრად მნიშვნელოვნად თვლის ყველა თავს: დიდი თუ პატარა, მოსწავლე თუ მასწავლებელი. ამ ემოციის გაზიარება კი ყველასთვის სასიამოვნო და სტიმულის მომცემია. ასე ცვლიან თაობები ერთმანეთს და სკოლის ისტორიაში ყოველწლიურად ჩნდება ახალი თავი, რომელიც წინა წლების ღირსეული გაგრძელებაა.

წელსაც ვეცადეთ სტუმრებისთვის გვეჩვენებინა ჩვენი შრომისა და სწავლის შედეგი. 12 ივნისს „ღია კარის დღეს“, ღონისძიების სტუმრები იყვნენ: განათლების მინისტრის მოადგილე – ქალბატონი ბაია კვიციანი, ქუთაისის გუბერნატორის მოადგილე, რესურსცენტრის დირექტორი – ქალბატონი მაია ცქიტიშვილი, ქუთაისის სკოლების დირექტორები და ბაგა-ბაღის მმართველები. ,,ღია კარის დღის” ფარგლებში სტუმრებმა იხილეს ჩვენი სკოლის სავიზიტო ბარათად ქცეული აქტივობები: ,,რა? სად? როდის?”, რომელიც 30-ე სკოლაში 2006 წლიდან ტარდება, ლიტერატურული კლუბი, კინო-კლუბი, რობოტ-კლუბი, ფიზიკის კლუბი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში ჩატარებული ცდები. სკოლის სხვადასხვა სივრცეში მოწყობილო იყო სამეწარმეო კლუბის მიერ დამზადებული ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა. ასევე მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ხელით შექმნილი თოჯინების თეატრი. “ ღია კარის დღე” დასრულდა მეოთხე კლასელთა გამოსაშვები ღონისძიებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონმა ბაიამ დიდი ყურადღება და აღფრთოვანება გამოხატა სკოლაში არსებული საკლუბო ცხოვრების მიმართ.


სკოლის თვითმმართველობამ და ინგლისური ენის მასწავლებელმა რიტა რატიანმა ერთად დაგეგმეს და განახორციელეს ინტელექტუალური თამაში “quidditch field”-ი, რომელშიც მონაწილეობდნენ მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები.

მთელი თამაშის განმავლობაში მონაწილეებს მოეთხოვებოდათ, რომ მხოლოდ ინგლისურად ესაუბრათ.

ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ 8⁵ და 9¹ კლასის მოსწავლეები. გამარჯვება 9/1მოიპოვა.

ყველა მონაწილე მოსწავლისთვის თამაში აღმოჩნდა საინტერესო და მოტივაციის მიმცემი. თამაშმა მათ დაანახა საკომუნიკაციო სიტუაციებში მათი სუსტი და ძლიერი მხარეები. მომავალში ისინი კიდევ უფრო თამამად გამოიყენებენ ინგლისურ ენას პრაქტიკულად და ყურადღებას გაამახვილებენ ყოველდღიური ინგლისურის აქტიურად შესწავლაზე.